მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (საღვთო განცხადების შესახებ)
ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (საღვთო განცხადების შესახებ)15-05-2015, 00:01 |
კითხვა: ნუთუ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის შემეცნება განსაკუ-თრებული საღვთო გაცხადების გარეშე?
პასუხი: ღმერთის შემეცნება ადამიანს შეუძლია მისივე შემოქმედ-ებაზე დაკვირვებით, მაგრამ ეს შემეცნება არასრული და არასაკმა-რისია; იგი მხოლოდ სარწმუნოების აღიარებისათვის მზადებას შეიძ-ლება ემსახუროს, ანდა გამოდგეს ღვთის შესამეცნებელ ერთგვარ და-მხმარე სახელმძღვანელოდ მის მიერვე გაცხადებულიდან.
„რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნუ-ლთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ"(რომაელ. 1, 20).
„და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა და-წესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ" (საქმე მო-ციქულთა, 17, 26-28). „ღმერთის რწმენაზე ფიქრს წინ უსწრებს აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი არსებობს; ამ აზრს ჩვენ ვპოულობთ ქმნილი ნივთებიდან. ხო-ლო შემდეგ, როდესაც ბეჯითად განვიხილავთ სამყაროს შექმნას, ვა-ცნობიერებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენი, ყოვლადძლიერი და სახი-ერია; ვაცნობიერებთ, ასევე, ყველა მის უხილავ თვისებას. ამგვარად ვიღებთ მას როგორც უმაღლეს მმართველს. ხოლო, რადგანაც მთელი სამყაროს შემოქმედი არის ღმერთი, ჩვენ კი სამყაროს ნაწილს შევა-დგენთ, შესაბამისად, ღმერთი ჩვენი შემოქმედიცაა. ამ შემეცნებას მო-ჰყვება რწმენა, ამ რწმენას კი - თაყვანისცემა" (ბასილი დიდი, ეპისტ-ოლე 232-ე).
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |