მთავარი > საცდურები > რომის პაპმა აკურთხა
რომის პაპმა აკურთხა15-08-2012, 20:31 |
რომის პაპმა აკურთხა
ინერნეტი
რომის პაპმა იოანე-პევლე II-მ თავისი ყოველწლიური მიმართვა ინტერნეტს მიუძღვნა. ეს მიმართვა მან მსოფლიოს ურთიერთობის დღისათვის მოამზადა, რომელსაც კათოლიკური სამყარო 12 მაისს აღნიშნავს. იოანე-პავლე II თავის მიმართვაში "ინტერნეტს, წმიდა წერილის ქადაგების ახალი საშუალება" უწოდა. მიმართვა 24 იანვარს გამოქვენდა, რათა კათოლიკური მრევლი თავიდანვე გაეცნოს მას. თავად რომის პაპს არაერთხელ უთქვამს, რომ ტექნოკრატიის აქტიური მოწინააღმდეგეა.
პაპმა სურათი ტოპ-მოდელებთან გადაიღო
23 წლის მსახურების მანძილზე იოანე-პავლე II-მ პირველად გადაიღო სურათი მსოფლიო მოდის მშვენიერ მოდელებთან. ამ ცერემონიალს თურრის ბურნეა-ს საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ, რომელთაც მსოფლიო მოდელების ბიზნესში ქრისტიანული ზნეობის გამყარება აქვთ განზრახული. მათი აზრით, ქალის გარეგნული სილამაზე, შინაგანი ღირსების გამომხატველი უნდა გახდეს. დეფინეზე გამოსვლებისას, ქრისტიანი მოდელები, "არა უბრალო მანეკენებად, არამედ გარკვეული ფასეულობებით დაჯილდოებულ ქალბატონებად" ცდილობენ გამოჩნდნენ.
დასასრულს, იოანე-პავლე II-მ მაღალი შეფასება მისცა ასოციაციას "იმ მოციქულებრივი ღვაწლისათვის, რომელსაც ახალგაზრდობის აღმზრდელობით საქმეში ახორციელებს". "იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება დიდ სულიერ ნაყოფს გამოიღებს ღვთის რჩეული ერისათვის" _ განაცხადა პაპმა.
ისრელის მთავრობა ბერძენ პატრიარქს არ აღიარებს
ისრაელის მთავრობა რამდენიმე თვეა არ აღიარებს წმიდა მიწის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქის ძალაუფლებას იმის გამო, რომ ის პროპალესტინური განწყობისაა. ამგვარი დამოკიდებულება ისრაელის მთავრობის მხრიდან არღვევს იერუსალიმის უძველესი და ერთობ ძლიერი ეკლესიის ფუნქციონირებას.
" РУССКАЯ ЛИНИЯ" უკან დაბრუნება |