მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ჯადოქრობის შესახებ - წმიდა პაისი მთაწმინდელი

ჯადოქრობის შესახებ - წმიდა პაისი მთაწმინდელი


9-08-2015, 00:02

ჯადოქრობის შესახებ - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

   რამდენადაც – თქვენი შემწეობის სურვილით – ხშირად მოგითხრ-ობდით ხოლმე სამოთხის, ანგელოზების და წმიდანების შესახებ, ას-ევე მინდა დაგეხმაროთ და ცოტაოდენი ჯოჯოხეთის სატანჯველისა და ეშმაკების შესახებ გესაუბროთ. რათა იცოდეთ, ვისთან გიწევთ ბრძოლა. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ახალგაზრდა მოვიდა – ტი-ბეტელი ჯადოქარი. თავისი ცხოვრებიდან მან ბევრი რამ მიამბო. სამი წლის ყრმა დედის მკერდს მოსწყვიტეს და მამამ იგი ტიბეტელი ჯადოქრების ოცდაათკაციან ჯგუფს გადასცა, რათა ამ ადამიანებს მისთვის ჯადოქრობა ესწავლებინათ. ეს ჭაბუკი ჯადოქრობის მეთერ-თმეტე საფეხურზე ავიდა მაშინ, როცა მისი უმაღლესი საფეხური მეთორმეტეა! როდესაც თექვსმეტი წელი შეუსრულდა, იგი მამის სანახავად ტიბეტიდან შვეციაში ჩავიდა. აქ მოულოდნელად იგი მართლმადიდებელ ღვთის მსახურს გაეცნო და მასთან საუბარი მოინდომა. ახალგაზრდა ჯადოქარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას ნიშნავს მართლმადიდებელი მღვდელი. იმ დარბაზში, სადაც საუბარი შედგა, ყმაწვილმა მოინდომა ძალა გამოემჟღავნებინა და ეჩვენებინა სხვადასხვა ჯადოქრული ოინი. მან გამოიძახა ერთ–ერთი უსაშინლესი ეშმაკი სახელად მინა და უთხრა მას: "წყალი მინდა". სიტყვის დას-რულებისთანავე ერთ–ერთი ჭიქა თავისით მოსცილდა მაგიდას, მიფ-რინდა ონკანთან, რომელიც მაშინვე გაიხსნა და ჭიქა წყლით აივსო. ამის შემდეგ ის მინის დახურული კარის გავლით იმ დარბაზში შემოფრინდა, სადაც მოსაუბრენი ისხდნენ. ახალგაზრდამ ჭიქა აიღო და წყალი დალია. ამის შემდეგ. ისე რომ დარბაზიდან ფეხი არ მოუცვლია, მან მღვდელს მთელი სამყარო, ცა და ვარსკვლავები აჩვენა. მან ჯადოქრობის ოთხი ხარისხი გამოიყენა და სურდა, მეთერთ-მეტემდე ასულიყო. მან ჰკითხა მღვდელს, თუ როგორ აფასებდა იგი ამ ხელოვნებას. ახალგაზრდა ჯადოქარი მიყვებოდა: "სატანა რომ დაეგ-მო, მოვკლავდი მას", მაგრამ მღვდელს არაფერი უთქვამს. ყმაწვილმა ჰკითხა: "შენ კი რად არ მაჩვენებ რაიმე სასწაულს?" „ჩემი ღმერთი თავმდაბალი ღმერთია". – მიუგო მღვდელმა. შემდეგ ჯვარი ამოიღო, ყმაწვილი ჯადოქარს ხელზე დაუდო და უთხრა: "აბა კიდევ მოახდინე რაიმე სასწაული". ახალგაზრდამ მოუხმო მინას – მთავარ ეშმაკს, მაგრამ ფოთოლივით მოცახცახე მინა ვერც მიუახლოვდა მათ. მაშინ ყმაწვილმა თვით სატანა გამოიძახა. მაგრამ ისიც, როდესაც მის ხელში ჯვარი შენიშნა, იმგვარადვე მოიქცა, – მათთან მიახლოებისა ეშინოდა. სატანამ მას მხოლოდ ერთი რამ შეუსრულა: ის სწრაფად ჩავიდა შვეიცარიაში და სწრაფადვე დაბრუნდა ტიბეტში. განრისხებულმა ყმაწვილმა ლანძღვა დაუწყო სატანას: "ახლა კი მივხვდი, რომ შენი უდიდესი ძალა უდიდესი უძლურებაა". მაშინ ამ კეთილმა მღვდელმა ახალგაზრდა კაცი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტე-ბებში განსწავლა. მღვდელმა მას უამბო წმიდა მიწის, წმიდა ათონის მთის და სხვა სიწმიდეების შესახებ. შვეციიდან გამგზავრების შემდეგ ყმაწვილი მოგზაურობდა იერუსალიმში, სადაც საღვთო ცეცხლი იხ-ილა. იერუსალიმიდან ის ამერიკაში ჩავიდა, რომ კარგად შეეჯანჯ-ღარებინა თავისი მეგობარი სატანისტები და მათთვის ტვინები გა-ესწორებინა. ღმერთმა ეს ყმაწვილი საუკეთესო მქადაგებლად აქცია. ამერიკიდან ის ათონის წმიდა მთაზე ჩამოვიდა.

   ყრმობაში ამ საბრალოს უსამართლოდ მოექცნენ და ამიტომ სახიერი ღმერთი თავად ევწია მას და მისი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩაერია მის ცხოვრებაში. მაგრამ უნდა ილოცოთ მისთვის, რადგანაც ჯადოქრები ეშმაკთა ურდოებთან ერთად იბრძვიან მის წინააღმდეგ. თუკი ისინი ასე იბრძვიან ჩემს წინააღმდეგ მაშინ, რო-დესაც ეს ყმაწვილი დახმარების სათხოვნელად მოდის ჩემთან, ალბათ რამდენად უფრო ძლიერ ებრძვიან მას, როდესაც ღვთისმსახურები მასზე კვეთებულის ლოცვას კითხულობენ, ამ საბრალოს ხელებზე ვენები უსკდება და სისხლი სდის. ეშმაკები საშინლად სტანჯავენ საწყალ ყმაწვილს. ადრე კი, ვიდრე ის მასთან მეგობრობდა, ცუდს არაფერს აკადრებდნენ. მხოლოდ ეხმარებოდნენ და მის ყველა სუ-რვილს ასრულებდნენ. ილოცეთ! თვით მასაც დიდი ყურადღება მა-რთებს, რადგანაც სახარებაში წერია, რომ როდესაც უწმიდური სული ადამიანს ტოვებს, „მაშინ წარვიდდეს და მოიყვანნის მის თანა სხუანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისა და მოვიდის და დაემკვიდრის მუნ და იქმნის უკანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს პირველისა".

 



უკან დაბრუნება