მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიზმარი ცრუა - წმიდა პაისი მთაწმინდელი
სიზმარი ცრუა - წმიდა პაისი მთაწმინდელი24-06-2015, 00:02 |
- წმიდაო მამაო, ბინძური სიზმრები მტანჯავს. - როდესაც ბინძურ სიზმარს ნახავ, არ უნდა დაიწყო იმის გახსენება, რა და როგორ იყო. თუ დღისით შენი ცდუნება ვერ შეძლო, ეშმაკი ხომ ღამით მოდის ხოლმე. ზოგჯერ ღმერთიც აძლევს ნებას მაცდურს, რომ მან ძილში გამოგვცადოს. რათა დავინახოთ, რომ ძველი კაცი კვლავ ცოცხლობს ჩვენში. ხდება ისიც, რომ მტერი ძილის დროს უახლო-ვდება ადამიანს და უჩვენებს სიზმრებს, რათა გამოღვიძების შემდეგ ეს ადამიანი შფოთმა მოიცვას. ამიტომ სიზმრებს ნურავითარ მნიშვნე-ლობას ნუ მივანიჭებთ: პირჯვარი გადაიწერე, ჯვარი გადასახე ბალ-იშს, მასზე ჯვარი და ორიოდე პატარა ხატი დააწყვე და დაძინებამდე იესოს ლოცვა შეასრულე. რაც უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებ სიზმარს, მით უფრო ხშირად მოვა შენს გამოსაცდელად ეშმაკი. ეშმაკი თავის სიზმრებს მარტო მოზრდილ ადამიანებს კი არა, ბავშვებსაც აჩვენებს. ეშმაკი თვით მძინარე ყრმებსაც კი უახლოვდება, მიუხედ-ავად იმისა, რომ ისინი პატარა ანგელოზები არიან. ისინი შიშით კრთიან და დამფრთხალები ტირილით ეხუტებიან დედებს. ზოგჯერ კი მძინარე ბავშვებთან ანგელოზები მიდიან და ისინი ძილში იღ-იმებიან, უდიდეს სიხარულს განიცდიან და ეღვიძებათ. ასე, რომ ბო-როტის მიერ მოტანილი სიზმრები ძილის დროს ადამიანის წინაა-ღმდეგ მიმართული მტრის შემოტევაა.
- წმიდაო მამაო, თუ ძილის დროს გაურკვეველ სულიერ სიმძიმეს გრძნობ, ეს რაღაა?
- ასეთი მდგომარეობის მიზეზი ზოგჯერ შესაძლოა შფოთიანი მდგომარეობა იყოს, რომელშიც ადამიანი დღის განმავლობაში ცხო-ვრობს, ან სხვადასხვაგვარი შიშები, ეჭვები და ასე შემდეგ. და ყოვე-ლივე ამას, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყენებს. მას შეუძლია ეს სიზმრები და ეჭვები ნებისმიერ კომბინაციაში წარმოადგინოს, ოღონდაც ადამ-იანი შეაცბუნოს. ზოგჯერ ადამიანს იმდენად ფხიზლად სძინავს, რომ ჰგონია, რომ არ სძინავს და ლოცულობს, რომ ეს სიმძიმე სულს რომ უხუთავს, განეშოროს. ზოგჯერ კი ესეც ხდება: ეშმაკს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახე თვით ანგელოზისა და მოივლინოს ძილში. ერთხელ ერთ სნეულს წმიდა არსენი კაპადოკიელის სახით გამოეცხადა და უთხრა: "მე წმიდა არსენი ვარ, მოვედი გითხრა, რომ მოკვდები, გესმის ჩემი? მოკვდები"! ეს კაცი საშინელებამ შეიპყრო. მაგრამ წმიდანი ასე არასდროს ლაპ-არაკობს. ავადმყოფს სიკვდილი კიდეც რომ ელოდოს და მას წმიდანი გამოეცხადოს ამის საუწყებლად, ის მშვიდად და კეთილად ეტყვის: "ღმერთი ხედავს შენს ტანჯვას და ამიტომ გაგიყვანს ამ ქვეყნიდან, ეცადე მოემზადო". წმიდანი არასოდეს ეტყვის ადამიანს: "გესმის ჩემი? შენ მოკვდები"! - რატომ ყვირიან ხოლმე ზოგჯერ ადამიანები ძილში? - როდესაც ყვირის უკეთესიცაა, ამ დროს ხომ მას ეღვიძება. ბევრი სიზმარი შფოთითაა გამოწვეული. როდესაც ადამიანი შფოთავს ან და-ღლილია, ეს შფოთი და დაღლილობა შინაგანად ტანჯავს მას და ის მღელვარე სიზმრებს ხედავს. დღისით მრავალ ადამიანს ვხვდები და მათ პრობლემებს ვისმენ. მერე კი სიზმარში ვიღაცას ვეჩხუბები: "აი შე უღმერთო, შენ არაფერი გადარდებს"! და საკუთარი ყვირილი მაღვი-ძებს. - წმიდაო მამაო, შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სიზმრების მი-ხედვით გაიგოს, რა მოვლენები ხდება სინამდვილეში? - არა. სიზმრებისათვის მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება. როგ-ორიც უნდა იყოს სიზმარი – სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, მას არ უნდა დავუჯეროთ. იმიტომ, რომ ხიბლის საფრთხე არსებობს. სიზმ-რების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ხომ სიცრუეა. ამიტომ ამბო-ბენ წმიდა მამები, რომ არ უნდა ვერწმუნოთ სიზმარს. ღვთისაგან მო-მდინარე სიზმარი ძალიან ცოტაა, მაგრამ თვით მათი განმარტები-სათვისაც დიდი სიწმიდე უამრავი მონაცემია საჭირო – მართალი იოსების და დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად, რომლებსაც საღმ-რთო მადლი ჰქონდათ. „გიამბობ, რა ნახე სიზმრად და რას ნიშნავს ის, რაც ნახე" – უთხრა დანიელმა ნაბუქოდონოსორს. მაგრამ რა მდგო-მარეობას იყო მიწვდომილი დანიელ წინასწარმეტყველი! ის ხაროში ლომებთან ერთად იჯდა და მშიერი ლომები მას არ ეკარებოდნენ. როდესაც ამბაკუმმა დანიელს საჭმელი მიუტანა, მან თქვა: "ნუთუ ღმერთმა გამიხსენა მე"? არადა, დანიელ წინასწარმეტყველი თუ არ ახსოვს ღმერთს, მაშ ვიღა უნდა ახსოვდეს მას?! - წმიდაო მამაო, ზოგიერთი ადამიანი სიზმარს არ ხედავს. - და – ძალიანაც კარგი თუ არ ხედავს. ფულს არც ბილეთზე ხარჯავ-ენ და არც ბენზინზე. სიზმარში რამდენიმე წამში შეიძლება იმის ნახვა, რაც დღეებისა და საათების განმავლობაში შეიძლება გრძელდებ-ოდეს. იმიტომ, რომ სიზმარში დრო არ არსებობს. სწორედ ასე უნდა გაიგოს ადამიანმა ფსალმუნის სიტყვები: "ათასი წელი წინაშე თუალ-თა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა".
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |