მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)30-04-2015, 00:05 |
უხილავი, ყოვლისაღმასრულებელი ღმერთი ხშირად სრულიად ხან-გრძლივად ეხება ასევე უხილავ ჩემს სულს და იგი ღვთის სიახლო-ვისაგან იგემებს ხოლმე საოცარ სიმშვიდესა და ზეციურ მხიარულე-ბას. თვალები როდი მანახებენ ჩემს ღმერთს, მხოლოდ ყურებს როდი მოაქვთ სიტყვებითა და ჟღერადობით ცნობა მიუწვდომელისა, არა-მედ, როგორ ვთქვა, სული განზავდებაო თითქოს ღმერთთან.
*** ხანდახან, ლოცვისას, იქნება მხოლოდ რამდენიმე წუთი იყოს ისეთი, რომელიც ღმერთს აამებს და ეს ნამდვილი ლოცვაა, ნამდვილი ღვთის-მსახურებაა. ლოცვისას მთავარია გულის სიახლოვე ღმერთთან.
***
მლოცველნო, მიეცით ღმერთს თქვენი გული, გული მოსიყვარულე და გულწრფელი, ანუ ის გული, თქვენი შვილები, მშობლები, კეთი-ლისმყოფელნი და მეგობრები რომ გიყვართ, რომელიც ნამდვილ სი-ტკბოებას, სუფთა სიყვარულს გრძნობს.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |