მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ხიბლში მყოფი ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები - წმიდა პაისი მთაწმინდელი
ხიბლში მყოფი ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები - წმიდა პაისი მთაწმინდელი22-07-2015, 00:02 |
– წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ხიბლშია? – ეს მისი გარეგნული შესახედაობითაც კი აშკარაა. ხიბლში მყოფი ადამიანი რაღაც ცრუ „უვნებელობითაა" მოსილი. მდაბალი და მო-კრძალებული ჩანს, მაგრამ მასში საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენაა დამალული. თუ ხიბლში მყოფ ადამიანს თვალებში ჩა-ვხედავთ, შეამჩნევთ, რომ ყველა დანარჩენს ის უცქერს როგორც არ-არაობებს, როგორც – ჭიანჭველებს. მაგრამ მისი ამოცნობა საუბრის მიხედვითაც შესაძლებელია. მახსოვს ერთი ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელსაც ბევრი წმიდანად თვლიდა. ის ყვებოდა, რომ თითქოს ქრისტე ცხენზე ამხედრებული გამოეცხადა მას, თითქოს ქრისტეს ხელში ღვინის ფიალა ეჭირა და დასალევად მისცა მას, რის შემდეგაც თითქოსდა მან წინასწარჭვრეტის ნიჭი მიიღო. ერთხელ, როდესაც ეს „მჭვრეტელი" ხალხთან საუბრობდა, ვიღაც-ამ ჰკითხა: "რატომ მეც არ შემიძლია სასწაულების აღსრულება"? „იმ-იტომ, რომ შენ ესა და ეს ცოდვები გაქვს ჩადენილი". მიუგო მან და იმ ცოდვების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა აღსრულებული. საბრალო კაცი პანიკამ მოიცვა და ამ ამბის მოსაყოლად ჩემთან მოვიდა. მე კი ვუთხარი: "ყური მიგდე, ნუთუ გგონია, რომ წმიდანები ადამიანებს ხალხის დასაცინად ხდიან. ად-ამიანს დასაცინად მხოლოდ ეშმაკი აქცევს. ნუთუ ვერ ხვდები, რომ იმ ადამიანის პირით ეშმაკი მეტყველებს. რასაც ის ამბობს, ჭეშმა-რიტება რომც იყოს, ამ ჭეშმარიტებას ეშმაკი წარმოთქვამს". ერთმა ქა-ლმა მიამბო, როგორ შეხვდა იგი ერთ ეშმაკეულს, რომლის შესახებაც ხმები დადიოდა, თითქოსდა ის უწმიდურ სულებს დევნიდა და სხვა ამის მსგავს სასწაულს აღასრულებდა. ამ „სასწაულმოქმედმა" ორი ქა-ლი ერთ გაუქმებულ სამლოცველოში შეიყვანა. როგორც კი ტაძარში შევიდნენ, მან აიღო ოლარი და ჩაიცვა. ქალს ძალიან გაუკვირდა, ერ-ის ადამიანი რომ ოლარით იმოსებოდა. „შენ მოძღვარი ხარ"? ჰკითხა მან. „რას წარმოადგენენ ვითომ ეს მოძღვრები"! მიუგო მან და მღვდლების განკითხვას მოჰყვა. ასე რომ საბრალო ქალები მიხვდნენ, რომ ის ხიბლში იყო, მაშინვე წამოცვივდნენ ფეხზე და იქაურობა და-ტოვეს.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |