მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > საკუთარი ჭრილობების შეხვევაა საჭირო - წმიდა პაისი მთაწმინდელი
საკუთარი ჭრილობების შეხვევაა საჭირო - წმიდა პაისი მთაწმინდელი10-07-2015, 00:02 |
წმიდაო მამაო, როდესაც სულიერი ბრძოლის დროს დაცემა შემემ-თხვევა, პანიკაში ვვარდები. - ნუ გეშინია, ბრძოლა ბრძოლაა. ამ ბრძოლის დროს ჯარისკაცები ხომ ომში დაჭრისთანავე მაშინვე ჰოსპიტლისაკენ გარბიან. მათ ჭრი-ლობებს უხვევენ და ისინი კვლავ ბრძოლაში ჩაებმებიან ხოლმე. ყვე-ლაფრის მიუხედავად ჯარისკაცები ამ ჭრილობებიდან გამოცდილებას იძენენ და უკეთესად იცავენ თავს მტრის ტყვიისა თუ ყუმბარის ნამსხვრევებისაგან, ვიდრე - მანამდე, რომ ისევ არ დაიჭრნენ. ასევე ჩვენც: თუკი სულიერ ბრძოლაში დავიჭრებით, კი არ უნდა შევშინ-დეთ, არამედ, ექიმ - მოძღვართან გავიქცეთ. ვაჩვენოთ ჩვენი ჭრილ-ობები, განვიკურნოთ და კვლავ განვაგრძოთ "ღვაწლი კეთილი".¹ ცუდი ის იქნება, თუ ვნებების - ჩვენი სულის ამ საშინელი მტრების მოკვეთას არ შევუდგებით და მათ გასანადგურებლად არ ვიღვაწებთ. - წმიდაო მამაო, ზოგიერთი აღსარებაზე არ მიდის, ვითომდა ღვთი-სმოსაობის გამო, ისინი ამბობენ: "რაკი ამ ცოდვაში შესაძლოა კვლავაც ჩავვარდე, აღსარებაში მისი თქმა რას მიშველის, რა, მოძღვარს დავც-ინო"?! - ეს არ არის სწორი. ეს იგივეა, რომ ომში დაჭრილმა ჯარისკაცმა თქვას: "რაკი ომი ჯერ არ დამთავრებულა და შესაძლოა, კიდევ დამჭ-რან, ჭრილობის შეხვევა რაღა საჭიროა"? მაგრამ, თუკი ჭრილობას არ შეიხვევს, ხომ ბევრ სისხლს დაკარგავს და მოკვდება?! შესაძლოა, ეს ადამიანები მართლაც ღვთისმოსაობის გამო არ მიდიან აღსარებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უძლურებაში ვარდებიან. ხედავთ, რა ხდება: ადამიანის მოსატყუებლად ეშმაკი იმ ნიჭებსაც კი იყენებს, რომლითაც ეს ადამიანია დაჯილდოებული. თუკი დაცემისა და სუ-ლის დაბინძურების შემდეგ აღსარებით არ განვიწმინდებით, თავს კი იმით ვიმართლებთ, რომ კვლავ მაინც დაცემა და დაბინძურებაა მოსალოდნელი, შემხმარ ძველ ჭუჭყს სიბინძურის ახალი და ახალი ფენა ედება, მერე კი მთელი ამ სიბინძურისაგან გაწმენდა უბრალი საქმე აღარ იქნება.
¹1 ტიმ. 6, 12.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |