მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (საღვთო განცხადების შესახებ)

ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (საღვთო განცხადების შესახებ)


14-05-2015, 06:02

ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (საღვთო განცხადების შესახებ)

 

   კითხვა: ვინ იყვნენ საღვთო განცხადების მაუწყებელნი?

   პასუხი: ადამი, ნოე, მოსე და სხვა წინასწარმეტყველები. მათ მიიღეს და იქადაგეს საღვთო გაცხადების საწყისები, ხოლო მთელი თავისი სავსებითა და სისრულით დედამიწაზე იგი მოიტანა განკაცებულმა ძე ღვთისამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და გაავრცელა მსოფლიოში თავისი მოწაფეებისა და მოციქულების მეშვეობით.

   პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ თავისი ეპისტოლის დასაწყი-სში ამბობს: „მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნე-ლთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა" (ებრაელ. 1, 1).

   იგივე მოციქული წერს კორინთელებს: „არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველა-დვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუე-ნდა. რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა; ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა" (2 კორინ. 7, 8, 10).

   იოანე მახარებელი სახარებაში წერს: „ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გა-მოთქუა" (იოანე, 1, 18).

   თვით იესო ქრისტე ბრძანებს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოც-ხადების" (მათე, 11, 27).

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება