მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > არც სიღატაკე ბადებს მწუხარებას, არც სიმდიდრე-ნეტარებას - წმიდა იოანე ოქროპირი

არც სიღატაკე ბადებს მწუხარებას, არც სიმდიდრე-ნეტარებას - წმიდა იოანე ოქროპირი


30-03-2016, 00:04

არც სიღატაკე ბადებს მწუხარებას, არც სიმდიდრე-ნეტარებას - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   ზედმეტი მწუხარება უდიდესი ზიანის მომტანია, რაზე მწუხარებ? იმაზე, რომ ქონება დაკარგე? გაიხსენე ისინი, რომელთაც საარსებო პურიც კი არა აქვთ, და მაშინვე დამშვიდდები. და საერთოდ ყოველი უბედურების ჟამს, უკვე მომხდარზე კი ნუ მწუხარებ, არამედ, რაც არ მომხდარა, იმაზე იყავი მადლობელი. დიდ ქონებას ფლობდი და დაკარგე? ნუ ტირი დაკარგულზე, არამედ მადლობელი იყავი იმისათვის, რომ ფლობდი მას. იობთან ერთად თქვი: "სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!" (იობი. 2, 10). ამასთან დაფიქრდი იმაზე, რომ თუმცა ქონება დაკარგე, მაგრამ შენი სხეული ჯერ კიდევ ჯანმრთელია და სიღატაკეში უძლურებით არ იტანჯები. ან იქნებ, შერყეულია შენი ჯანმრთელობაც? მაგრამ ეს არ არის ადამიანურ უბედურებათა უკიდურესობა, არამედ შენ ჯერ კიდევ შუა გზაზე ხარ. ბევრი, გაჭირვებისა და შერყეული ჯანმრთელობის პირობებში, ეშმაკეულით არის შეპყრობილი და უდაბნოში დაეხეტება; სხვები მრავალ სხვა დიდ უბედურებებს განიცდიან. ღმერთმა ნუ ქნას, ყველა არსებული უბედურება განვიცადოთ! ამგვარად, წარმოიდგინე ის ადამიანები, რომლებიც უმძიმეს განსაცდელში არიან და ნუ ინაღვლიანებ. მხოლოდ მაშინ იტირე და განიცადე, როდესაც შესცოდავ. ამას კი არ გიკრძალავ, არამედ მოვითხოვ. თუმცა ესეც ზომიერების ფარგლებში აკეთე და თან გახსოვდეს, რომ არსებობს მოქცევა და ღმერთთან შერიგება.

   შენ, სხვებს ფუფუნებასა და ნათელ შესამოსელში, საკუთარ თავს კი სიღატაკეში ხედავ? მარტო ამას კი არა, არამედ სიმდიდრისაგან მოსალოდნელ უსიამოვნებებსაც უყურე. სიმდიდრეს ნათელი მხო-ლოდ გარეგნობა აქვს, შინაგანად ბნელითაა მოცული, სიღატაკე კი, პირიქით. შენ წინაშე ყოველი ადამიანის სინდისი რომ გადაიშალოს, ღატაკის სულში უდიდეს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას დაინახავ, ხოლო მდიდრის სულში - ფორიაქსა და მღელვარებას. მდიდრის შემყურე შენ მწუხარებ, ხოლო ის ხედავს რა მასზე მდიდარს, შენზე მეტად განიცდის. რამ­დენადაც შენ მისი გეშინია, იმდენად მას სხვისი შიში აქვს და ამ მხრივ შენზე უკეთეს მდგომარეობაში არაფრით არის. მმართველის შემყურე შენს ხელქვეითობას განიცდი? იმ დღეზე დაფიქრდი, როცა ყველაფერი შეიცვლება. მანამდე კი მისი საშიშროებები, შრომა, ფორიაქი, პირმოთნეობა, უძილო ღამეები და სხვა უსიამოვნებები წარმოიდგინე. ჩვენ ყველაფერ ამას მათ ვეუბნებით, რომელთაც კეთილგონიერება არ გააჩნიათ. კეთილგო-ნიერი რომ იყო, შენს ნუგეშისცემას სხვა მაღალი იდეებით შევძლებდით. მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვართ.   

  მაშ, ასე, როცა მდიდარს ხედავ, წარმოიდგინე ისიც, ვინც მასზე მდიდარია და დაინახავ, რომ ის ისეთივე მდგომარეობაშია, რო-გორშიც შენ ხარ. შემდეგ წარმოიდ­გინე, ის, ვინც შენზე ღარიბია, ვინც მშიერი იძინებს, კარგავს მამულს, ცხოვრობს სარდაფში და ყოველდღე სიკვდილს ნატრობს. არც სიღატაკე ბადებს მწუხარებას და არც სიმდიდრე - ნეტარებას, ერთიც და მეორეც ხშირად ჩვენს განსჯაზეა დამოკიდებული. თვალსაჩინოებისათვის ასეთი მაგალითი ავიღოთ: მენაგვე მწუხარებს და ჩივის, რომ მძიმე და უღირსი სამუშაო აქვს. თუკი მას ამისგან გაათავისუფლებ და საარსებო მინიმუმსაც მისცემ იმაზე დამწუხრდება, რატომ არა აქვს საარსებოზე მეტი. თუკი მეტს მისცემ, მას ორმაგი მოუნდება და მისი მწუხარება წინანდელზე ნაკლები არ იქნება. თუკი ორმაგსა და სამმაგს მიიღებს, ის იმაზე ინაღვლებს, რომ სამოქალაქო წოდება არ გააჩნია. თუ ამასაც მიაღწევს ის შეაწუხებს, რომ პირველ მოქალაქეებს არ მიეკუთვნება და მაინც უბედურად ჩათვლის თავს. ამ ღირსების მიღების შემდეგ დაი-წუწუნებს, რომ მმართველი არ არის. როცა მმართველი გახდება, იმაზე დამწუხრდება, რომ მთელ ერზე არ მბრძანებლობს, როცა ამასაც მიაღწევს, მაშინ ყველა ერზე მბრძანებლობას მოინდმებს. თუ მთავარი მმართველი გახდება დამწუხრდება იმაზე, რომ მეფე არ არის. თუ მეფე გახდა, იმაზე დანაღვლიანდება, რომ ერთადერთი არ არის. ამ სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას მთელი სამყაროს მეფობა მოუნდება. ამრიგად, უსასრულობისაკენ მიმავალი მისი აზრები კმაყოფილებას არასოდეს დაუშვებენ.

   ხედავ, ღატაკი და გაჭირვებული ადამიანის მეფედ დასმითაც მწუ-ხარებიდან ვერ დაიხსნი მას, თუ წინასწარ მომხვეჭელობაში ჩაფლულ მის სულს არ გამოასწორებ!

   ახლა საპირისპიროს წარმოგიდგენ და დაგანახებ, რომ კეთილგონ-იერი ადამიანი სიმაღლიდანაც, რომ ჩამოაგდო, მწუხარებასა და მოწყინებას არ მიეცემა. იგივე კიბით ჩამოვიდეთ. ჩამოვაქვეითოდ ასეთი მმართველი და წავართვათ მას წოდება. თუ ჩემი სწავლებით იხელმძღვანელებს, ოდნავადაც არ დანაღვლიანდება, იმიტომ, რომ დაკარგულზე კი არ იფიქრებს, არამედ იმაზე, რაც დარჩა, კერძოდ, ძალაუფლების თანმდევ პატივზე. თუკი მასაც წავართმევთ, ის რიგით მოქალაქეებს წარმოიდგენს, რომელთაც ასეთი ძალაუფლებისათვის არასდროს მიუღწევიათ და საკმარის ნუგეშს თავის სიმდიდრეში ჰპოვებს. თუ მასაც წავართმევთ და მხოლოდ აუცილებელ საკვებს დავუტოვებთ, ის იმ ადამიანთა გახსენებით ინუგეშებს თავს, რომლებიც მუდმივ შიმშილს განიცდიან და სარდაფებში ცხოვრობენ. თუ მასაც ასეთივე საცხოვრებელში მოვათავსებთ, მას აუტანელ ტანჯვაში მყოფნი და განუკურნებელი ავადმყოფები მოაგონდება და დაინახავს, რომ თვითონ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. როგორც მეფედ ქცეულმა იმ მენაგვემ სიმშვიდე ვერ იპოვა, ასევე პატიმრობამდე ჩამოქვეითებული მმართველიც არასოდეს დამწუხრ-დება. ამრიგად, არც კმაყოფილებაა სიმდიდრეზე დამოკიდებული და არც მწუხარება - სიღარიბეზე. ორივე ჩვენი განსჯიდან გამომ-დინარეობს, ჩვენი სულიერი თვალი კი დაბინძურებულა და არაფერზე ჩერდება, არც მშვიდდება არამედ უსასრულობისაკენ მიე-მართება.

  ჯანმრთელი სხეული მხოლოდ პურის კვების პირობებშიც შეი-ნარჩუნებს სიმრთელეს, ავადმყოფი სხეული კი ფუფუნებითა და ნაირფერი საკვებითაც რომ ტკბებოდეს, უფრო სუსტდება. სულსაც ასევე ემართება - სულმოკლეებს გამოუთქმელ პატივშიც კი არ შეუძლიათ სულგრძელობა, კეთილგონიერება კი ბორკილებსა და სიღატაკეშიც კი ჭეშმარიტი სიამოვნებით ტკბებიან. ვიცოდეთ ყოველივე ეს და მუდმივად ჩვენზე დაბლა მდგომთ ვუმზიროთ.

  კეთილგონიერ და მაღალი შეგნების ადამიანებისათვის არსებობს სხვა ნუგეში. ის, რომ სიმდიდრეც არაფერია და სიღარიბეც, პატივიც არაფერია და შეურაცხყოფაც. ყველაფერი ეს დროებითია და განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია. ამასთანავე, არსებობს უფრო აღმატებული, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ წარმოვიდგინოთ მომავალი ტანჯვა და ნეტარება - ჭეშმარიტი ტანჯვა და ჭეშმარიტი ნეტარება, და აქედან ნუგეშს მივიღებთ. უმეტესობა აზრთა ასეთი წყობისაგან შორსაა - სწორედ ამიტომ, იძულებულები ვართ ზემოთმოყვანილ მოსაზრებებზე შევჩერდეთ, ვინაიდან მათი მიმ-ღებნი თანდათანობით ზედა საფეხურებზე აღვიყვანოთ.

   მაშ ასე, ჩვენი დარიგების გათვალისწინებით ყოველნაირად კეთი-ლმოვაწყოთ საკუთარი თავი და შემთხვევით საგნებზე არასოდეს ვინაღვლოთ.

   სურათზე მდიდრებს, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ ბედნიერებს ვერ ვუწოდებთ, ისევე როგორც იქვე გამოსახულ ღატაკებს - უბედურებს და საწყლებს. ამასთან, სურათები ჩვენს მდიდრებზე უფრო ხან-გამძლეებია. პირველი ხშირად ას წლამდე ძლებს, ხოლო უკანასკნელი ხანდახან თავისი სიმდიდრით ერთი წლითაც ვერდამტკბარი, უცებ კარგავს მას.

   ყოველივე ზემოთქმულის გააზრებით, სულიერი სიმშვიდე ყოველ-გვარი განუსჯელი მწუხარებისაგან შემოვსაზღვროთ, რათა აქაური ცხოვრებაც კმაყოფილებით გავატაროთ და მომავალ სიკეთეებსაც ვეზიაროთ.

   

 


 

წმ. იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება