მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)26-05-2015, 00:03 |
შენი ღმერთი სიყვარულია, შეიყვარე იგი და მასში ყველა დანარჩენი, როგორც შვილები ღვთისა. ცეცხლია შენი ღმერთი და შენაც ნუ იქნები გულცივი, მხურვალე რწმენა და სიყვარული იქონიე. ნათელია შენი ღმერთი და ნუ ივლი ბნელში, არაფერი აკეთო დაბინდული გონებით, განსჯის, რწმენისა და დაფიქრების გარეშე. მოწყალე და უხვია შენი ღმერთი და შენაც უხვი წყალობის წყაროდ ექეცი მოყვასს. თუ შეძლებ ამას, მოიგებ მარადიულ დიდებასა და ცხონებას.
*** ვინც უგრძნობლად, გულის მონაწილეობის გარეშე ლოცულობს, ვის-აც საკუთარი სიზარმაცე და ძილი ჯაბნის, ღმერთს კი არა, საკუთარ თავმოყვარეობას ემსახურება და ღმერთს აძაგებს ასეთი უგულისყურო და უყურადღებო ლოცვით. „თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაჲ" (ინ, 4,24.) - და რაოდენ მო-დუნებული და მოშვებულიც არ უნდა იყოს შენი გვამი, როგორადაც, არ უნდა გექაჩებოდეს ძილისაკენ, ნუ დაინანებ შენს თავს ღვთისა-თვის, მოიძულე თავი და სრული მსხვერპლი, შენი გული შესწირე ღმერთს!
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |