მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს"

"არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს"


9-06-2016, 06:58
 

"არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს"

 

 
   გასული საუკუნის მსგავსად XX ს-ში ვატიკანი თავისი გავლენის გა-ფართოებას აღმოსავლეთისაკენ ცდილობდა, მაგრამ ფლორენციისა და ბრესტის უნიებისაგან განსხვავებით, დღეს პაპისტები უფრო დახვე-წილი მეთოდებით მოქმედებენ - ერთის მხრივ - მართლმადიდებელი სერბების გენოციდითა და დასავლეთ უკრაინაში მართლმადიდებ-ლური ტაძრების უნიატების მიერ "დაპყრობით", მეორე მხრივ - "სიყვარულის დიალოგით" და "და ეკლესიების" გაერთიანების სურვილით.
   აღსანიშნავია, რომ ვატიკანს არა მხოლოდ პროზელიტური (კათო-ლიციზმზე გადაბირების) მიზნები ამოძ­რავებს. როგორც ცნობილია, ვა­ტიკანის II რეფორმატო­რულ­მა კრებამ მიზნად დაისახა კათო-ლიკური ეკლესიის რელიგიური ცხოვრების "გამოცოცხლება", კათოლიკური ეკლესია ღრმა სულიერ კრიზისს განიცდის, ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებას პაპისტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს დაახლოება მართლმადი-დებლობისთვის დამღუპველია.
   დამსახურებულმა პროფესორმა და ღვთისმეტყველმა ნ. გლუბოკო-ვსკიმ განაცხადა: "რომი დამშეული მგელივით ტრიალებს მართლმა-დიდებლობის ირგვლივ და მზად არის შეჭამოს თავისი მსხვერპლი".
   მართლმადიდებლების გადაბირების მიზნით კათოლიკურმა ეკლე-სიამ ახალი მზაკვრული ხერხი მოიფიქრა, - კათოლიკე პროფესორის ა. ვანჟეს თქმით: "ნებადართულია მართლმადიდებლობიდან კათოლიც-იზმში მოქცეულთათვის ფარული გაწევრიანება".
   აღსანიშნავია, რომ ტერმინი "ფარული კათოლიკე" არ გულისხმობს ფორმალური კავშირის გაწყვეტას მართლ-მადიდებელ ეკლესიასთან, კათოლიციზმში ფარული გაწევრიანება სასულიერო პირის იმავე ხარისხში დატოვებას ნიშნავს, ანუ გაკათოლიკების შემდეგ ის აგრ­ძელებს მოღვაწეობას მართლმადიდებელ ეკლესიაში, რათა მართლმადიდებელ მრევლში დასავლეთელი "დედა-ეკლესიისა" და კათოლიკური სწავლებისადმი სიმპათიები დანერგოს. ამგვარ პოლი-ტიკას ვატიკანი ერთობ ფრთხილად, ხშირად, საღვთისმეტყველო საკითხებში გაუცნობიერებელთათვის შეუმჩნევლად ახორციელებს.
  ვატიკანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფ უნიატებს უფლებას აძლევდა ლიტურგიის დროს არ გამოეთქვათ "ფილიოკვე" (მრწამსის მუხლში ცვლილების შემოტანა, თითქოს სული წმინდა "და ძისაგან"-აც გამოვა), არ მოეხსენებინათ პაპი, მოეხსენებინათ მხოლოდ წმ. სინოდი და ა.შ.
   თვით ფარული კათოლიციზმის იდეა არა რომში, არამედ რუსეთში დაიბადა. მისი ფუძემდებლები ვლ. სოლოვიოვი და პირველი რუსი კათოლიკე მღვდელი ნიკოლოზ ტოლსტოი იყვნენ.
   გაკათოლიკების შემთხვევაში მართლმადიდებელ მრევლს ნება მიე-ცა შეინარჩუნოს ბიზანტიური ღვთისმსახურების ჩვეული წესი.
   შემდეგში ვატიკანი შეეცდება, მართლმადიდებლობაში კათოლიკური სწავლება დანერგოს ისეთი სახით, რომლის დროსაც ბიზანტიური ღვთისმსახურება, მონაზვნობა, საეკლესიო ტიპიკონი ანუ ე.წ. "აღმოსავლური წესი" აღსრულდება.
   მღვდელმოწამე მიტროპოლიტი პეტრე კრუტიელი ამბობდა: "უთვა-ლავი მტერი ჰყავს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს მათ გააძლიერეს თავისი მოღვაწეობა. კათოლიკებს შემოაქვთ ჩვენი ღვთისმსახურების წესი, რითაც მართლმადიდებელ მრევლს უნიაში იბირებენ".
   "აღმოსავლური წესი" ვატიკანის მოღვაწეობის ახალი მეთოდია, რო-მლის გამოყენება, იეზუიტების აზრით, უშედეგო უნიების შემდეგ გახდა აუცილებელი. უნიებმა მხოლოდ მართლმადიდებელთა მცირე ნაწილის ჩათრევა მოახერხეს.
   ვატიკანში კარგად ესმით, რომ აგრესიული მეთოდებით მართლმა-დიდებლების გალათინებას, შესაძლოა, საპასუხო ანტიკათოლიკური მოძრაობა მოჰყვეს. ეს კი არასასურველი ფაქტია "ეკლესიათა გაერთიანების" იდეის განვითარებისათვის. უკანასკნელ ათწლეულში ვატიკანის სტრატეგია მართლმადიდებლებთან მიმართებაში არა პირდაპირ კათოლიციზმის პროზელიტიზმს, არამედ ფარულ გაკა-თოლიკებას ახორციელებს, ეს გულისხმობს მართლმადიდებლების მიერ ბიზანტიური წესისა და საეკლესიო ტიპიკონის შენარჩუნებას, მაგრამ რომის პაპის პრიმატის აღიარებას. პაპის პრიმატის აღიარება მართლმადიდებლებს არ მოეთხოვებათ ლიტურგიის დროს, ეს მხოლოდ რომის მიერ გამორჩეულმა პირველმა იერარქმა უნდა შეას­რულოს.
   თავისი მისიონერული და იეზუიტური მიზნების განსახორციელ-ებლად ვატიკანი მრწამსის წაკითხვის დროს უკვე აღარ ითხოვს "და ძისაგან"-აც ჩამატებას (პაპი ბენედიქტე XIV ჯერ კიდევ "746 წელს ამბობდა, რომ გამონათქვამი "მამისაგან გამოვალს" არ უნდა მივიღოთ ისე, როგორც "მხოლოდ მამისაგან", არამედ "და ძისაგანაც"). გარდა ამისა, ვატიკანის "აღმოსავლური წესი" კრიპტოუნიალური მიზნების განსახორციელებლად მართლმადიდებელი წმინდანების თაყვანისცე-მისა და ლიტურგიის დროს მათი მოხსენიების უფლებას იძლევა.
   ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომის მთავარი მიზანი - დაიმორჩ-ილოს "აღმოსავლელი სქიზმატები" ანუ თანამედროვე ეკუმენისტური ტერმინოლოგიის მიხედვით "და ეკლესია".
   ვასრულებთ რა საუბარს ფარული კათოლიციზმის შესახებ, მოგიხ-მობთ ქრისტეს სიტყვებით: "არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს".
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება