მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გამოლოცვა - წმიდა პაისი მთაწმინდელი
გამოლოცვა - წმიდა პაისი მთაწმინდელი7-08-2015, 00:02 |
– წმიდაო მამაო, დღეს ჩვენს მონასტერში მოიყვანეს ეშმაკეული ქა-ლი და გვთხოვეს, დაგვეძახა მღვდლისათვის, რომ მასზე კვეთებულის ლოცვა წაკითხულიყო. როგორ უნდა მოვქცეულიყავით? – ამ შემთხვევაში ახლობლებისათვის უნდა გეთქვათ, რომ ამ საბრ-ალო ადამიანის მოძღვრის გადასაწყვეტი იყო, დაუყონებლივ უნდა წაკითხულიყო კვეთებულის ლოცვა თუ–არა. რადგან თუკი მასში ეშ-მაკი იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მან თვითონ, ან მისმა მშო-ბლებმა ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა და სწორედ ამის გამო მოიპოვა ეშმაკმა ძალაუფლება ამ საბრალოზე. ეშმაკი ხომ თან მოჰყვება ხოლმე ცოდვას. თუკი ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანები არ მოინა-ნიებენ და აღსარებას არ იტყვიან, მაშინ ცოდვა არ ტოვებს მათ, და შესაბამისად – არ ტოვებს ეშმაკი. ან იქნებ ღმერთმა ამ საბრალოს ეშმაკეულობა დაუშვა რაღაც სულ სხვა მიზეზით, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. – წმიდაო მამაო, ეშმაკეულებს კვეთებულის ლოცვა შველით? – სხვადასხვა ეშმაკეულს სხვადასხვაგვარად. კვეთებულის ლოცვა ყველაზე მეტად ქმედითია, როდესაც ის ეკითხება პატარა ბავშვს, რო-მელსაც არ ესმის აღსარების არსი. ასევე კვეთებულის ლოცვა შველის იმ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც გონება აქვს დაკარგული და აღსარების თქმა არ შეუძლია. თუკი ეშმაკეული სრულ ჭკუაზეა, ყვე-ლაზე მეტად ის უშველის, რომ იპოვოს მიზეზი – თავისი დანაშაული, რომლის გამოც შეპყრობილი გახდა. მან უნდა შეინანოს, აღსარება თქვას, და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს აუცილებელი იქნება, მას კვეთებულის ლოცვა წაეკითხოს. ხომ შესაძლოა ეშმაკმა მაშინაც და-ტოვოს ადამიანი, როდესაც მას აღსარების შემდეგ მიტევების ლოცვა წაეკითხება. ზოგიერთი ღვთისმსახური ერთად აგროვებს მათ, ვინც უწმიდური სულითაა შეპყრობილი და მათაც, ვინც ავადაა და ყველას ერთად უკითხავს კვეთებულის ლოცვას. მახსოვს, როგორ მოიყვანეს კვეთ-ებულის ლოცვაზე პარკინსონით დაავადებული კაცი. დღესაც ჰყავ-დათ აქ ერთი ხანში შესული ადამიანი და ამბობდნენ, უწმიდური სულითაა შეპყრობილიო. ამ საბრალოს მარცხენა ხელი უკანკალებდა. დროდადრო მას შეტევა ემართებოდა. „რამდენი ხანია, რაც ამ მდგო-მარეობაში ხარ"? ვკითხე. „ბავშვობიდან". მიპასუხა მან. გამიკვირდა, მერე შევნიშნე, რომ მას თავზე, მარცხენა მხარეს შეჭყლეტილი ჰქონდა, როგორც ჩანს, სამშობიარო ტრამვის შედეგი და ის, რაც მას ჭირდა, სწორედ ამის მიზეზით იყო. წარმოიდგინეთ: კაცი ავად არის, ამ დროს კი ეუბნებიან, რომ მასში არაწმიდა სულია დაბუდებული, უკითხავენ კვეთებულის ლოცვას, უბრძანებენ: "გამოდი, უწმიდურო სულო". და შედეგად ის მხოლოდ ხალხის დასაცინი ხდება. ასე არ შეიძლება! რამდენ ბავშვს თვლიან ეშმაკეულად, როცა მათში არანაირი ეშმაკი არ არის სინამდვილეში. ერთხელ ოცი წლის ყმაწვილი მომიყვანეს. მასზე ამბობდნენ, შეპყრობილიაო. მას დასალევად წმიდა წყალი მივეცი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. „როგორ ვლინდება ყველაფერი ის, რის შესახებაც მელაპარაკებით, რამდენი ხანია იტანჯება"? – ვკითხე მა-მამისს. „ჩვენ მაღაზია გვაქვს და ბიჭი 16 წლის იყო, როდესაც იქ მისი მოკლული პაპის ცხედარი მოიტანეს; ეს უცნაურობები სწორედ იმ ხანიდან დაეწყო". მიპასუხა მან. და აი რა მოხდა: საწყალმა ბავშვმა უბრალოდ ნერვული მდგომარეობა გადაიტანა. მის ადგილას მოზ-რდილი ადამიანი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, განცდილის შემდეგ მასაც კი შერყეოდა ჯანმრთელობა. ბავშვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! და ნახეთ რა ხდება: ამ საბრალოს ეშმაკეულად არ მიიჩნევენ?! – წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ კვეთებულის ლოცვა ხმამაღლა კი არა, ჩუმად, უხმოდ იკითხებოდეს? – ასე სჯობს კიდეც. კვეთებულის ლოცვაში მთავარი ისაა, რომ ის ტკივილით, თანაგრძნობით ითქმებოდეს და არა – ამპარტავნებით. როდესაც სასულიერო პირი ხმამაღლა და ამპარტავნებით უბრძანებს უწმიდურ სულს: „გამოდი, უწმიდურო სულო"! ეს ანრისხებს ეშმაკს, ის აფთრდება, ეშმაკეულის ეგოიზმზე ზემოქმედებს და შესაძლოა ესეც კი უთხრას მას: "ნახე მთელი ქვეყნის წინაშე სასაცილოდ აგიგდო, მიდი, მაგ მღვდელს კისერში მოსცხე"! უწმიდური სულის მიერ აღძ-რული ადამიანი სასულიერო პირის ცემას იწყებს, შედეგად კი გაქცევა ეშმაკს კი არა, თავად მას უწევს თავის კურთხევანთან ერთად. ერთ-ხელ ერთმა მღვდელმა კვეთებულის კითხვისას ეშმაკეულს უთხრა: "გიბრძანებ შენ, არაწმიდა სულო, გამოდი ამ კაცისაგან"! „ხოდა სწო-რედ იმიტომ არ გამოვალ, რომ შენ მიბრძანებ"! მიუგო ეშმაკმა შეპ-ყრობილის ბაგით. ამიტომაც ვურჩევ ღვთისმსახურებს, რომ კვეთებ-ულის ლოცვის კითხვისას ნურასოდეს დაიწყებენ ამგვარი სიტყვების ხმამაღლა ძახილს: "გამოდი, უწმიდურო სულო"! შეიძლება კაცმა იფ-იქროს, რომ ეშმაკი ყრუა! არც ეშმაკეულის ახლობლებს ვურჩევ, ყველას ამცნონ, რომ კვეთ-ებულის ლოცვის წასაკითხად სახლში ღვთისმსახური მოიწვიეს. სჯობს, სხვებმა იცოდნენ, რომ მოძღვარი პარაკლისის შესასრულე-ბლად მოვიდა. ხოლო, კვეთებულის ლოცვა, იმისთვის, რომ სხვების ყურადღება არ მიიქციოს, ჯობს, დაბალი ხმით იკითხონ.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |