მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სინანულის უსასრულო ხელსაქმე - წმიდა პაისი მთაწმინდელი

სინანულის უსასრულო ხელსაქმე - წმიდა პაისი მთაწმინდელი


8-06-2015, 00:03

სინანულის უსასრულო ხელსაქმე - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

   – წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლი?

   – ბედნიერების ტირილი არის სიხარულის ნიშანი, სიხარულისა, რო-მელიც წარმოიშობა იმისგან, რომ რომელიც რაიმე ჩვენს მიერ ჩად-ენილი ცოდვის გამო მწუხარებას განვიცდით. სიხარულის ცრემლში მწუხარება და სიხარულია შეერთებული. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას სიხარულის ცრემლი. ღვთისმოსაობის გამო ადამიანი წუხს იმაზე, რომ დაამწუხრა ქრისტე. მაგრამ, ამავე დროს იგი ხარობს კიდეც, რა-დგან საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს. გულწრფელად მონანიე ცოდ-ვილი ღვთისაგან  შენდობას იღებს. საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს და შეუძლია სულიერი სიხარული განიცადოს.

   – წმიდაო მამო, შესაძლებელია, რომ ღვაწლში მყოფი ადამიანი მთე-ლი ცხოვრების განმავლობაში სინანულში ცხოვრებდეს?

   – დიახ, თუ სწორედ მოღვაწეობს, ადამიანი საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს. ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ გამუდმებით სი-ნანულშია. მან არ იცის, რომ თავდაპირველად ერთ ეშმაკს ებრძოდა, ახლა კი შესაძლოა, ეშმაკების მთელ მხედრობას ებრძვის. საერთოდ ხომ ასეა: რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას, ამ ვნების ფესვების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება (ისინი ამ ვნების ფესვებს ექაჩებიან და მოღვაწეს მის აღმოფხვრაში უშლიან ხელს). ასეთ დროს ადამიანი მე-ტად წარემატება, თუმცა ამ წარმატებას თავად ვერ ამჩნევს. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანმა შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატაროს – ვიდრე სიკვდილამდე. შესაძლოა, მან ვერ დაინახოს თავისი წარმატ-ება. შესაძლოა ეგონოს, რომ რადგანაც ეცემა, ერთ ადგილს ტკეპნის. სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანი სულიერად წარემატება, რადგანაც მისი ბრძოლა სულ უფრო რთულდება და სულ უფრო და უფრო მეტ ეშმაკთან უწევს ომი.

  სულიერად მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა. როდესაც ვინმე კვდება, მას გამოიტირებენ, მიწას მიაბა-რებენ და მერე კი ივიწყებენ... ცოდვების გამო ტირილი კი გამუდ-მებით მოგვიწევს. ამიტომაც ეს ღვაწლი აქ გონიერად, ქრისტეს იმე-დით უნდა აღვასრულოთ, რადგან მან ჯვარცმა დაითმინა იმისათვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ მკვდრეთით.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 



უკან დაბრუნება