მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)28-05-2015, 00:03 |
ზიარების მერე მინიჭებული მშვიდობა, სისავსე გულისა, ის ფასდა-უდებელი განძია იესო ქრისტესი, რომელიც აღემატება ყველა ნიჭებს ერთად აღებულს. შეიწრებული, შეურვებული გულის პატრონს არანა-ირი სიკეთე, იქნება ეს ნივთიერი თუ სულიერი, არ რგებს, ვერ გრძნობს იმ ნეტარებას, სიკეთესა და მშვენიერებას, რომელიც მხოლ-ოდ ჭეშმარიტების შეგრძნებას ახლავს, რადგან დაწიხლულია, ჩაკლუ-ლია მთავარი ორგანო მისი ცხოვრებისა - გული, ანუ შინაგანი ად-ამიანი.
***
ღმერთმა, თავისი სიკეთით, ჩვენი ყოველგვარი დამსახურებების გა-რეშე, მოგვმადლა მხედველობა, ამიტომაა ვხედავთ მზეს, მის შუქს, ვტკბებით მისით. იგი თავისი მიუაჩრდილებელი სინათლის ტკბობის ღირსსაც გაგვხდის და მზის შუქიც, ამის პირობად იგულე, თუმცა, ყველაზე დაურღვეველი პირობაა თავად ზეციური მამის წყნარი, წმინდა დიდების შუქი, მისი მხოლოდშობილი ძე, ჩვენ რომ მოგვე-მადლა და სული წმინდა, სული სიყვარულისა, გულში რომ ჩაგვე-ნერგა.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |