მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მწუხარება, მთავარი გვედის ფოტო > მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო - წმიდა პაისი მთაწმინდელი

მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო - წმიდა პაისი მთაწმინდელი


8-07-2015, 00:03

მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

   – წმიდაო მამაო, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს, რომ  ჩადენილი ცოდვა აღარ გაიმეოროს?

   – თუკი ადამიანს მართლაც შეაწუხებს ჩადენილი ცოდვა, ის მას აღარ გაიმეორებს. ადამიანის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ მასში სულიერი შემუსვრილება და გულწრფელი სინანული ერთმანეთს შე-ერწყას. ამიტომაც ამბობს წმიდა მარკოზ მოღვაწე: "თუ ადამიანი  რო-მელიმე ცოდვას ამ ცოდვის შესაბამისი სინანულით არ მოინანიებს, იგი ადვილად გაებმება იმავე ბადეში". ანუ – თუ ცოდვა დიდი არ არის, მისთვის ნაკლები სინანულია საჭირო, ხოლო თუ ცოდვა უფრო მძიმეა, მისთვის უმეტესი სინანული უნდა შეიწირებოდეს. თუ საკ-უთარი დაცემის სიღრმეს არ შეიცნობს და ამის შესაბამისად არ შე-ინანებს, ადამიანი იმავე და კიდევ უფრო ღრმა ცოდვებში ადვილად ჩავარდება.

   – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს დაცემას შესაბამისად არ ვი-ნანიებთ?

  – დაცემასა და სინანულს შორის შეუსაბამობას ამტკიცებს ის, რომ იმავე ცოდვაში კვლავ ვვარდებით. გარდა ამისა, საკუთარი თავის გა-მოძიებისას მხოლოდ (სულიერი) დიაგნოსტიკით ნუ შემოვიფარგ-ლებით. თქვენ ხომ (სულიერი) მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით უსასრულოდ ხართ დაკავებულნი. როდესაც საკუთარ სულიერ მიკ-რობს აღმოაჩენთ, ათვალიერებთ მას და ამბობთ: "ეს უნდა განად-გურდეს". თუმცა მკურნალობას მაინც აყოვნებთ. მაშ კარგი: ვთქვათ, დავრწმუნდით, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა დაგმართვიათ, მაშინვე იმაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორ უნდა განიკრნოთ მისგან. მხოლოდ ანალიზების გაკეთება რას გარგებთ, თუკი მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდებით? თქვენ ამბობთ: „მაქვს რაღაც ერთი ვნება, მაქვს მეორეც". თქვენ ამ ვნებებისგან განთავისუფლებას არ ცდილობთ და ვნებულ მდგომარეობაში დარჩენას ამჯობინებთ. ამგ-ვარად საკუთარ ძალებს ქარს ატანთ და საკუთარ თავს ტყუილ–უბრალოდ ფლანგავთ. თქვენ ფლანგავთ საკუთარ გონებას, საკუთარ გულს. მღელვარება ავად გხდით და მერე აღარაფრის კეთება არ შე-გიძლიათ. მერე კი, როდესაც გამოჯანმრთელდებით, ხელახლა დაი-წყებთ გამოთვლებს: "რა მოხდა ისეთი, რომ ასე ავად გავხდი და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?" მე იმის თქმა არ მინდა, რომ საკუთარ თავს კვალში უნდა ჩაუდგეთ, მაგრამ ნუ მისცემთ ცოდვებს იმის ნებას, რომ შეუმჩნეველნი დარჩნენ. აბა, ჩემო ძმაო რაღაც საზღვრებში უნდა გაბრაზდე კიდეც. მაშ უგრძნობი ხომ ვერ იქნები?! მერე რა: რაიმე არ-ასწორი გააკეთე?! ხომ დაფიქრდი ამაზე?! ხომ მიხვდი საიდან მომ-დინარეობდა ეს შეცდომა?! ხომ გააცნობიერე ის?! ხომ აღიარე აღსა-რებაში?! თუ ეს ასეა, მაშ განაგრძე გზა და ამ შეცდომას ნუღარ გამ-ოეკიდები. მეხსიერებაში მხოლოდ იმისათვის შემოინახე, რომ მომა-ვალში როდესაც მისი განმეორების საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, უმეტესი ყურადღება მოიკრიბო. თუ საკუთარი შეცდომების გამოსწ-ორებაზე არ ვზრუნავთ, მათ გამო მღელვარება არაფერს გვარგებს. ცოდვების გამო ტირილი, თუ მათ გამოსწორებას არ ვცდილობთ, იგ-ივეა, რაც ის, რომ დაუსრულებლად დავტიროდეთ ავადმყოფს და მის განკურნებას კი არ ვცდილობდეთ.

   – წმიდაო მამაო, მწუხარება მაშინაც კი არ არის საჭირო, როდესაც რომელიმე შეცდომა მართლაც იმსახურებს მწუხარებას?

   – ასე არ არის. ასეთ შემთხვევაში მწუხარება საჭიროა. თუმცა მწუ-ხარება ზომიერი და შესაფერისი უნდა იყოს. თუ ჩადენილი შეცდომის გამო ტკივილს არ გრძნობ, მაშინ უგუნურებით ადვილადვე გაიმეორებ მას. ანუ–გამოუსწორებელი რჩები. თუმცა, სინანულის მწუხარებით დაიწყებ და მერე სასოწარკვეთილებამდე მიხვალ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროზე მეტი მწუხარება განიცადე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ საკუთარი თავი მცირედ გაამხნევო და ჩადენილ შეცდომას გარკ-ვეულწილად გულგრილად მოეკიდო.

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება