მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ორმოცდაათიანელთა საცდური - წმიდა პაისი მთაწმინდელი

ორმოცდაათიანელთა საცდური - წმიდა პაისი მთაწმინდელი


4-06-2015, 00:02

ორმოცდაათიანელთა საცდური - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

 

   წმიდაო მამაო, ისინი, ვინც ორმოცდაათიანელთა1 საცდურს მისდე-ვენ, ამბობენ, რომ აქვთ ხილვები, სხვადასხვა ენებზე საუბრობენ და ა.შ. ეს ყველაფერი მათი ფანტაზიაა, თუ ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად მართლაც ხდება რამე? - ეს ეშმაკეული ზემოქმედების შედ-ეგად ხდება. ორმოცდაათიანელთა ერესის მიმდევრობითა და მათი ნათლობის მიღებით ხომ ადამიანები ფეხქვეშ თელავენ ნათლობის საიდუმლოს, რომელიც წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღეს-რულა მათზე "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, მოსატევებელად ცოდ-ვათა". - ვამბობთ სარწმუნოების სიმბოლოში. ხოლო ამ სექტანტური ნათლობის მიღებით ეს საბრალოები ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან და სხვადასხვა გაუგებარ სიტყვებს ამბობენ, ვითომდა სხვა-დასხვა ენებზე საუბრობენ. "ეს ორმოცდაათიანელთა სული წმინდა მეტყველებს" - ამბობენ ისინი. მაგრამ სინამდვილეში ეს ორმოცდაა-თიანელთა სული წმინდა კი არ არის, არამედ უწმინდურ სულთა მთელი ხროვა. ან რომელ სხვადასხვა ენებზე საუბარზეა ლაპარაკი?! ისინი ათასგვარ ეშმაკეულ აბდაუბდას ამბობენ: თვითონაც არ ესმით, რას როშავენ. თანაც ყველაფერ ამას მაგნიტოფონზე იწერენ, მერე მიდის გარჩევები, რის შედეგადაც ბოლოს დაასკვნიან: "ამ ფირზე "ალ-ილუია" ერთ ენაზე ამდენჯერ გაისმის, იქ კი - მეორე ენაზე იმდენ-ჯერ". ან რაა გასაკვირი?! მთელ ამ ბოდვაში სრულიად შესაძლებელია, რომ მოძებნო გარკვეული ბგერები, რომლებიც "ალილუიას" იქნება მიმსგავსებული - მსოფლიოს რომელიმე ენაზე. განა ეს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი არ არის ეშმაკეული საქმე?! ისინი კი ამ საშინელებას სული წმინდის მოქმედებად თვლიან და ირწმუნებიან, რომ იმავეს განიცდიან, რაც წმიდა მოციქულებმა ორმოცდამეათე დღეს განიცა-დეს. ყველაფერი, რაც მათ სწამთ, ღვთის გმობაა და ამიტომ ეს ადა-მიანები ეშმაკეულები ხდებიან.

   - წმიდაო მამაო, ხელახლა რაღად ინათლებიან?

   - იმიტომ, რომ ისინი ამბობენ: "მე ჩვილობაში ვარ მონათლული, მაშ-ინ, როდესაც არც კი მესმოდა, ჩემს თავზე რა ხდებოდა, ახლა კი გა-ცნობიერებული მაქვს, რომ ვინათლები". ამგვარად ისინი მეორედ ინა-თლებიან და ვითომ ამართლებენ საკუთარ ცოდვებს (რომლებიც ამ სექტანტურ ნათლობამდე ჩაიდინეს). მაგრამ ეკლესია რომ ყრმათა ნა-თლობას არ უშვებდეს, რა დაემართებოდა მოუნათლავად გარდაცვ-ლილი ბავშვების სულებს. ამიტომ წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შედეგად ნათლია ყრმის წარმომადგენელია. ის წარმოთქვამს სარწმუ-ნოების სიმბოლოს და პასუხისმგებლობას იღებს ამ ბავშვზე, ვიდრე ის გაიზრდებოდეს. განა ბავშვის მონათვლა მისდამი უსამართლობის გა-მოვლინებაა? რა თქმა უნდა, არა. პირიქით. ნათელღებული ბავშვი სა-ღმრთო მადლს იღებს იმიტომ, რომ ქრისტეს წმიდა ძღვენს ეზიარება. ხოლო, თუ დიდობაში ნათლობის წმიდა საიდუმლოს რამენაირი ცო-დვით შებღალავს, არც ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მეორედ მონათვლაა საჭირო.

 

 


¹ორმოცდაათიანელები - პროტესტანტული მიმდინარეობის სექტა. დაარსდა აშშ. - ში 1970 წელს. ორმოცდაათიანელთა ერეტიკული წა-რმოდგენის მიხედვით ისინი "სულიწმიდის ნათლობას" იღებენ, რის შედეგადაც თითქოსდა ქარიზმატულ ნიჭებს იძენენ. ესაა: "უცხო ენე-ბზე მეტყველება", წინასწარმეტყველება და ა.შ. ორმოცდაათიანელები ეკლესიის შესახებ აღიარებენ მხოლოდ საკუთარი სექტის სწავლებას. არ სცნობენ გარდამოცემას.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 

 

 

 


უკან დაბრუნება