მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ისტორიის ზნეობრივი არსის დამახინჯება მ. ა. მენის მსოფლმხედველობაში)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ისტორიის ზნეობრივი არსის დამახინჯება მ. ა. მენის მსოფლმხედველობაში)


20-04-2015, 00:05

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ისტორიის ზნეობრივი არსის დამახინჯება მ. ა. მენის მსოფლმხედველობაში)

 

 

   ბიბლიის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ კაცობ-რიობის ისტორია მასში გარკვეული ზნეობრივი სიღრმეებითაა გაჯე-რებული. ცენტრალური მოვლენა კი მსოფლიო ისტორიაში მაცხოვრის ამქვეყნად მობრძანება და მასთან დაკავშირებული მოვლენებია. ამა-სთან, თავად ღმერთი განაგებს კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ არა ადამიანის იძულებით ან მისი ნების იგნორირებით, არამედ ადამი-ანის, საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს აზრი უწყვეტად, შეუნელებლივ ფიგურირებს ბიბლიის წიგნებში. საზოგადოებების აყვავება თუ დაღუპვა, დაცემა თუ წარმატება ყო-ველთვის მათ ზნეობრივ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული.

   თუ ერი თაყვანს სცემდა ჭეშმარიტ ღმერთს და ცხოვრობდა ღვთის-მოშიშებით, ღმერთი აძლევდა მას სიუხვეს და იცავდა მტრებისაგან. როდესაც რჩეული ერი კერპთაყვანისცემისკენ მიიდრიკებოდა, ღმერ-თი მის გონზე მოსაყვანად განსაცდელებსა და მწუხარებებს მოავ-ლენდა. ამგვარია ბიბლიის „ფილოსოფიური ისტორია".

   მ. ა. მენისთვის ეს მხოლოდ "საღვთისმეტყველო სქემაა"1 (368). რეა-ლური ისტორია, მისი აზრით, „მიწიერი" (ეკონომიკური, სოციალუ-რი თუ ბუნებრივი) მიზეზებით ვითარდებოდა.

   მივმართოთ მაგალითებს.

   აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე მოსე წინასწარმეტყველი თვისტომთ აფრთხილებდა, რომ მათი კეთილდღეობა მათივე კეთილმორწმუ-ნეობაზე იყო დამოკიდებული. და პირიქით, ჭეშმარიტებისაგან ერის განდგომის შემთხვევაში ღვთის რისხვა დაატყდებოდათ თავს. (მეორე რჯული 28). მსგავსი ტექსტები ძველი აღთქმის თითქმის ყველა წიგნშია. რამდენადაც განუდგა ისრაელი ჭეშმარიტ ღმერთს, იმდე-ნადაც ძლიერ დაისაჯა იგი ღვთის სამართლიანი განგებულების მიერ. (მსაჯულთა 3. 15). მამა ალექსანდრე არ იზიარებს მამებისეულ გან-მარტებას და თავის ხედვას გვთავაზობს: „ისრაელი სხვადასხვა ტო-მებისა და კლანების ერთობას წარმოადგენდა. ისინი მხოლოდ რე-ლიგიური ტრადიციით იყვნენ დაკავშირებულნი... რელიგიური კავ-შირის დასუსტება ყოველთვის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას იწვევდა". ამგვარი განმარტებით ღმერთი თითქოსდა უკუ-გდებულია ისტორიიდან. წმიდა წერილი ებრაელი ერის ისტორიას სულ სხვაგვარად გვასწავლის: როდესაც ებრაელები ჭეშმარიტი ღმე-რთის თაყვანისცემით ცხოვრობდნენ, ისინი არა საკუთარი ძალების გაერთიანებით, არამედ ღვთის შეწევნით ახერხებდნენ მტრის დამა-რცხებას. მაგალითად, გედეონმა ღვთის ბრძანებით, შეგნებულად შეამცირა თავისი ჯარი 22 000-დან 300 ადამიანამდე, რათა გამარჯვება არა ადამიანის ძალისხმევისთვის, არამედ ღვთის ყოვლისმძლეობის-თვის მიეწერათ. (მსაჯულ. 7. 2-8). ა. მენი ასეთ ისტორიულ მომენტებს, თითქოს არც არსებობსო, ისე გაურბის და მათზე საერთოდ არაფერს ამბობს.

   კიდევ ერთი მაგალითი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლ-ენა ისრაელის ისტორიაში სამეფოს ორად გაყოფაა. ბიბლიის თანახმად (3 მეფ. 11-12) ეს მოვლენა სოლომონის კერპთაყვანისცემაში ჩავარ-დნის, მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა. ღმერთი მრავალგზის უწი-ნასწარმეტყველებდა ისრაელს, რომ ამ ცოდვის გამო სასჯელს მოიწ-ევდა, რაც აღსრულდა კიდეც. ბიბლია სამეფოს იუდეად და ისრაელად გაყოფის ფაქტს სოლომონის ცოდვას უკავშირებს. მაგრამ, მ. ა. მენის აზრით, თურმე ჯერ კიდევ ისუ ნავეს დროს „ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციებს შორის არსებითი განსხვავება არსებობდა". მართალია, დღეს რთულია კონკრეტულად დაადგინო ეს ანტაგონ-იზმი, მაგრამ ის „იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთიანი ისრაელის სამეფო ორად-ისრაელად და იუდეად გაყოფამდე მიიყვანა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეფრაიმი და სხვა ჩრდილოელი ტომები მეზო-ბლების უფრო ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვიდრე იუ-დეა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მთები ესაზღვრებოდა".2

   მ. ა. მენის მსოფლმხედველობის თანახმად, არა სოლომონის ცოდვამ, არამედ მთამ გაყო სამეფო ორ ნაწილად. თურმე ეს განხეთქილება ფარული სახით დიდი ხანია არსებობდა!

  ეს ორი მაგალითი, ალბათ, საკმარისია, რათა ცხადად დავინახოთ, რად სურს გადააქციოს მამა ალექსანდრე მენს წმიდა ისტორია. ბი-ბლიურ ისტორიებში ის მხოლოდ ამქვეყნიურ მიზეზებს ეძებს. ის ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ერის ზნეობრივი მდგომა-რეობა არანაირად არ მოქმედებს ისტორიული მოვლენების განვითა-რებაზე. მ. ა. მენის „ისტორიული ღმერთი" გულგრილია სიკეთისა და ბოროტების მიმართ.

 

 

 

 

 

1А. Мен. Истоки религии. 1970. изд. Жизнь с Богом.

2История религии. Т1. 1991. М. გვ. 113.

 

 

 

 

Пр. С. Антиминсов. „Пр. А. Мен как коментатор священного Писания".

 თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  



უკან დაბრუნება