მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)


3-05-2015, 06:54

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმ. იოანე კრონშტანდტელი)

 

 

   დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს განსაკუთრებით შინა-ურ ყოფაში, სადაც ისინი, როგორც თხუნელები სოროში, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სახლის გარეთ ჩვენი „შინაური ვნებები" სხვა ვნებებს ეფარებიან, რომ უფრო კეთილსახოვნად გამოიყურებოდნენ, მაშინ რო-ცა შინ ძალა არ შეგვწევს ამ შავი თხუნელების გაძევებისა, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სულის მთლიანობას.

 

 

***

 

   ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშის გულს უხილავი, სულიერი ერ-თობა აქვს ღმერთთან. როგორც მამა და მკაცრი მრჩეველი, უფალი ხან გვიწონებს და ხანაც გვიწუნებს აზრებს, სურვილებსა და განზრახვას. ხან ამბობს: ეს კარგიაო და ხანაც ეს ცუდიაო. კეთილისათვის გვაჯ-ილდოებს, ბოროტისათვის გვსჯის. და ეს ყველაფერი აკი სრულიად ნათელია აქვე, მიწაზე.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...)



 



უკან დაბრუნება