მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცეცხლზემავალნი - წმიდა პაისი მთაწმინდელი

ცეცხლზემავალნი - წმიდა პაისი მთაწმინდელი


4-07-2015, 00:02

ცეცხლზემავალნი - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

 

   - წმიდაო მამაო, ამბობენ, რომ წმიდა კონსტანტინეს დღესასწაულზე ცეცხლზემავალნი¹ გახურებულ ნაკვერჩხლებზე დადიან და არ იწვი-ან. რა მოვლენაა ეს?

  - ეს ეშმაკეული მოვლენაა და ამავდროულად - სიცრუე. ხოლო ის, რომ ისინი ნაკვერჩხლებზე ცეკვავენ, ხელში რომელიმე ხატით ან - ჯვრით, ეს უდიდესი ურცხვობაა, იმიტომ, რომ ასეთი საქციელი სა-რწმუნოების უარყოფას ნიშნავს. ასეთ ადამიანებს საღმრთო მადლი განეშორება და ამიტომ მათ ეშმაკი ეხმარება. ან როგორ არ დაეხმარება ყოველივე ამის შემდეგ ეშმაკი?! მათ ხომ ამ "დახმარების" უფლება მოიპოვეს?!

   მაგრამ ამ საქმეში - ნაკვერჩხლებზე სიარული - მათ საკუთარი მზაკ-ვრობაც ეხმარება. წარმოდგენისათვის შერჩეულ ადგილზე ცეცხლზე მავალნი წინასწარ მიდიან და ყველაფერს ამზადებენ. ანუ, ისინი წვავენ ჭადრის შეშას, რომელიც ნაკლებ ნაკვერჩხალსა და მეტ ნაცარს ტოვებს, საინტერესოა, რად არ ყრიან კოცონში მუხის ან რომელიმე სხვა ისეთი ხის კუნძებს, რომელთა დაწვის შემდეგ ნაკვერჩხალი დიდხანს არ ქრება?! აბა, ერთი, სხვის მიერ დანთებულ კოცონთან მივიდნენ და იქ იცეკვონ ნაღვერდალზე!

   ერთმა კაცმა მითხრა: "აი, სასწაული! ცეცხლზე მავალნი შიშველი ფე-ხებით დადიან ნაღვერდალზე და არ იწვიან". "და ეს გაკვირვებს? ეშ-მაკები უამრავ ადამიანს აგდებენ ჯოჯოხეთის სატანჯველში მრავალი წლის და მრავალი საუკუნის განმავლობაში და ისინიც არ იწვიან! აი, ეს უნდა გიკვირდეს და არა ის, რომ მცირეოდენ ნაკვერჩხალსა და ნაცარზე ვიღაც გაივლის". მივუგე მე.

 

 

 

 

 

 

¹"ცეცხლზემავალნი" - იმ წარმართული ჩვეულების მიმდევრები, რო-მელიც გახურებულ ნაღვერდალზე სიარულს გულისხმობს. გავრცე-ლებულია მაკედონიისა და თრაკიის ზოგიერთ დასახლებაში.

 


 


უკან დაბრუნება