მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)26-04-2015, 00:05 |
ამოცანა ჩვენი ცხოვრებისა ღმერთთან გაერთიანებაა, ცოდვა კი მთლიანად ეწინააღმდეგება ამას. და სწორედ ამიტომ, გაექეცით ცო-დვას, როგორც საშიშ მტერს, როგორც მკვლელს სულისას, იმიტომ, რომ ღვთის გარეშე სიკვდილია და არა ცხოვრება; შევიგნოთ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ვალდებულება, თავისთან გვიხმობს ყოველთა მე-უფე.
***
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომ-დინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულებრივ, ვნება კრავს და ავიწროებს, მაშინ როცა ღმერთი სიხალვათეს და ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს მას.
(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |