მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ჩვენი სარწმუნოება - ნაწილი I)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ჩვენი სარწმუნოება - ნაწილი I)25-04-2015, 00:06 |
რატომ არსებობს დედამიწაზე ასობით რელიგია, ურთიერთშეუთან-ხმებელი და ამავე დროს ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე? საით მივყავართ მათ? მაცხოვნებელი არიან კი ისინი? ან იქნებ მათი ბოლო მეტაფიზიკური უფსკრულია? საიდან გაჩნდა წარმოდგენათა და სის-ტემათა ეს სიმრავლე? თუკი კაცობრიობა ერთი ფესვიდან წარმოდგება, მაშინ რატომ არა აქვს მას ერთიანი მსოფლმხედველობა? ამ კითხვებზე პასუხს ძნელად სცემს თანამედროვე ადამიანი, რომე-ლიც ფილოსოფიურ-ზნეობრივ პრობლემატიკასთან ჰუმანიზმის პო-ზიციიდან მისვლას მიეჩვია. და მაინც, ეს საკითხი განაგრძობს სინ-დისის შეშფოთებას და აგნოსტიკური პოზიცია - „არ ვიცი" სულს კმა-ყოფილებას არ ანიჭებს. რელიგიური პლურალიზმის ჩანასახი უკვე თავად ცოდვითდაცემა-შია. უკვე ადამის ცოდვაში გამჟღავნდა ორღმერთიანობა: მას სწამს ღმერთის, ამავე დროს სწამს სატანის, როგორც ახალი „კეთილი ღვთა-ების". ცოდვას თან მოაქვს განყოფა. შინაგანი და გარეგანი განყოფა აზიანებს ადამიანის შემადგენლობას, სული და სამშვინველი უწინ-დელ ჰარმონიას კარგავენ: სული ზეცისაკენ მიპყრობილ თვალს ხუჭ-ავს, სამშვინველი მიწას კიდევ უფრო მეტად ეჯაჭვება. ცოდვა აუკუ-ღმართებს ადამიანური ბუნების იერარქიას - სამშვინველი სულზე ბატონობას იწყებს. ღვთის შემეცნების შინაგანი შუქი მკრთალდება, უშუალო გამოცდილება სიმბოლიკით იცვლება, რელიგია ემყარება გარეგნულს: სიტყვიერ გადმოცემებსა და რიტუალებს, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესი - მსხვერპლშეწირვაა. რელიგია ღვთის ჭვრეტიდან წყვდიადში ღმერთის ძიებად გადაიქ-ცევა; ცოდვამ ურთიერთისაგან გათიშა სამშვინველის ძალები, მოწყ-ვიტა რა გონება, გრძნობა და ნება, სულიერ ინტუიციებს. ადამიანმა დაკარგა უტყუარობის კრიტერიუმი - უშუალო ჭვრეტა. გარე სამყაროს ხედავს არა მის არსში, არამედ მის გამოვლინებებში, ფენომენებში, როგორც დანაწევრებულ ფრაგმენტებში. ის მათ შევსებას და ერთიან სურთად განლაგებას წარმოსახვის ძალით ცდილობს. აქ სულის შემოქმედებით ძალას სამშვინველის გამომგონებლობა ეფ-არება და ავიწროვებს. ცოდვით დაცემის შემდგომ საკუთარ ძალებზე მინდობილი ადამიანი „გამომგონებელ არსებად" გადაიქცა. ადამის ცოდვა პირველი ცდა იყო დემონთან ურთიერთობისა, მისი იმპულსი კაცობრიობაში მოქმედებას განაგრძობს. ადამიანის გრძნო-ბები ვნებებად გარდაიქმნებიან; გამომგონებლობა მის მთავარ ვნებას - ამპარტავნებას, უხვ საკვებს აწვდის; ადამიანი სულ უფრო ძლიერად ეჯაჭვება მიწას. სამშვინველი, როგორც წყლით ღრუბელი, ვნებიანი გრძნობებით და სახეებით გაჟღენთილი სულის სფეროს ეუფლება. დემონის თაყვანისცემა, როგორც რელიგიური მეტაფიზიკის მყარი სახეობა, პირველად კაენის შთამომავლობაში გაჩნდა. ძმის მკვლე-ლობას სულიერი და მშვინვიერის ძალების ახალი რღვევები, დეგ-რადაცია და ცვლილებები მოჰყვა. სამშვინველის რეაქტიული ძალები ახალ აგრესიულ იმპულსს იღებენ და კიდევ უფრო მეტად უცხო-ვდებიან სულისაგან. ბიბლიაში მოკლედაა ნათქვამი, რომ კაენის შთამომავალი ლამექი ორ ცოლს ირთავს. აქ სახეზეა ცოლ-ქმრული კავშირის გადაგვარება, რომელიც შვილთა სხმიდან ბილწი ვნებების დაკმაყოფილებად იქცევა. მოსურნე ნაწილი სამშვინველისა, რომელ-საც არც თუ ზუსტად უწოდებენ ემოციურს, არა მხოლოდ ზეციური სილამაზის, არამედ მსოფლიო ჰარმონიის შეგრძნებებსაც წყვეტს. ის სამშვინველის გაცილებით ხრწნადი და მოწყვეტილი ნაწილი ხდება, რომლის მეშვეობითაც ადამიანზე ბნელი ძალები მოქმედებენ. როგ-ორც დამპყრობრელი ამყარებს სხვის ტერიტორიაზე თავის ბატონო-ბას, ახალ წესებსა და კანონებს, ასევე სამშვინველიც სულის იერარქიას ამსხვრევს და ადამიანზე გაბატონებით ქმნის რელიგიის საკუთარ იმიტაციებსა და სუროგატებს, როგორც თვალისჩინდაკარგული ცვლის მას საკუთარი წარმოსახვით, ასევე სულიერი სინათლის დამ-კარგავი სამშვინველი წარმოქმნილ სიცარიელეს საკუთარი ზმანებით ცვლის. სულის ძალა - ეს ზეგრძნობადი ფენომენების ჭვრეტაზე დამყარებ-ული შემოქმედებაა, სამშვინველის ძალა კი გამომგონებლობა, რო-მელიც ვარაუდებს ემყარება. სულისაგან გაუცხოებული გონება სიტ-ყვიერი აბსტრაქციებით ფანტაზიორობს. სულის იმპულსებიდან აბსტ-რაგირებული ემოციები ცნობიერებაში გრძნობითი სახეების მეშვეობ-ით მჟრავნდებიან. გამოცხადებას დევნის და ენაცვლება ფილოსოფია. გადმოცემები თანდათან ირევა და ქრება მითოლოგიაში. დემონურ რელიგიებს თავიანთ გამოვლინებებში ფილოსოფიური სკოლისა და თეატრის კავშირი წარმოადგენს. კაენის შთამომავლობამ გზა მოგვიანებით სატანიზმამდე სწრაფად განვლო. მოგვიანებით მან, აბელის ტომთან შეერთებულმა, რელიგი-ური თვალსაზრისით მისი ასიმილირება მოახდინა და თან გაიყოლა. აი, იმის მაგალითი, როცა ერთმანეთთან შეხამებული სიკეთე და ბო-როტება კიდევ უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობენ. წარღვნამდელი ისტორია ერთგვარ „მოქმედ წინასწარმეტყველებას" წარმოადგენდა ქვეყნიერების ესქატოლოგიის შესახებ. ეს კაცობრიობის ისტორიის მოკლე კონსპექტია.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) უკან დაბრუნება |