მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)


29-04-2015, 00:05

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)

 

 

   მას მერე, რაც დაკარგა თავისი ნებით ღმერთი, კაცი იმ ველურ ცხო-ველს დაემგვანა, ერთ დროს რომ შინაური იყო და ახლა, გაველუ-რებულს, ტყეებს მიჩვეულს, უხალისოდაც კი ეჩვენება თავისი ძველი საცხოვრებელი; ტყის სიბნელე, ანუ ეს სოფელი ურჩევნია უწინდელი სამყოფელის შუქს, ღვთის სამოთხეს. ძნელი ხდება ღმერთთან დაბრუ-ნება და მობრუნების შემთხვევაშიაც კი ისევ განვარდება: უჭირს გულწრფელად იწამოს ის ყოველივე, რაც ღმერთმა გაუხსნა და ვეღარ ახერხებს ზეციური ნიჭების შენახვას გულში.

 

 

***

 

   ვისაც არ სწამს ღვთისა მძიმე განსაცდელის ჟამს და სულმოკლეობას ეძლევა, იგი უარყოფს ღმერთის ყოვლისშემძლეობას, მას ღმერთი მძინარე ჰგონია და არ სწამს, რომ იგი ყოვლადძლიერია, კეთილია და სახიერი. ასე სწამებს კაცი ცილს ღვთის ჭეშმარიტებებს, რითაც დი-დად ცოდავს და განსაკუთრებით მას არ ეპატიება ეს, ვისაც ხშირად ეძლევა ხოლმე საოცარი შემწეობა მაცხოვრისა. ვაი, მე, ცოდვილს!

 

 

(გაგრძელება იქნება...)


უკან დაბრუნება