მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წინასაწარი ცნებები)
ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წინასაწარი ცნებები)10-05-2015, 00:12 |
კითხვა: როგორ შეიძლება ავხსნათ რწმენის აუცილებლობა?
პასუხი: წმინდა კირილე ალექსანდრიელი ასე გვიხსნის: „არა მხოლ-ოდ ჩვენთან, რომლებიც ქრისტეს სახელს ვატარებთ, უაღრესი პატივი მიეგება სარწმუნოებას, არამედ ყოველივე ის, რაც მსოფლიოში ხდება, თვით ეკლესიისთვის უცხო ადამიანების მიერაც კი, აღესრულება რწმენით. რწმენას ეფუძნება მიწათმოქმედება: რამეთუ, ვისაც არ სწამს, რომ აღმოცენებულ ნაყოფს მოიმკის, ის შრომასაც არ გაიღებს. რწმე-ნით დაცურავენ მეზღვაურები, როდესაც საკუთარ ბედს ხისგან დამ-ზადებულ ნავს ანდობენ და ტალღების დაუდგრომელი ლტოლვა ურჩევნიათ, ვიდრე მყარი სტიქია - მიწა; ისინი ამ დროს უცნობ იმ-ედებს ეძლევიან და მხოლოდ რწმენის ანაბარა რჩებიან, რომელიც მათთვის ყველა ღუზაზე მეტად საიმედოა" (ნათლისღებისთვის განმა-მზადებელი მოძღვრება, 5).
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |