მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)7-05-2015, 00:07 |
რატომაა, რომ ცოდვილ სულს, მანამ არ ეძლევა შენდობა, სანამ მთე-ლი გულით არ შეიგრძნობს ცოდვის უგუნურებას, მის დამღუპვე-ლობასა და სიცრუეს? იმიტომ, რომ გული სულია ჩვენი და რადგანაც სწორედ იგი (გული) ცოდავდა და საამურად, კეთილად ესახებოდა ცოდვები, ამიტომაც მანვე უნდა შეინანოს, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა დამღუპველი და ცრუა. ეს სინანული სწორედ გულში ხდება და მტკივნეულადაც, რაკიღა სურვილიც ცოდვისა, ჩვეულებრივ, გულში ჩნდება.
***
თუკი შესცოდე ღმერთს და გაწამებს, ცეცხლს გიკიდებს შენი ცოდვა, არ დააყოვნო, უმალ მოიძიე ერთადერთი, მარადიული, ცოცხალი მსხვერპლი, ჩვენი ცოდვებისათვის დაგებული და მის წინაშე, ამ ტა-რიგს (ქრისტეს) წინაშე დადე შენი ცოდვები. სხვა ღონე არაა, არსაიდან. არც იფიქრო, შენით გეშველოს რამე.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |