მთავარი > თანამედროვე მამები, თავისუფლება, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლება (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თავისუფლება (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


23-05-2016, 00:00

 

 

 

 

 

   თავისუფლება - ეს არის ჩვენთვის ძალზე ნაცნობი და ამასთანავე გა-უგებარი სიტყვა.

   რა არის თავისუფლება? ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს? რა აღძრავს ადამიანში სწრაფვას თავისუფლებისაკენ? რას გულისხმობს ის ამ სიტყვაში?

  თავისუფლება - ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფ-ლებაა ადამიანისა, გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან, რომელიც შესაძლოა იყოს ინტელექტუალური, მგრძნობელობითი ან უხეშად ინსტიქტური, ანუ საშუალებაა იმისა, რომ ჩვენი სურვილები განვა-ხორციელოთ, ჩვენი „მე"-ს რეალიზება მოვახდინოთ გარე სამყაროში. მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია, რადგან არამდ-გრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენი სურვილები ეგ-ოისტური, ახირებული და ცვალებადია, ჩვენი სულის კეთილი სწრა-ფვანიც კი უეცრად ქრებიან და ვხედავთ, მის სიღრმეში როგორ და-ცოცავენ სულ სხვა გრძნობები: სიძულვილი, ავხორცობა, შური და ა.შ. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება, ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამ-ებასაგან, რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალ-იზება შეგვიძლია? თავისუფლება რომელ „მხეცს" უნდა მივანიჭოთ?

   თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ, რომ ამისათვის გარკვე-ული კულტურაა საჭირო: უპირველესად ადამიანისადმი პატივისცე-მის უნარი, ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. მა-გრამ იმისათვის, რომ სხვას პატივი ვცეთ, პიროვნება საკუთარ თავში უნდა შევიმეცნოთ, ანუ ზნეობრივი საწყისი განვავითაროთ. ეს არ არის სასკოლო დავალება, რომლის ჩაბარებაც დასწავლილი გაკვეთი-ლივითაა შესაძლებელი. ეს გამუდმებული, მძიმე ბრძოლაა საკუთარ თავთან, ჩვენს უპიროვნო მდგომარეობასთან. თავისუფლება - ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში. ამის გარეშე თავისუფ-ლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნებოდა. ადამიანებს არ ესმით, რომ ყველაზე სამარცხვინო მონობის მდგომარეობაში იმყოფებიან, რისაგან მათი გათავისუფლებაც არანაირ გარეგან ფორმაციებს ან ლიბერალურ რეფორმებს არ ძალუძთ. ად-ამიანი თავისი ვნებების მონა სწორედ იმიტომაა, რომ ვნებები არ არის მისი, რომ ისინი ყოველთვის უცხოა სულისათვის. ეს სულში ჩაკ-რული და მისგან სასიცოცხლო ძალების მწოველი პარაზიტია. ადამ-იანი კი მათ თავის სულთან, თავის თავთან აიგივებს და ცდილობს შექმნას პირობები, რათა ეს ვნებები თავისუფლად, იოლად განხორ-ციელდეს და საზოგადოების მიერ არა რაიმე მდაბიო, არამედ ცხო-ვრების ჩვეულ ნორმად იყოს აღქმული.

   თანამედროვე ლიბერალიზმს თავისუფლება ესმის, როგორც ვნებ-ების გამართლება. ვნებებს არ შეუძლიათ ადამიანის სულის დაკმა-ყოფილება. ამიტომ ისინი, თავად გადაგვარებულნი, პათოლოგიურ ფორმებად გადაგვარებას განაგრძობენ. ეს პათოლოგია ასევე მოით-ხოვს თავისუფლებას, ამიტომ ლიბერალიზმი ყველაფრის დაშვებულო-ბამდე უნდა მივიდეს და არა მხოლოდ გამოაცხადოს ეს, არამედ გაამართლოს კიდეც. თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოუცდია ვნებების უღელი, რომელიც ჯაჭვივით ბორკავს ადამიანს. რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რომ მას წინ აღუდგე! და ვაი, რომ გამარჯვება არც თუ ხშირად ხერხდება!

   ქრისტიანობა გვიჩვენებს რაშია თავისუფლება - ეს იმის საშუალებაა, რომ ადამიანმა თავის მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორცი-ელოს მასში ჩადებული პოტენციალი - ხატება და მსგავსება ღვთისა.

   თითოეულს შეუძლია შინაგანი გამოცდილებით დაინახოს, როგორ კუმშავენ ადამიანის გულს ვნებები და პირიქით - როგორ ანიჭებს მათზე გამარჯვება სულს ერთგვარ შინაგან სივრცეს.

   სულიერი ცხოვრება ადამიანის გულს აფართოებს, უჩვენებს, როგ-ორი უნდა იყოს ის და სიმშვიდისა და თავისუფლების გრძნობას თუნდაც ნაწილობრივ განაცდევინებს. სიტყვებში - „მონა ქრისტესი" - გათავისუფლების დასაწყისი მდგომარეობს. ცოდვის მონა ღვთის მონა ხდება. ვნებებისა და ცოდვის იმპულსებში მცხოვრებ ადამიანს მცნებები მონობად და უღლად მიაჩნია, მაგრამ უფალმა ბრძანა: „უღ-ელი ჩემი ტკბილ არს".1 მონობა გამოსასყიდია მონობისაგან, რათა შემდგომ მიენიჭოს ეს თავისუფლება, თავისუფლების კვალად კი შვილება მიმადლოს მას ღმერთმა.

   ვნებები უცხოა სულისათვის, მცნებები - ახლობელი.

  ხორციელი ადამიანისათვის მტანჯველი და უაზროა მცნება თავისი მტრის - უსინდისო მატყუარას, ცილისმწამებლის ან, რაც განსაკუთრე-ბულად მტკივნეულია, მოღალატე მეგობრის მოტყუებისა. მაგრამ თუკი თავს სძლევს და არა მოლაყბე ენის წვერით, არამედ გულით მიუტევებს, თითქოს შავი ღრუბელი გაიფანტა და სინათლე იხილა, გულში მოულოდნელ სიხარულსა და განსაკუთრებულ სიმშვიდეს იგრძნობს.

   ვნებები ჩვენი გვგონია, ჩვენი გულის ნაწილი, მაგრამ როცა ცოდვას ჩავიდენთ, დავინახავთ, რომ მათ მოგვატყუეს, რომ ისინი უცხოა ჩვე-ნთვის. სახარების მცნებები რეალური ცხოვრებისაგან დაშორებული და თითქმის შეუსრულებელი გვეჩვენება, მაგრამ თუკი მათ შესრ-ულებას შევეცდებით, ვიგრძნობთ, როგორ ცოცხლდება ჩვენი გული.

   თავისუფლება - ეს გულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან. ის ღმერთისთვისაა შექმნილი, ამიტომ თავისუფლება - ღმერთშია. თავისუფლება - ეს მარადისობიდან გამოდინებული ნათელია. ადა-მიანი საკუთარ თავს მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება.

  ქრისტე - ეს ადამიანის იდეალია, - ცოცხალი, ღვთაებრივი ძალის მქონე იდეალი. ადამიანი იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც ქრისტესთან მსგავსებას მიელტვის იმ ღვთაებრივი ნათლის მეშვეო-ბით, რასაც მადლი ჰქვია. (გაგრძელება...)

 

 

 

 

1მთ. 11, 30.

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება