მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. ლიტურგიაზე ჩვენი ახლობლების მოხსენიების შესახებ
წმ. ლიტურგიაზე ჩვენი ახლობლების მოხსენიების შესახებ14-05-2015, 06:02 |
ყოველმა მორწმუნემ (მათ შორის დამწყებმაც) იცის რაოდენ მნიშვ-ნელოვანია ახლობელ ადამიანთა, როგორც ცოცხალთა ასევე მიცვა-ლებულთა მოსახსენებლის შეგზავნა საკურთხეველში (წმ. ლიტურგი-აზე მოხსენიებისათვის). მაგრამ ყველას როდი ესმის რა ხდება ამ მო-ხსენიების დროს. ლიტურგიის მზადებისას, მღვდელი ფეშხუმზე ასვე-ნებს სეფისკვერიდან ამოღებულ პურის ნაწილს, რომელიც განასა-ხიერებს თვით ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს, მარჯვენა მხარეს ათავსებს ნაწილს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელზე, მარცხე-ნა მხარეს - წმ. ანგელოზთა და ყოველთა წმინდათა პატივად, ხოლო ქვემოთ - ნაწილებს ცოცხალ და მიცვალებულ მართლმორწმუნე ქრი-სტიანთა მოსახსენიებლად. როგორც მე-15 საუკუნის მოღვაწე მამა, წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს: "ამ ღვთაებრივ სახესა და მოქმედე-ბაში, გარკვეული სახით, თვით იესოს ვხედავთ და მთელ მის ერთიან ეკლესიასაც ვჭვრეტთ... აქ უდიდესი საიდუმლოა - ღმერთი ადამი-ანთა შორისაა და ღმერთი ღმერთთა შორისაა, რომელთაც მიიღეს განღმრთობა ჭეშმარიტი ღმერთის მიერ. აქ - მომავალი სუფევა და მარადიული ცხოვრების გამოცხადებაა". და აი წმ. ლიტურგიის დროს, რომელიმე ქრისტიანისათვის ამოღებული ნაწილი წარმოადგენს თვით ამ პიროვნებას და მისთვის აღესრულება ღმრთისადმი მსხვე-რპლის შეწირვა. ეს ნაწილი თავსდება ფეშხუმზე, უფლის ყოვლადწ-მინდა ხორცის გვერდით, ჩაეშვება ბარძიმში, განიპოხება საღმრთო სისხლით და სიწმინდითა და სულიერი ნიჭით აღვსილი, მადლს გარდამოუვლენს მას, ვისი სახელისთვისაც შეიწირება; როგორც წმი-ნდა მამები ამბობენ: მიმადლებს განწმენდას, ცოდვათა მიტევებას, უბ-ედურებათაგან დაცვას, ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს და საერ-თოდ, მრავალ სარგებელს. მაგრამ როგორც წმ. სვიმეონი ამბობს (ვა-გრძელებთ ზემოთ მოყვანილ ციტატას): "აქ ადგილი არა აქვთ ურწ-მუნოებას და სხვაგვარად მოაზროვნეებს. ამიტომ, საერთოდ მღვდელ-მა არ შეიძლება შესწიროს ნაწილები არამართლმადიდებელისათვის ან აღასრულოს მისთვის ხსენება. ასევე არ შეიძლება ნაწილის შეწირვა მისთვის, ვინც აშკარად სცოდავს და მოუნანიებლად ცხოვრობს: ვი-ნაიდან ეს შეწირვა სასჯელის მიზეზი იქნება მისთვის, ისევე როგორც სასჯელის ღირსი ის, ვინც სინანულის გარეშე ეზიარება"... იგივე წმ. მამა გვმოძღვრავს: "რამდენადაც სარგებლის მომტანია ქრისტიანის სახელის ღირსეული მატარებლისათვის ამ მსხვერპლის შეწირვა, იმდენად უბედურების და ზიანის მომტანია მისთვის, ვინც ცოდვიან ცხოვრებასაა მიცემული და უღირსად ატარებს ქრისტიანის სახელს. მღვდელმოქმედების დროს, საღმრთო პურის ხორცად გარდ-აქმნისას, ფეშხუმზე მოთავსებული ქრისტიანის სახელზე ამოღებული ნაწილი ხდება განწმედის ზიარი და წმ. ბარძიმში ჩაშვებისას აღივსება ცხოველსმყოფელი სისხლით, ამიტომ იმ სულს, ვისთვისაც შეიწირა, გარდამოუვლენს მადლს: ამ დროს აღესრულება სულიერი შეერთება ადამიანის ღმერთთან. თუ სული ღმრთისმოსავია, ან შესაძლოა უძლ-ურების გამო ცოდვაში ვარდება, მაგრამ შემდგომ სინანულით განი-წმინდება, მაშინ ამგვარი ადამიანი უხილავად სულიწმინდას ეზია-რება, ხშირად კი ხორციელ სარგებელსაც იღებს. ხოლო თუ ვინმე ცო-დვასაა მიცემული და მისგან განშორება არ სურს, როგორც ღმერთთან ურთიერთობის უღირსი, უფრო მეტ სასჯელს მიიღებს მისთვის შეწი-რული ძღვენის გამო. ამიტომ მღვდელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ მიიღოს შესაწირავი (ე.ი. - სეფისკვერი მოსახსენებლით) და არ აღამაღლოს მსხვერპლი (ე.ი. - ნაწილი) ამგვარი ადამიანისათვის, ამი-სათვის თვით მღვდელიც მიიღებს სასჯელს მასთან ერთად. ამის გამო შეემთხვევა ხოლმე ადამიანს განსაცდელი და მწუხარებები, "ამისათ-ვის მრავალ არიან თქვენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრა-ვალნი" - ღაღადებს პავლე (1. კორ. 2, 30 ) ამრიგად შევშინდეთ ამ მკა-ცრი გაფრთხილებით წმ. მამისა (რომელსაც დიდად პატივს სცემს ყვე-ლა მისი მომდევნო ლიტურგიისა და ეკლესიის განმმარტებელი და ხშირად მოჰყავთ ციტატები) სასწრაფოდ ამოვიღოთ ჩვენი მოსახსენე-ბლიდან ასეთ საეჭვო ქრისტიანთა სახელები, რომ სარგებლის ნაცვ-ლად ზიანი არ მივაყენოთ! როგორც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტ-ყველი გვმოძღვრავს: პირთა რვა ხარისხია, რომელთა ცხონებისათვის საჭიროა ეკლესიის ლოცვა: "დაღუპულნი, დატყვევებულნი, გზააბ-ნეულნი, მოწყლულნი, დაცემულნი, მიმავალნი და სრულყოფილნი" . ყოველი ამათგანი საჭიროებს განსხვავებულ ლოცვას: "დაღუპულნი - ლოცვას იმისთვის, რომ ღმერთმა მოიძიოს და ჰპოვოს", "დატყვევე-ბული - ე.ი. ვნებებსა და ეშმაკს დამონებულნი - რომ მადლმა განათა-ვისუფლოს", "გზააბნეულნი - რომ მადლმა გაუნათოს" და ა. შ. და ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყოს, "დაე, იზრუნოს, რომ მისი ლოცვა ყოველ მათგანს შეესაბამებოდეს, რათა ამაოდ არ დაშვ-რეს". ასევე მათთვის, ვინც უკიდურესად დაუდევარია, ილოცე, მაგრამ "ის კი არ ითხოვო, რომ ღმერთმა შეიწყალოს, რადგან ეს შეუძლე-ბელია, სანამ უმოქმედობაში არიან, არამედ რომ განანათლოს და ძი-ლისაგან გამოაღვიძოს", ვინაიდან ვინც ითხოვს რაიმეს, უნდა იცოდეს, რას ითხოვს და მას ნათლად წარმოადგენს", სხვა შემთხვევაში ასეთი "არასოდეს არ იყო, არ არის და არც იქნება შესმენილი ღმერთის მიერ" - ამბობს წმ. მამა (სტ. 15). განა ამიტომ არ რჩება ხოლმე ხშირად ჩვენი ლოცვები უნაყოფო ან ზიანის მომტანი მათთვის, ვისთვისაც ვლოც-ულობთ? !
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკან დაბრუნება |