მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > საკუთარი ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერი ბრძოლის წარმატებულობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
საკუთარი ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერი ბრძოლის წარმატებულობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)7-05-2015, 00:03 |
– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სულიერ ბრძოლაში არ წარემატება, შეუძლია მას საკუთარ თავს უთხრას: "რაც ხარ, იმადვე დარჩები, შე-ნგან უკეთესს არც ველი რამეს".
– საკუთარ მდგომარეობასთან ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა ხიბლში ჩაგვაგდოს. ასეთი ადამიანი იქნებ იქამდეც კი მივიდეს, რომ თქვას: "ის ვინც სამოთხეში მოსახვედრია, მაინც მოხვდება, რიღასთვის უნდა ვიღვაწო?" მაშ რაღა გამოდის, რომ წმიდანები წმიდანებად უბრძო-ლველად იქცნენ?! როდესაც ადამიანი ასე ლაპარაკობს, ის ელის, რომ ღვაწლის გარეშე გამოსწორდება და განიწმიდება ცოდვებისაგან. ის იმ მოხუცივით იქცევა, რომელსაც კენკრით პირის ჩატკბარუნება უნდ-ოდა, ამიტომ ბუჩქის ქვეშ პირდაღებული დაჯდა და ელოდა, როდის მოსწყდებოდა ხეს ნაყოფი და ჩაუვარდებოდა პირში. – წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდე, რომ სულიერად წარვიმა-ტები?
– თუკი საკუთარი ცოდვილობის განცდა გაქვს, სულიერი წარმატება გექნება. რაც უფრო დიდად გეჩვენება შენი ცოდვები, მით მეტად აცნობიერებ მათ და სულიერადაც უმეტესად წარემატები.
– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ცოდვებს აცნობიერებდე და ამავე დროს სულიერად არ წარემატებოდე?
– როდესაც კაცი აცნობიერებს ცოდვას და მიუხედავად ამისა, უნებ-ურად კვლავ იმეორებს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან ამპარტავ-ნებაშია, ან მიდრეკილია ამპარტავნებისკენ, ამიტომ ღმერთი არ შეე-წევა მის წარმატებულობას.
თუკი ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვილობას, ეს უდიდეს ძა-ლას მატებს მას და მართლაც დიდი საქმეა. ამის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის დათრგუნვას, დამდაბლებას იწყებს. იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის კაცთმოყვარებასა და სახიერებას მიაწერს და მისდამი უდიდესი მადლიერებით განიმსჭვალება. ამიტომაც ცოდვილები, რო-მლებიც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებენ, ნანობენ და თავს იმართ-ლებენ, ღმერთს მეტად უყვარს, ვიდრე ისინი, ვინც ბევრს იღწვიან, მაგრამ საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას არ ცნობენ და სინანული არ აქვთ.
(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |