მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)8-05-2015, 00:05 |
ეს ქვეყანა ცოცხალი, ყოვლადბრძენი ღმრთის ქმნილებაა, სავსეა სიც-ოცხლით: ყველგან, ყველაფერში სიცოცხლე და სიბრძნეა, მისი აზრის გამოხატულება ჩანს როგორაც მთელ სამყაროში, ასევე მის მცირე ნა-წილებშიაც. ეს გახლავთ ნამდვილი წიგნი, საიდანაც კაცმა შეიძლება ღმერთი შეიმეცნოს (იქნებ ისე ნათლად არა, როგორაც გამოცხადებით, მაგრამ მაინც).
***
სანამ სოფელი გაჩნდებოდა, მხოლოდ უსაზღვრო, ცოცხალი ღმერთი იყო და როცა ქვეყანა არარსებობიდან არსებობაში დაემტკიცა, ცხადია, ღმერთი ამით არ შემოიფარგლა: სრული სისავსე, სიცოცხლე, უსაზღ-ვროება მასთან დარჩა. და ეს სისრულე, სიცოცხლე და უსაზღვროება, მის ქმნილებებშიაც აისახა, რომელთა (ქმნილებების) რიცხვიც აურაც-ხელია, სიცოცხლის ბეჭედი დევს ყველაფერში.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |