მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)


19-04-2015, 14:24
 

ჩემი ცხოვრება ქრისტეში (წმიდა იოანე კრონშტანდტელი)

 

 

  როგორ ხედავენ წმინდა მამები ჩვენს გასაჭირს? რანაირად ესმით ჩვენი ლოცვა? ასეთი შედარება მოვიყვანოთ. ვთქვათ, მზეში ჩასა-ხლდით, გაერთიანდით მასთან. მზე თავისი სხივებით მთელ სოფელს ანათებს, უციცქნესი კენჭი რომ კენჭია, იმასაც სწვდება და თქვენ, როგორც ერთ-ერთი სხივი მზისა, მზიდან დაჰყურებთ მიწას, თუმცა მზესთან შედარებით ერთი პატარა სხივი ხართ მხოლოდ. თქვენნაირი სხივების წარმოუდგენელი სიმრავლე თავს იყრის მზეში და ეს სხი-ვებიც მზისდარად მონაწილეობენ სოფლის განათებაში. ასევეა განწ-მენდილი სული, იგი ღმერთს, სულიერ მზეს უერთდება და მისით, თავისი მზის მეშვეობითაა, რომ მთელს ქვეყანას უნათებს, ხედავს ადამიანებს, მლოცველთა გასაჭირს.

 

 

***

  რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებე-ლი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცევა. განსაკუთრებით კი ისინი სცოდავენ, რომლებიც ღვთისმსა-ხურებისას ან სახლში ლოცვისას თავისი ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქრიან. ასეთები უკიდურესად შეურაცხყოფენ ღვთაებას, რომელ-საც რომ ჩაჭიდებული უნდა იყოს ჩვენი აზრი.

 

 

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება