მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ახალი შესაძლებლობები, ახალი საფრთხე (ნაწილი I)
ახალი შესაძლებლობები, ახალი საფრთხე (ნაწილი I)29-04-2017, 00:02 |
სიტყვა "გლობალიზაცია" აქტიურად შემოიჭრა მართლმადიდებელი ქრისტიანის ლექსიკონში. რას გულისხმობს ეს ტერმინი? როგორ მოვიქცეთ - დავემალოთ თუ წინ აღვუდგეთ მას? როგორ გამოვიყენოთ იგი მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის სასარგებლოდ? გლობალიზაციის პირველი სახე დასავლეთში წარმოიქმნა. მას საფუძვლად დაედო მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ამ ტერმინით აღინიშნებოდა ძირეული ცვლილება საწარმოო და სავაჭრო სფეროში, კერძოდ, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაიოლება, საერთაშორისო კომპანია - კორპორაციების გავლენების ზრდა. გლობალიზაციის მსოფლმხედველურ ასპექტზე მოგვიანებით შევჩერდებით. უპირველესად სხვა შეკითხვა დავსვათ, რომელიც აქტუალურია ევროპისა და მსოფლიოსათვის: სინამდვილეში რა არის გლობალიზაცია? ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების ბუნებრივი პროცესი თუ "გლობალური პროექტი", რომელსაც თავისი იდეოლოგია, მიზნები და საიდუმლო გეგმა გააჩნია? დღეს ყველასათვის გასაგებია, რომ თანამედროვე ეკონომიკა ვერ იარსებებს კარგად მოწესრიგებული საერთაშორისო კავშირების გარეშე. მსოფლიოში შეინიშნება შრომის განაწილების მყარი სტრუქტურა: ზოგს ბუნებრივი რესურსები გააჩნია, ზოგს კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობა, ზოგიც მშვენივრად ცხოვრობს ტურიზმისა და "გართობის ინდუსტრიის" ხარჯზე. პრაქტიკულად, ვერც ერთი სახელმწიფო, ისეთიც კი, როგორიც აშშ-ა, ვერ შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა პროდუქცია. ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთება არარენტაბელურია. ბუნებრივია, საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა რეგულირებას მოითხოვს: საჭიროა მოლაპარაკება ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის, პირობებისა და ფასების შესახებ. რათა მდიდარმა და ძლიერმა ქვეყანამ არ დაჩაგროს ღარიბი და სუსტი.
თუმცა, დღევანდელ გლობალურ ეკონომიკურ სისტემას ძნელად დავარქმევთ სამართლიანს. საერთაშორისო მაშველთა კომიტეტების სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 6% ფლობს მსოფლიო სიმდიდრის 59%, მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის 70%-მა არ იცის წერა-კითხვა, 50% კი სულაც შიმშილობს. შემთხვევითი არც ის არის, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები მკაცრ კრიტიკას იმსახურებენ სხვადასხვა რელიგიური, პროფკავშირული თუ სამეცნიერო ორგანიზაციების მხრიდან. აქვე ყურადსაღებია ინფორმაციული გლობალიზაცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რელიგია აშკარად იდევნება საზოგადოების პერიფერიებში. მასიური საინფორმაციო საშუალებებით თითქმის შეუძლებელია ილაპარაკო რწმენაზე, როგორც ჩვენი ცხოვრების არსზე და საფუძველზე. რელიგია მათ ახსენდებათ მხოლოდ დიდი დღესასწაულების (ქრისტეშობა, აღდგომა და ა.შ.) ან რელიგიური კონფლიქტების დროს. სრული სერიოზულობით, ხმამაღლა აღიარო შენი რწმენა მასმედიის საშუალებით, თითქმის შეუძლებელია. მრავალი ტელე-რადიო კომპანიის პატრონი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და არ ებრძვის არც ერთ რელიგიას, მაგრამ, როგორც კი ვთხოვთ, ეთერი დაგვითმოს, ის გვპასუხობს, არ შემიძლია პროპაგანდა რელიგიური ჭეშმარიტებისა, რომელიც არ არის აღიარებული ყველას მიერო. სა-ერთოდ, ასეთი ადამიანებისა და მათი იდეოლოგიისთვის ცნება „ჭეშმარიტება" საერთოდ არ არსებობს. ცნობილია, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი ინტერნეტით, მიმდინარეობს ძალადობისა და გარყვნი-ლების პროპაგანდა. სოლიდურ გლობალურ საინფორმაციო სტრუქტურებთანაც კი, რომლებსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვთ პორნოგრაფია და ძალადობა, შეინიშნება ქრისტიანობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება: აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველა რელიგია თანასწორია და ყოველივე, რაც ხელს უშლის კონსტრუქციას - „სამოთხე დედამიწაზე" - უკუგდებულ უნდა იქნას, უპირველესად კი - ღმერთი. მსოფლიოს ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა საერთაშორისო სამართლის დაარსება. ბოლო დროის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ შეუძლებელია ტერორიზმთან, საერთაშორისო დამნაშავეებთან, გლობალურ დათბობასთან, ნარკომანიასთან და მასობრივი განადგურების საშუალებების გამავრცელებლებთან დამოუკიდებლად ბრძოლა. ამიტომაც საერთაშორისო პრობლემების მოსაწესრიგებლად, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო საკითხების მოსაგვარებლად საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები შეიქმნა, რომელთა შესრულება თანაბრად ევალება ყველა ქვეყანას. თუმცა, ხშირად, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ეწინააღმდეგებიან არსებულ უსამართლობას. ხანაც ხელს უწყობენ მას. მაგალითად, იუგოსლავიის დაბომბვამ 1999 წელს გვიჩვენა, რომ მძლავრი სამხედრო და პოლიტიკური ძალის მქონე ქვეყნებს ძალუძთ სუვე-რენიტეტი, თუნდაც ეს აქცია, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევდეს. (გაგრძელება...)
ჟურნალიდან: „Православная беседа" თარგმნა: დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |