მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)1-05-2015, 07:34 |
ის, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ცხოვრებაა ნების-მიერი სულდგმულისა, ღრმად, ამ არსების სიღრმეში გადამალა შემო-ქმედმა. ასეა ადამიანშიც: სული არსების შუაშია, გულშია, ამიტომაც სულს ხშირად გულს უწოდებენ და გულს - სულს "გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემს შორის შემიძრწუნდეს გული ჩემი" (ფს. 142, 4, ფს, 50, 12).
***
ჩვენი ღმერთი არის ღმერთი მწყალობელი, უხვი და კათმოყვარე. „შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მო-წყალე" (ფს. 102,8) და არა ღმერთი მტანჯველი და სასჯელის მიმ-ნიჭებელი. ტანჯვა - ჩვენი ცოდვებისა და ღვთის უხორცო მტრების ნამოქმედარია და შედეგი. ამიტომ, როცა გული წუხს, ამის მიზეზად მხოლოდ და მხოლოდ შენი ცოდვა ან ეშმაკი იგულე, უფრო სწორედ, საკუთარი თავი დაადანაშაულე, რადგან ეშმაკი ვერაფერს მიაღწევს, თუ არ ნახა შენში ისეთი რამ, რასაც მერე გამოიყენებს.
(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |