მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)28-04-2015, 06:01 |
როცა ეშმაკია გულში, საოცარი სიმძიმე დევს მკერდში. სული წუხს და ბნელდება: ყველაფერი აღიზიანებს, არანაირი სიკეთე არ დაენახ-ება. სხვების სიტყვასა და საქციელს მრუდედ ხსნის და ასე ჰგონია, რომ ყველაფერი ბოროტი განზრახვით, მის წინააღმდეგაა მიმართული და ამიტომ სძულს მავანი, დაუცხრომელ სიძულვილს გრძნობს მის მიმართ და შურისძიებას ლამობს. „ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ. 7, 20), დღეები ყოფილა, ბოროტ სულს ძლიერ შემოუტე-ვია.
*** დილის ლოცვა. უფალო! შემოქმედო და მეუფეო სოფლისაო! მომხედე წყალობით ამ დილის ლოცვის ჟამს შენს გაჩენილს, შენივე სახით შემკობილს. აიღე სასოწარკვეთილება და სიზარმაცე ჩემი, მომმადლე სიხარული და სიფხიზლე სულისა, რომ გულითადი სიხარულით ვადიდებდე სიკეთეს, სიწმინდეს, უსაზღვრო დიდებულებას და დაუსრულებელ სახიერებას შენსას, ყოველ ჟამს და ყველგან. რამეთუ შენ ხარ შემოქ-მედი და მეუფე ჩემი ცხოვრებისა და შენ გშვენის დიდება გონიერ ქმნილებათა ყოველ ჟამს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |