მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ინდუიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ინდუიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-04-2019, 00:02 |
„ჩვენს დროში ერთობ მომძლავრდა ქრისტიანობის კიდევ ერთი სასტიკი მტერი, რომელიც, რომ შეეძლოს, ქრისტიანობის თვით გულს განგმირავდა. ეს მტერი მეტად ვერაგი, პირმოთნე და ძალმოსილია - ინდუიზმი და სხვა აღმოსავლური რელიგიები. ისინი საოცარი სისწრაფით ვრცელდებიან ოდესღაც ქრისტიანულ ქვეყნებში, თუმცა ამჟამად ეს სნეულება თითქმის მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას მოედო. დღევანდელ თაობაში ძალიან პოპულარულნი არიან აღმოსავლეთის „ბრძენები", ინდოელი გურუები, ტიბეტელი ლამები, ძენ-ბუდიზმის იაპონელი მასწავლებლები და სხვები, რომლებიც, დასავლეთის კვალდაკვალ, ჩვენს ქვეყანაშიც შინაურები ხდებიან...
ვინც ამ რელიგიების მიმდევარია, მალე ამჩნევს „სასიკეთო ცვლილებებს". იგი თითქოს მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებბული, მხნე და მოყვასის მიმართ შემწნარებელია. მაგრამ ყოველივე ეს ღრმა ხიბლის ნაყოფია, სასახლე, რომელიც ამპარტავნების, თავმოთნეობის, საკუთარი თავის გაღმერთების ყალბ საფუძველზეა დამყარებული. ამის დანახვა კი დაბრმავებულ კაცს არაფრით არ სურს. ის მხოლოდ იმას ხედავს, რომ ეს ვარჯიშები „ზემოქმედებას ახდენენ", თანაც „სასიკეთო" ზემოქმედებას. მაშასადამე, ეს „კარგია და ჭეშმარიტი"... ინდუიზმი მრავალმხრივ იტაცებს კაცის გულს: იგი საოცრად მაცდურია ყოველი გრძნობისათვის, და მიმზიდველი ყოველი სისუსტის, განსაკუთრებით კი ამპარტავნებისათვის... ის, რაც ქრისტიანისათვის ყველაზე დიდი ცოდვაა, ინდუისტისთვის უმაღლესი სიკეთის განსახიერებაა. ქრისტიანები უმთავრეს ცოდვად იმთავითვე მიიჩნევდნენ ამპარტავნებას, ყველა სხვა ცოდვის საწყისს. ამ ცოდვის პროტოტიპია, სიმბოლოა ლუციფერი, რომლიც ამბობს: „აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ეს.14.19). სწორედ ამპარტავნება აქცევს კაცის ღირსებებს ნაკლოვანებად. ინდუისტებისთვის კი, განსაკუთრებით ვედანტას მიმდევართათვის, ერთადერთი ცოდვა არის ის, რაც გწამს, სწორედ შენ თვითონ და მთელი კაცობრიობა ხართ ღმერთი. ვედანტას ერთი თანამედროვე მქადაგებელი, სვიმი ვივეკანანდა ამბობს: „თქვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გესმით ინდოეთი! ჩვენ ინდოელები კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!"... ინდუიზმის მიზანია მსოფლიო (უნივერსალური) რელიგიის შექმნა და ეს ძალიან სასურველია ეშმაკისატვის, მას საშუალება ეძლევა ამ ცრუ რელიგიას დაუდგინოს ცრუ ღმერთი - ანტიქრისტე და ბოლოს და ბოლოს აიძულოს მთელი მსოფლიო, თაყვანი სცეს მას, როგორც ღმერთს. „მსოფლიო რელიგია" იქნება ხანძარი, რომელიც ეცდება ქრისტიანობის შთანთქმას. თუკი ქრისტიანი დაეთანხმება ინდუიზმის ქადაგთა მტკიცებას, რომ განსხვავება ჩვენს რელიგიებს შორის მხოლოდ მოჩვენებითია და არა რეალური, მაშინ ინდუისტური იდეები თავისუფლად შეაღწევს მის სულში, ინდუიზმის ძალა დამანგრეველია - მას ბოროტის თაყვანისცემამდე მიჰყავს კაცი.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |