მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)


11-05-2015, 00:05

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)

 

 

   ხე, მიწაში ფესვგაშვებული, იზრდება, ნაყოფი მოაქვს. კაცის სული, სარწმუნოებით, სიყვარულით ღმერთში განმტკიცებული, თუ შეიძ-ლება ასე ითქვას, სულიერი ფესვებით ცოცხლობს, სულიერად იზრ-დება და მოაქვს კეთილსურნელოვანი ნაყოფი სათნოებისა, რაც აც-ოცხლებს სულს აქაც და იმავ სოფელშიაც. ხე, მიწიდან ამოთხრილი ფესვებიანად, ვეღარ ცოცხლობს, რადგან სიცოცხლის მომწოდებელის, მიწის გარეშე, მკვდარია ფესვიც. ასევეა, კაცის სული, ღვთის რწმენა და სიყვარული, თუ დაკარგა, დაეკარგება ღმერთიც, რომელიც სიცოცხ-ლეა მისი და კვდება ასეთი კაცი სულიერად. რაც მიწაა მცენარისა-თვის, იგივეა სულისთვის ღმერთი.

 

 

***

   როცა ღვთის გზაზე მიმავალს დაბრკოლება გვხვდება, ეშმაკისაგან დაგებული: ეჭვი, ურწმუნოება გულისა, ხანაც მრისხანება მათზე, ვინ-აც უსიტყვოდ იმსახურებს სიყვარულს, პატივისცემას, ან სხვა ამნაირი ვნებები, არ შეშფოთდე, ასე იცოდე: - ესაა კვამლი და სიმყრალე ბო-როტისა, რომელიც უფალის, იესო ქრისტეს სახელით ერთი ხსენების-თანავე გაქრება.

  

 

(გაგრძელება იქნება...)




უკან დაბრუნება