მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > როგორ ირღვევა ჯადო - წმიდა პაისი მთაწმინდელი

როგორ ირღვევა ჯადო - წმიდა პაისი მთაწმინდელი


20-06-2015, 00:03

 

 

   – წმიდაო მამაო, თუკი ჯადოქრობამ უკვე იმოქმედა ადამიანზე და გამოაჩინა თავისი ძალა, მისგან როგორ უნდა გათავისუფლდეს იგი?

   – ჯადოქრობისგან გათავისუფლება სინანულითა და აღსარებით შე-იძლება მხოლოდ. იმიტომ, რომ პირველ ყოვლისა ის მიზეზი უნდა მოიძებნოს, რის გამოც ჯადოქრობამ იმოქმედა ადამიანზე. მან უნდა აღიაროს თავისი ცოდვა. მოინანიოს და აღსარება თქვას. ჯადოსაგან გატანჯული რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან სენაკში და მთხოვს: "ილოცე ჩემთვის, რომ ამ სატანჯველისგან გავთავისუფლდე". ისინი დახმარებას ჩემგან ითხოვენ, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავში არ იხედებიან, არ ცდილობენ გაიგონ, რითი დაიწყო მათში არსებული ბოროტება. – რათა ეს მიზეზი მოიკვეთონ. ანუ ამ ადამიანებმა უნდა გაიგონ, თუ რაშია მათი დანაშაული. ანუ მათ უნდა გაარკვიონ, თუ რატომ აქვს ასეთი ძალაუფლება ჯადოქრობას მათზე. მათ უნდა შე-ინანონ და აღსარება თქვან, რათა ეს ტანჯვა–წამება დასრულდეს.

   – წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი, რომელსაც ჯადოს გაუკეთებენ, ის-ეთ მდგომარეობამდეა მისული, რომ საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია? ანუ, თუ ის უკვე ვეღარ შეძლებს აღსარება თქვას, ისაუბროს ღვთისმსახურთან? ასეთ შემთხვევაში სხვები შეძლებენ მის დახმა-რებას?

   – მისმა ახლობლებმა სახლში უნდა მოიწვიონ ღვთისმსახური, რათა მან ავადმყოფზე ზეთის კურთხევის საიდუმლო შეასრულოს, ან წყლის კურთხევის ლოცვა. ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობაშია, დასალევად წმიდა წყალი უნდა მივცეთ, რათა ეშმაკი მცირედ მაინც განეშოროს და ქრისტე მცირედ მაინც შევიდეს მასში. ერთი ქალი, რომლის შვილიც სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სწო-რედ ასე მოიქცა და მისმა შვილმა შეწევნა მიიღო. ის მიამბობდა, რომ მისი ვაჟი ჯადოს ზემოქმედებისაგან ძალიან იტანჯებოდა. „ის აღ-სარებაზე უნდა წავიდეს". ვუთხარი მე. „მამაო როგორ წავა ასეთ მდგომარეობაში აღსარებაზე?" „მაშინ მოიწვიე შენი მოძღვარი, წყლის კურთხევის პარაკლისი შეასრულოს და შენს შვილს ეს წყალი მიეცი სასმელად, თუმცა დალევს კი?" ვურჩიე მე. „დალევს", მიპასუხა ქალმა. „მაშ წყლის კურთხევის პარაკლისით დაიწყე, მერე კი ეცადე, რომ მღვდელს ესაუბროს. თუ აღსარებას იტყვის, შეძლებს, რომ შორს განდევნოს ეშმაკი". და მართლაც: ამ ქალმა დამიჯერა და აქედან სა-რგებლობა მიიღო. გავიდა მცირე ხანი, მან აღსარების თქმა შეძლო და გამოჯანმრთელდა. იცით რა მოიფიქრა ერთმა საბრალო ქალმა? მისი ქმარი ჯადოქრებს გადაეყარა და სამკერდე ჯვრის გაკეთებაც კი არ სურდა. იმისათვის, რომ მცირედ მაინც დახმარებოდა, მან პატარა ჯვარი მოქარგა და პიჯაკის საყელოში ჩუმად ჩააკერა. ერთხელ მისი ქმარი ხიდით მდინარის გადაღმა უნდა გადასულიყო. როდესაც ის ხიდზე ავიდა, რაღაც ხმამ დაუძახა: "ანასტასი, ანასტასი, გაიხადე პიჯაკი, რომ ერთად გადავიდეთ ხიდზე". საბედნიეროდ ცუდი ამ-ინდი იდგა და ამიტომ მან მიუგო: "რად უნდა გავიხადო? სასტიკი სიცივეა"! „გაიხადე, – ეუბნებოდა იგივე ხმა – რომ ამ ხიდზე გა-დავიაროთ". აი ესეც ეშმაკი! მას ამ ადამიანის მდინარეში გადაგდება სურდა, მაგრამ საყელოში ჩაკერებული ჯვრის გამო ამას ვერ ახე-რხებდა. ბოლოს და ბოლოს ხიდის კიდესთან რომ მივიდა, მისი გადაგდება მაინც შეძლო. მთელი ღამე ეძებდნენ ახლობლები და ბოლოს ხიდზე დაგდებული იპოვეს. სიცივე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ის გაიხდიდა პიჯაკს და ეშმაკი მდინარეში ჩააგდებდა. ეს ადამიანი ტანსაცმელში ჩაკერებულმა ჯვარმა გადაარჩინა. მისი საბრალო ცოლი მორწმუნე იყო. აბა, სარწმუნოება რომ არ ჰქონოდა, საყელოში ჯვარს ხომ არ ჩააკერებდა!

 

 

(გაგრძელება იქნება...) 

 



უკან დაბრუნება