მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯების შემთხვევები მ. ა. მენის ნაშრომებში)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯების შემთხვევები მ. ა. მენის ნაშრომებში)


18-04-2015, 00:05

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯების შემთხვევები მ. ა. მენის ნაშრომებში)

 

 

 ბიბლიის სულიერი ავტორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ის ფლობს უცდომელ, უმწიკვლო სარწმუნოებრივ სწავლებას ადამიანის ცხონების შესახებ. სწორედ ამ სწავლებას ამახინჯებს მ. ალექსანდრე მენი.

   ვერ ვიტყვით, რომ მ. ა. მენი რომელიმე კონკრეტული ცრუსწავლე-ბის მიმდევარია. მის საღვთისმეტყველო ხედვებში აღრეულია ქრისტ-ოლოგიური ერესებისთვის დამახასიათებელი ცნებები: „ბუნება" და „იპოსტასი". ეს ეხება ადამიანის შექმნის, ცოდვით დაცემის, ქრისტესა და მისი ეკლესიის სწავლებებს. მ. ა. მენის ნაშრომებში არიანული იდ-ეებიცაა გამოვლენილი: სამყაროს შექმნაში ქმნილი ღმერთი - შუამა-ვალი მოქმედებდა1; მანიქეველობაც: - სამყარო თურმე ბოროტი და კეთილი ძალების ბრძოლის შედეგად შეიქმნა; პელაგიანობაც: თითქოს ცოდვით დაცემამ არ შეცვალა ადამიანის ბუნება2; ნესტორიანელობაც: ქრისტე ექვემდებარებოდა ცოდვას და ჯვარზე უბრალო ადამიანივით ივნო (C. 294).

   მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის დამახინჯებანი იმდე-ნად მრავლად გვხვდება მ. ა. მენის ნაშრომებში, რომ მათ ჩამოთვლას მთელი წიგნი დასჭირდება.

   მ. ა. მენის ერთ-ერთი ცრუ შეხედულება ბოროტებისა და სიკეთის რაობის შესახებ მოკლედ შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ:

   1) ხრწნა და სიკვდილი სამყაროში ადამიანის ცოდვით დაცემამდეც არსებობდა.

   2) სამყაროს უწესრიგობაში ირიბი დამნაშავე თავად ღმერთია, რო-მელმაც ღვთის საწინააღმდეგო ქაოსის ძალებს კოსმოსის შექმნისთა-ნავე მისცა ნება დაერღვიათ სამყაროს ჰარმონია.

 მ. ალექსანდრე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის სრულიად მიუღებელი ავტორების: ტ. დე. შარდენის, ვინერისა და პლანკის მოსაზრებებზე დაყრდნობით ასკვნის: „ამრიგად, გვაქვს ყვე-ლა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სიკვდილი პირველწყაროში ის დიდი ასოებითაა აღნიშნული (მთარგმნ.) ბუნებაში უნივერსალურია. კვდება ცოცხალი არსებები, ინგრევა მატერიები, უფასურდება ენერგია და ბნელი ქაოსისა და სიბრმავის აჩრდილი დაჰქრის სამყაროში"3 (M. 571) იქვე კიდევ უფრო დიდი შემართებით კითხულობს: „ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილი სამყაროში ადამიანმა შემოიტანა?"4

   ჩვენი მხრივ დავძენთ: არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა ამის თქმა. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ადამიანის დაცემის შემდეგ გახდა ამგვარი ხრწნადი. ხოლო ბუნებრივ მეცნიერებებს პრინციპულად არაფრის თქმა შეუძლიათ, ვინაიდან ამავე ხრწნადი სამყაროს დაკვირვებებსა და ცდებს ეყრდნობიან და არა ჭეშმარიტ გამოცხადებას. მხოლოდ წმიდა მამათა გამოცდილებას, მხოლოდ ღვთაებრივ გადმოცემას შეუძლია აუწყოს ადამიანს, როგორი იყო სამყარო დაცემამდე. სწორედ ეს გამოცხადება არაორაზროვნად ცხა-დყოფს, რომ ხრწნა და სიკვდილი არ არსებობდა პირველქმნილ სა-მყაროში.

   მ. ა. მიიჩნევს, რომ სიკვდილი ცოცხალ არსებათა სტრუქტურაშია ჩა-დებული. „თუმცა სიცოცხლე ეწინააღმდეგება სიკვდილს, ქმნის რა რთულ სისტემებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა სტრუქ-ტურული შრიფტით, კაცობრიობა მაინც ხარკს უხდის სიკვდილის მოლოქს. უფრო მეტიც, არსებობისთვის ბრძოლაში ადამიანები ჭამენ ერთმანეთს".5 (M. 595).

  ამგვარი სავალალო მდგომარეობა მ. ალექსანდრე აზრით, სამყაროში თავიდანვე არსებობდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ღმერთია ხრწნი-ლებისა და სიკვდილის შემქმნელი? შემოქმედისათვის ამის დაბრალე-ბისაგან თავდაღწევას მ. ა. მენი შემდეგნაირად ცდილობს: „ერთადერ-თი, რასაც უტყუარად გვაუწყებს რწმენა და გამოცხადება ისაა, რომ უშუალოდ ღმერთს არ შეეძლო ბრძოლისა და ხრწნის შექმნა, რომ-ლითაც მოფენილია სამყაროს ისტორია".(M 594). 

   მაგრამ რწმენა და გამოცხადება სულ სხვა რამეს გვაუწყებს. მოწინა-აღმდეგე ძალების ზემოქმედება ამ სამყაროში ღვთისაგან გარკვეულ-წილად დაშვებულია. „დაშვებულია" იმას ნიშნავს, რომ სამყაროში ყოველგვარი დამახინჯებისა და ნგრევის მიზეზი მხოლოდ ბოროტი ძალებია. ღმერთი ნაწილობრივ უშვებს მათ ქმედებას, მაგრამ საბო-ლოოდ ყველაფერს ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს. ბოროტ ძალთა სრული მორჩილება და შეზღუდულობა მკაფიოდაა წარმოჩენილი ბიბლიაში. სახელდობრ, იობის წიგნში სატანა იძულებულია სთხოვოს ღმერთს, რომ ავნოს იობს. ღმერთიც გარკვეულწილად უშვებს ბო-როტების აღსრულებას იობზე, რათა ამით კიდევ უფრო განადიდოს წმინდანი. მართალი იობი უბედურებებისა და ეშმაკის ათასგვარი ხრიკების მიუხედავად ღვთის ერთგული დარჩა.

   ამას ნიშნავს ტერმინი „დაუშვა". ღვთის ყოვლისშემძლეობა სულაც არ კნინდება ბოროტი ძალების არსებობით. აბსოლუტურად სხვა აზრია განვითარებული მ. ა. მენის სიტყვებში: „ღმერთს უშუალოდ არ შეეძლო შეექმნა...", ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს გახრწნილების „ავტორი" მაინც ღმერთია, ხოლო „მოწინააღმდეგე ძალები" თითქოს შემოქმედის შუამავლებია ამ „ბინძურ" საქმეში. ეს ძველი ერესების მსგავსი ცრუსწავლება, ოღონდ შენიღბული სახით: ღმერთი ბორო-ტების შემქმნელია, ხოლო ბნელი ძალები - მისი „ასისტენტები". სად ჩანს აქ ღვთის ყოვლისშემძლეობა?! უფრო „ბოროტი" და „კეთილი" ღმერთების თანასწორობაა გამოხატული.

  მ. ალექსანდრე ამბობს, რომ არსებობს ერთგვარი „ღვთივმბრძოლი ქაოსი". (M 587), რაღაც „ქმნილება ეწინააღმდეგება ღვთაებრივ განგე-ბულებას, სამყაროს წეს-წყობის განადგურებას ლამობს".7 (M 583).

   მ. ა. მენის აზრით, სწორედ ამ ქმნილებამ „აამღვრია წყალი" შექმნის პირველ დღეს და არია ახლახან შექმნილი სამყარო.

  აქ აშკარად დარღვეულია დოგმატი ღმერთის ყოვლისშემძლეობის შესახებ. წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ ღმერთია ყოველივე ზეციურის და ამქვეყნიურის შემქმნელი. მაგრამ მ. ა. მენის სწავლებით „რაღაც ძალას" აქვს უნარი დაარღვიოს ღვთის შექმნილი ჰარმონიული სამყარო.

  როგორც ჩანს, მ. ალექსანდრე გრძნობს მართლმადიდებლობასთან თავისი შეხედულებების შეუთავსებლობას. სხვა ნაშრომში ავტორი ჩქარობს დაგვარწმუნოს, რომ ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა ამ შე-მთხვევაში თვითნებურად ზღუდავს თავის შესაძლებლობებს ქმნილ არსებათა თავისუფლების გამოხატვისათვის". (M582).

  რა უნდა ითქვას ამაზე? ის, რომ მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ღვთაებრივის შემცირება (კენოზისი) ნივთიერ სამყაროში ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ შეინიშნება. ღვთის ყოვლისშემძ-ლეობა ამით არანაირად არ მცირდება. ხოლო მ. ა. მენის სწავლების თანახმად, ჯერ კიდევ ადამიანის დაცემამდე ღვთივმბრძოლი საიდ-უმლო ძალები ერევიან სამყაროს არევაში.

   ყველაზე სავალალო მ. ა. მენის სწავლებაში გახლავთ ის, რომ ქრება იდეა - ცოდვაა ბოროტების სათავე, მიზეზი. ავტორის აზრით, სამყარო შექმნისთანავე განწირული იყო ნგრევისა და დაღუპვისათვის და ის ადამის შექმნამდე შეიქნა სათამაშო ქაოსის ბნელი ძალებისათვის (ანუ სატანისათვის).

 

 

 

1М. 335. Таинство, слово и образ. 1980 გვ. 67. Жизнь с Богом.

2584. Магизм и единобоисие. 1971. Жизнь с Богом.

3А. Мен. Вестники царства Боисия. 1972.

4იქვე.

5იქვე.

6M594.

7А. Мен. Магизм и единобоисие. გვ. 89. 1971. изд-Жизнь с Богом.

 

 

 

 

 

 

Пр. С. Антиминсов. „Пр. А. Мен как коментатор священного Писания". 

 

თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 




უკან დაბრუნება