მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > შენდობის ლოცვა - წმიდა პაისი მთაწმინდელი

შენდობის ლოცვა - წმიდა პაისი მთაწმინდელი


12-07-2015, 00:02

შენდობის ლოცვა - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

   ზოგიერთ მოძღვარს ასეთი "ტიპიკონი" აქვს: იმ აღმსარებელს, რომე-ლიც ზიარებას არ იმსახურებს, შენდობის ლოცვას არ უკითხავს. ზოგი მათგანი კი ამასაც ამბობს: "შენდობის ლოცვა ყოველთვის არ იკი-თხება, ეს ჩვენი პრინციპია". ეს უკვე პროტესტანტიზმს ჰგავს. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ყმაწვილი მოვიდა, რომელსაც ცხოვრებაში მრა-ვალი ცოდვით დაცემა შეხვდა. ის იყო სასულიერო პირთან, აღიარა ეს ცოდვები, მაგრამ მან შენდობის ლოცვა არ წაუკითხა. საბრალო სასო-წარკვეთილებამ შეიპყრო. იფიქრა: "რაკი ღვთისმსახურმა არ წამიკი-თხა შენდობის ლოცვა, ესეიგი, ღმერთიც არ შემინდობს". და ამ აზ-რებმა მას თვითმკვლელობა აფიქრებინა. "წადი მოძღვართან და უთ-ხარი, ლოცვა წაგიკითხოს, მაგრამ თუკი ეს მოძღვარი უარს გეტყვის, მაშინ სხვა მოძღვარი ნახე". თუ მონანულს შენდობის ლოცვა არ წა-ეკითხა, ის გამუდმებით დაეცემა, რადგანაც ეშმაკი უფლებას შეინა-რჩუნებს მასზე. ხოლო ადამიანი, რომელსაც კვლავ და კვლავ ეშმაკი ეუფლება, ბრძოლას როგორღა შეძლებს? ის ადამიანი გათავისუფ-ლებული არ არის და ეშმაკეულ ზემოქმედებას იღებს. მაშინ, როცა, თუ ადამიანზე შენდობის ლოცვა წაკითხულია, ეშმაკეული ზემოქმედება წყდება და ღვთის მადლი კვლავ "პლაცდარმს" იკავებს. ასე რომ საბ-რალო ადამიანი შემწეობას იღებს და შეუძლია, იტვირთოს რამენაირი სულიერი ბრძოლა, ღვაწლი, რათა გათავისუფლდეს ცოდვებისაგან.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება