მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ჩვენი სარწმუნოება - ნაწილი II)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ჩვენი სარწმუნოება - ნაწილი II)


27-04-2015, 00:05

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ჩვენი სარწმუნოება - ნაწილი II)

 

 

   ჩვენთვის ახალი რელიგიების წარმოშობა და გამრავლება აღიქმება, როგორც თავდაპირველი გადმოცემების დაკარგვა, რომელსაც ადამი-ანის გამოღვიძებული სული ინახავდა. წარღვნის შემდგომ პერიოდში ნაწვიმარზე სოკოებივით გაჩენილი სხვადასხვა რელიგიები სამშვინვე-ლისა და ამაყი სულის გამომგონებლობის შედეგს წარმოადგენს, რო-მლებსაც თავიანთი ძალისხმევით სურდათ დანახვა და მიღწევა იმისა, რასაც სულს მხოლოდ მადლი უცხადებს. რელიგიური ფანტაზია, როგორც სულის სფეროზე ვნებიანი და ცოდვიანი სამშვინველის აგ-რესია, მუდამ რჩება რელიგიურ ილუზიონიზმად, ის ყოველთვის აძ-ლევს ბნელ ძალებს მადლით დაუცველ სულზე ზემოქმედების სა-შუალებას.

  მართლმადიდებლობის გარდა ყველა რელიგია გარეგან ძალებზე დაყრდნობისაკენ ისწრაფვის. სულს გარეგანზე დაყრდნობა არ სჭირ-დება იმდენად, რამდენადაც ის მარადისობისკენაა მიპყრობილი. სა-მშვინველი კი მიწიერი ყოფისკენაა მიმართული. ამიტომ მისი მოღ-ვაწეობა გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული. მშვინვიერი რელიგი-ები ფიზიკურ სუბსტრატს1 ან გარეგან დასაყრდენს ეძებენ. იუდაურ რელიგიაში ამ დასაყრდენს ეროვნული სოლიდარობა წარმოადგენს. ამის გარეშე თალმუდი2 გაქრებოდა; მაჰმადიანობა ექსპანსიის საშუ-ალებით გავრცელდა, ის იარაღის ძალას ეყრდნობოდა; კათოლიციზმი ორგანიზაციას, დისციპლინას და გარეგნულ ავტორიტეტს ემყარება, რომელიც პაპშია ხორცშესხმული. პროტესტანტიზმი წმინდა წერილ-ისადმი პედანტურ მიდგომას ეყრდნობა, რომლის მიღმაც არა სული, არამედ ადამიანური ინტელექტი დგას, ამიტომ თვით ბიბლია იქცევა გარეგნულ ავტორიტეტად. გარდა ამისა, სექტები ურთიერთდახმა-რების სისტემას, კონფესიურ სოლიდარობას ემყარებიან, როგორც სა-ზოგადოებრივ თავდებობას.

   მართლმადიდებლობაში გარეგნული საყრდენები არ არის. იმ საყრ-დენებს კი, რომლებიც ისტორიულად ჩნდებოდნენ, როგორც სიმფონ-ია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დროებითი ხასიათი ჰქონდა - ისინი ღვთის განგებით ინგრეოდა და მართლმადიდებლობა ყოვე-ლგვარი სოციალური, პოლიტიკური, ინტელექტუალური და ეკონომ-იკური მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა. ის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დაუცველ კონფესიად ეჩვენება, მაგრამ ეს მოჩვენებითი უსუსურობა და სიმარტოვე ამ ვნებიან და დემონიზირებულ მსოფ-ლიოში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის ამაქვეყნისაგან, რომ ის გამოცხადებაა სულისა და არა სამშვინველის გამონაგონი. მართლმადიდებლობა არ ეყრდნობა მეცნიერებას, რის გაკეთებასაც თანამედროვე კათოლიციზმი და პროტესტანტობა მოითხოვენ. ის ფილოსოფიური ინტერპრეტაციებისათვის უცხოა. ნიშანდობლივია, რომ XX საუკუნის დასაწყისის რელიგიური მოაზროვნენი, რომლებსაც მართლმადიდებლობისათვის ფილოსოფიური ბაზისის შეყენება სურ-დათ, უმრავლესწილად თვითონ აღმოჩნდნენ მართლმადიდებლობის გარეთ და თავიანთი თხზულებები დაგვიტოვეს, როგორც ინტელექ-ტუალური მარცხის გამოცდილება.

   სულიერების საყოველთაო შემცირების მიუხედავად, სულ უფრო ნა-თლად, უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ დატყვევებულნი ვართ ამაქვეყ-ნისაგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ მისი: ეს მიტოვებულობა, ეს განგებულებრივი დანაკარგები, ეს დროებითი მიწიერი გლოვა იმის საწინდარია, რომ არა ვართ მიტოვებულნი ღვთისაგან, რომ თავადმა ამსოფლისამ ვერც მართლმადიდებლობაში და ვერც ჩვენში თავისი ვერაფერი იპოვა, ხოლო მართლმადიდებლობაში ის ეკლესიის ახალი დევნისათვის ემზადება.

   მართლმადიდებლური ასკეტიზმი თავის მტრად ფანტაზიას მიიჩნ-ევს, როგორც დემონური ძალების სარბიელს. ის ასწავლის, რომ ცოდვა ფანტაზიის მეშვეობით მჟღავნდება და უპირველესი ასკეტური წესია - განიწმინდოს გონება სახეებისა და ზრახვებისაგან.

   მართლმადიდებლობა უარყოფს ფილოსოფიის უპირატეს შესაძლებ-ლობას ჭეშმარიტების წვდომისა მაშინ, როცა რაციონალისტური კონ-ფესიები და სექტები თავიანთი ცდომილების აპოლოგიას ინტელე-ქტუალურ ფანტაზიებში პოულობენ. მართლმადიდებლობა უარყოფს ესთეტიზმს, როგორც „სილამაზეს სილამაზისთვის", რასაც დროებით-ის უკვდავყოფის ერთ-ერთ მცდელობად თვლის. მართლმადიდებლ-ობა უარყოფს ყოველივე იმას, რასაც სხვა რელიგიები და კონფესიები სამშენებლო მასალასავით აგროვებდნენ.

   ჩვენთვის შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა სხვა რელიგიებში ცხო-ნება, ისევე გაუგებარია, როგორც შეკითხვა: შეიძლება თუ არა გამ-ოიგონო ეკლესია, შეიძლება თუ არა საკუთარი ფანტაზიის მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა.

  ჩვენი სარწმუნოება ყველაზე ხნოვანია. ბიბლიის წიგნთან შედარე-ბით დანარჩენი რელიგიები, რომლებმაც რაიმე წერილობითი და-გვიტოვეს, გაცილებით გვიან გაჩნდა. მართლმადიდებლობა - ქრი-სტიანობის ყველაზე ძველი ფორმაა, რომელსაც ცვლილებები და რეფორმა არ განუცდია. ამიტომ სწორედ მართლმადიდებლობაში ვხედავთ პირველ მამათაგან ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიებით მომავალ უწყვეტ ძაფს - მადლის ერთიან კალაპოტს, რომელიც სათ-ავეს სული წმიდის გარდამოსვლის დღიდან იღებს.

   დანარჩენი რელიგიებისა და კონფესიების ისტორია - მათი რეფორ-მაციებისა და ცვლილებების ისტორიაა. რეფორმას არასრულყოფილი განიცდის, მაგრამ ამით სრულყოფილი მაინც არ ხდება, ხოლო მა-რთლმადიდებლობაში ჭეშმარიტება უცვლელი რჩება.

  ინდუსტრიული რელიგიები ადამის ცდუნებას იმეორებენ: ისინი ადამიანს არწმუნებენ, რომ ის თავისი ბუნებით ღმერთია, ანუ ადამ-იანური ამპარტავნების მუწუკს ჩხრეკენ. გარდა ამისა, რეფორმირებ-ული ინდუისტური სექტები, რომლებიც თანამედროვე ადამიანის პრაგმატიზმს ითვალისწინებენ. მას განსაკუთრებულ ოკულტურ ცო-დნასა და ძალას პირდებიან. შეიძლება ითქვას: წარმართობის თა-ნამედროვე რენესანსი იმითაა განპირობებული, რომ რელიგიაშიც კი ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას არა თვითუარყოფის მეშვეობით ეძიებს, არამედ დამატებითი ენერგეტიკის საშუალებებს და თავისი მნიშვნელოვნობის დამტკიცებას ესწრაფვის. მაგია და ოკულტიზმი, როგორც ასარჩევ საქონელს, მას თავის „ასორტიმენტს" სთავაზობს.

 

 

 

 

 

 

1სუბსტრaტი (ლათ.substratum - საფუძველი, სარჩული) - ცალკეული საგნების სხვადასხვა თავისებურათა საერთო მატერიალური საფუძველი; მათი ერთგვაროვნების, ერთიანობის მატერიალური საფუძველი. სუბსტა-ნციისაგან განსხვავებით, სუბსტრსტი არა ზოგადის, არამედ განსაკუთრე-ბულისა და ცალკეულის საფუძველია.

2თალმუდი (ძვ. ებრ.) - ებრაელთა რელიგიური, საყოფაცხოვრებო და სამართლის წესებისა და კანონების კრებული, შედგენილი ბიბლიის წი-გნების განმარტებათა საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 



უკან დაბრუნება