მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრისა და აღმსარებელის სიყვარული - წმიდა პაისი მთაწმინდელი

მოძღვრისა და აღმსარებელის სიყვარული - წმიდა პაისი მთაწმინდელი


30-07-2015, 00:03

მოძღვრისა და აღმსარებელის სიყვარული - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

   კეთილშობილ მოძღვარს უყვარს ადამიანის სული და სწუხს მასზედ, რადგან მისთვის კარგადაა ცნობილი მისი უდიდესი ღირსება. ის სინანულში ეხმარება სულის, აღსარების საშუალებით ამსუბუქებს მას, შფოთისაგან ათავისუფლებს და სამოთხისაკენ მიჰყავს. მოძღვარს "სულიერ მამას" უწოდებენ. იმიტომ უნდა შეეცადოს ის, რომ იყოს ჭეშმარიტი მამა: თავისი სულიერი შვილები დამოძღვროს საღვთო სიყვარულითა და სინაზით. ან საკუთარი თავი ნებისმიერ მასთან აღსარებაზე მისულ ადამიანის ადგილას უნდა წარმოიდგინოს და ისე განიცადოს მისი ტკივილი, რომ აღმსარებელმა მოძღვრის სახეზე თა-ვისი ტკივილის ანაბეჭდი შენიშნოს. ეს ჩვენს ეპოქაში განსაკუთრე-ბულად აუცილებელი რამ არის. როდესაც ადამიანებისათვის მაგარი ძმარი კი არა, - სუფთა წყალი ჭირდებათ. ადამიანების უმრავლესობა ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და ამიტომ ძნელად იღ-ებს სულიერ რჩევებს და შენიშვნებს. ამიტომ, როდესაც ვინმეს ვლა-ნძღავთ, ესეც კი სიყვარულით უნდა ვაკეთოთ: შეცდომებზე ფაქიზად, ტაქტიანად, ნახევრად ხუმრობით უნდა მივუთითოთ.

   თუკი რომელიმე ადამიანში სიყვარული არსებობს, თუკი ჩვენში სი-ყვარული არ არის და რომელიმე ადამიანს რაიმე "ლამაზ" შენიშვნას ვაძლევთ, ის მრისხანებაში ვარდება და ყალყზე დგება. მაშინ, როდ-ესაც, თუკი ვინმეს ტკივილითა და სიყვარულით ვლანძღავთ, ის შე-საძლოა, გაბრაზდეს, მაგრამ სულის სიღრმეში არ ეტკინება, რადგანაც იგი გრძნობს ამ სიყვარულს. მე ვიცნობ ერთ ღვთისმსახურს, რომე-ლსაც მეტისმეტად მაძღარი შესახედაობა აქვს. რა თქმა უნდა, მისი ამ ბარაქიანობის ერთ-ერთი მიზეზი მისივე გარეგნული შესახედაობაა, მაგრამ გარდა ამისა, მას არ აწყენდა, თუ საჭმლისადმი მცირეოდენ თავშეკავებას გამოიჩენდა. მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ შესტკივა მას გული მოყვასზე, როგორ ზრუნავს ის ტანჯულ ადამიანებზე?! ამ ღვთისმსახურს უდიდესი სიმდაბლე აქვს მოპოვებული. იმიტომ, რომ მცირეოდენი ღვაწლის გამო ის გამუდმებით განსჯის საკუთარ თავს და ამავდროულად უდიდეს სიმდაბლეს ფლობს. ამიტომ ძალიან ბე-ვრი ადამიანი მისგან უმეტეს სულიერ სიმშვიდეს იღებს, ვიდრე, - რომელიმე ასკეტი ღვთისმსახურისაგან.

  თუკი მოძღვარს იმის გამბედაობა არ აქვს, რომ თავისი სულიერი შვილების გამო თუნდაც ჯოჯოხეთურ სატანჯველზე წავიდეს, ის უკ-ვე მოძღვრად აღარ ჩაითვლება.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება