მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


8-05-2015, 00:03

ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

   – წმიდაო მამაო, წმიდა მამები ამბობენ: სინანული ის არის, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ძველ ცოდვებს აღარ გაიმეორებს და ინ-ანიებს მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ აღსრულებული ცოდვები გამუდმებით უნდა გვახსოვდეს?

  – არა, თითოეული ცოდვის ცალკ–ცალკე ხსოვნა საჭირო არ არის. თუმცა საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება თან უნდა გვდევდეს. გა-რკვეული ხნის განმავლობაში ადამიანი საკუთარ ცოდვებზე უნდა ფიქრობდეს, შემდეგ კი სიმდაბლით უნდა ითხოვოს წყალობა ღვთი-საგან. და თუ მასში ამპარტავნება არ არის, ღმერთი დაეხმარება მას, განსაკუთრებით – მგრძნობიარე ადამიანმა, თუ მოინანიებს და ძველ ცოდვებს აღსარებაში იტყვის, ჯობს შემდეგ დაივიწყოს კიდეც ისინი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ეშმაკმა მათი ხელახალი გახსე-ნებით დრო არ წაართვას და ლოცვას მოსწყვიტოს. მაგრამ თუ ნაკ-ლებად მგრძნობიარე ადამიანი ხედავს, რომ მასში ამპარტავნება იჩენს თავს, ძველი ცოდვების გახსენებას უნდა  შეეცადოს, რათა ამით და-მდაბლდეს.

   – წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ადამიანი საკუთარ ცოდვას აცნო-ბიერებდეს და ამავე დროს სინნული არ ჰქონდეს?

  – შესაძლებელია, თუკი მასში სიმდაბლე არ არის. როდესაც სინა-ნულს ეგოიზმი ერთვის, ადამიანი გამუდმებით იწვალებს თავს ასეთი კითხვებით: "როგორ ჩავიდინე ეს საქმე?", „როგორ შეხედავს ამას ხა-ლხი"?! „რას იფიქრებენ ჩემზე"?! როგორ მოხდა, რომ აქამდე დავეცი"?! – და იტანჯება. სიტყვებში: "როგორ დამემართა, რომ ეს შეცდომა გა-ვიმეორე"?! –  ეგოიზმი იჩენს თავს. ამაში სინანული არ ჩანს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მან შესცოდა. ხოლო როდესაც გააცნობ-იერებს ამას, თავმდაბლად ითხოვოს ღვთის წყალობა. ასეთმა ადამი-ანმა უნდა თქვას: "ღმერთო ჩემო შევცოდე, შემინდე, ასეთი არარაობა ვარ. შემიბრალე, თუ არ დამეხმარები, შესაძლოა უარესი გავხდე, უკ-ეთესი კი ვერ გავხდები. ჩემით ვერასოდეს გამოვსწორდები." და რო-დესაც ამას იტყვის, უნდა ეცადოს, რომ ცოდვა აღარ გაიმეოროს. ბევრი ადამიანი ტკივილს იმის გამო კი არ განიცდის, რომ სხვა ადამიანების თვალწინ დაეცა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვით ღმერთი გააწყრო.

  როდესაც ერულად მცხოვრები ადამიანი ერის სულთან კავშირს წყვეტს, შემდეგში ის გრძნობს, რომ ეს სული მისდაუნებურად თავ-ისკენ ეზიდება. მაგრამ ასეთი ადამიანი სასოწარკვეთილებამ არ უნდა შეიპყროს. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს ისიც, რომ  ცოდვილში კეთილი შფოთი  შევა, რომელიც მის სულს ჩადენილ დანაშაულებებში ამხელს; ასევე იმაში, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა რაიმე სიკეთე და არ გააკეთა. თანდათან მიმდ-ინარეობს ბრძოლა, ადამიანი უნებურად მდაბლდება და კეთილი სა-სოწარკვეთილება იპყრობს. ანუ მას სასო წარეკვეთება, იმედს კარგავს თავის „მეს" მიმართ. მაშინ იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის მადლის ზემოქმედებით ხსნის და ჭეშმარიტად ირწმუნებს უფლის მიერ წა-რმოთქმულ სიტყვებს: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფა არცა ერთი". თუკი ამის შედეგად ეს ადამიანი ღვთისმოსაურად მოიქცევა, სიმდაბლით იღვაწებს, სასოებას ღვთის ყოვლადძლიერებაზე დაამყა-რებს, მაშინ სახიერი ღმერთი შეიწყალებს მას.

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება