მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


16-05-2015, 00:03

ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

    – წმიდაო მამაო, ჯადოქარს ავადმყოფის განკურნება შეუძლია?

    – ჯადოქარმა რომ ავადმყოფი განკურნოს?! ადამიანი, რომელსაც ეშ-მაკი ტანჯავს, ჯადოქარმა შესაძლოა განკურნოს, თუკი ამ ეშმაკს იგი სხვა ადამიანში გაგზავნის. ჯადოქარი და ეშმაკი ხომ ამხანაგ–მეგ-ობრები არიან. ჯადოქარი ეუბნება ეშმაკს: „ამ ადამიანიდან გამოდი და იმაში შედი"! ანუ, როდესაც განდევნის ეშმაკს რომელიმე ეშმაკეუ-ლისაგან, ჯადოქარი მას ჩვეულებრივ ამ ადამიანის ნათესავებში ან მეგობრებში აგზავნის, სწორედ იმასთან, ვინც ეშმაკს ნებას მისცემს, რომ მას დაეპატრონოს. მერე კი ეს ადამიანი, რომელზეც ეშმაკი იყო დაუფლებული, ამბობს: "ვიტანჯებოდი და ამა და ამ მკურნალმა გა-ნმკურნა". ეს კი ჯადოქრისათვის რეკლამაა. სინამდვილეში კი ამ ადამიანისგან გამოსული ეშმაკი მისი ნაცნობებისა და ახლობლების სიახლოვეს ტრიალებს. ვთქვათ, რომელიმე ადამიანს ეშმაკი დაეუფლა და ამის შედეგად ის დაკუზიანდა. ჯადოქარს შეუძლია ეშმაკი მისგან გააძევოს და სხვასთან გაგზავნოს. ეს ადამიანი კვლავ გასწორდება წელში. მაგრამ თუ მისი დაკუზიანება უბედური შემთხვევის შედ-ეგადაა გამოწვეული, ჯადოქარი მას ვერ განკურნავს. ერთხელ მიამბეს, რომ ვიღაც ქალი, სხვადასხვა წმიდა სიმბოლოებისა და ნივთების საშუალებით ავადმყოფებს „კურნავსო", როდესაც ეს შევიტყვე, გა-მაოგნა ეშმაკის „გამონაგონმა ამ ჩანაფიქრმა". თავისი სეანსის დროს ჯადოქარი ხელში იღებს ჯვარს და საეკლესიო საგალობლებს გალობს. მაგალითად, ის გალობს: „ღვთისმშობელო ქალწულო"... და როდესაც მიდის სიტყვებამდე: „კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა"... ჯვრის გარშემო ანერწყვებს, ამგვარად ის გმობს ქრისტეს და ამიტომაა, რომ ეშმაკი ეხმარება. ის სხვადასხვა სულიერი სნეულებისაგან, მა-გალითად დეპრესიისაგან კურნავს ადამიანებს, კურნავს იმისგან, რაც ეშმაკისგან დაემართათ. ექიმები ასეთ ადამიანს მკურნალობენ. მას კი შეუძლია „განკურნოს", თქვენზე გაბატონების ნება. ამ ადამიანმა თა-ვისი ამბავი მიამბო და ბოლოს იმის მიზეზსაც მივადექით, რაც მის ცოლს ემართებოდა. ეს კაცი როგორც გაირკვა, იყო ერთ ხოჯასთან, მან სახლში მოსაპკურებლად მისცა წყალი, რომელიც ვითომდა ბედნი-ერებას მოუტანდა მის ოჯახს. ეს ადამიანი ამ ეშმაკისეული წყლით სახლის პკურებას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეშმაკმა კი მის სახლში არცთუ სახუმაროდ მოიკიდა ფეხი.

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება