მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მეცნიერული არაკეთილსინდისიერება მ. ა. მენის ნაშრომებში)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მეცნიერული არაკეთილსინდისიერება მ. ა. მენის ნაშრომებში)


16-04-2015, 21:16

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მეცნიერული არაკეთილსინდისიერება მ. ა. მენის ნაშრომებში)

 

 

   ეკლესიის სწავლებასთან მ. ა. მენის კიდევ ერთი შეუთავსებლობა გა-ხლავთ მისი მეცნიერული არაკეთილსინდისიერება. ავტორი არწმუ-ნებს მკითხველს, რომ მის წიგნებში „არაფერია ისეთი, რაც პირველ-წყაროს და თანამედროვე მკვლევართა დასკვნებს არ ეფუძნება".1 (M. 16). არადა ავტორი საკმაოდ ხშირად და შეგნებულად ამახინჯებს პირ-ველწყაროებს. მ. ა. მენი ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ მართლ-მადიდებლურ სწავლებასთან მისი უთანხმოება მკაცრი მეცნიერული კვლევის შედეგია. თითქოს თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ბიბლიას ისე უნდა მიუდგე, როგორც ამას მ. ა. მენი აკეთებს. ეკლესიის შეხედულებები დრომოჭმულ სწავლებად ირაცხება და ჭე-შმარიტების სიყვარულის გამო მას უნდა გავემიჯნოთ. მ. ა. მენი აცხა-დებს: „ჩვენი რელიგიური ვალდებულება უფრო მეტად ჭეშმარიტების ძიებაში მდგომარეობს, ვიდრე იმაში, რომ რაიმენაირად შევინარჩუ-ნოთ ძველი წარმოდგენები" (M 15).

   შეესაბამება კი ეს მოსაზრება სიმართლეს? პირიქით, ის მეცნიერული კვლევები, რომლებსაც მ. ა. მენი ეყრდნობა, დიდი ხანია მოძველდა. მრავალი მათგანი XX ს. დასაწყისშივე უარყვეს საღვთისმეტყველო მეცნიერებმა.

   განვიხილოთ ერთი მაგალითი.

  ცნობილმა გერმანელმა ასირიოლოგმა ფ. დედიჩმა 1902 წელს დაწერა წიგნი „ბაბილონი და ბიბლია". მისი ძირითადი შინაარსის თანახმად, ბიბლიის „შესაქმის" პირველი თერთმეტი თავის მოთხრობა სამყაროს შექმნის, სამოთხეში პირველი ადამიანის ცხოვრების, ცოდვით დაცე-მისა და წარღვნის შესახებ, ბიბლიის ავტორმა ძველი ბაბილონური მითებისა და ლეგენდებიდან აიღო. დედიჩის აზრით, ბაბილონის „ღმერთების" შეჯახების შედეგად დაირღვა პირველყოფილი წესრიგი სამყაროში.

   რა თქმა უნდა არ ღირს იმის მტკიცება, რამდენად აღემატება ბიბლ-იური ისტორია ბაბილონურ ბოდვებს. ის ხომ დიდი ხანია უარყო მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებამ. მიუხედავად ამისა, მ. ა. მენი თავის კომენტარებში დედიჩის კვალდაკვალ იმეორებს აზრს, რომ შესაქმეთა წიგნის თერთმეტი თავი ბაბილონური მითოლოგიის გადამუშავებული ვერსიაა, რომ სამყაროს შექმნის პირველ დღეს „ქა-ოსის ძალები" არცთუ უშედეგოდ ებრძოდნენ ღმერთს და მისთანანი. მსგავს „სიბრძნეს" არაერთგზის გამოთქვამს მ. ა. მენი ნაშრომებში. ეს ეკლესიის სწავლებასთან ერთ-ერთი მკაფიო შეუთავსებლობაა.

   მართლმადიდებლებს მტკიცედ გვწამს, რომ ბიბლიის ტექსტი ღვთა-ებრივი სიტყვაა და არა მითოლოგია. ბიბლია ჭეშმარიტად ღვთაებ-რივი გამოცხადების წიგნთა კრებულია. ღირსი იოანე კრონშტად-ტელის სიტყვით, „წმიდა წერილი მთლიანად ღვთივგანბრძნობილია, როგორც მოციქული ამბობს, ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა. მასში არ არიან გამოგონილი პირები, მასში არ არის ზღაპრები. თუმცა არის იგავები, სადაც უზუსტესი ამბებია გადმოცემული და არა საკუთარი მონათხრობები. ღვთის სიტყვა ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი ჭე-შმარიტებაა. თუ მის რომელიმე ისტორიას, გამონათქვამს, სიცრუედ მიიჩნევ, მაშინ სცოდავ მთელი წმიდა წერილის ჭეშმარიტების წინა-აღმდეგ, ხოლო პირველსაწყისი ჭეშმარიტება თავად ღმერთია".2

    მ. ა. მენისთვის კი პირიქითაა. ბიბლიაში, მეტწილად ძველ აღთქმა-ში, ყველაფერი არ არის უდავო ჭეშმარიტება. მისი აზრით, ისტო-რიული ხასიათის მონათხრობები გაჯერებულია ლეგენდებითა და მითებით. ერთი შეხედვით მენი არ უარყოფს, რომ ბიბლიური ისტ-ორიის საფუძველში ღვთივსულიერი ხასიათის ამბებია წინასწარმე-ტყველთა მიერ გადმოცემული, მაგრამ... ის მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ბიბლიის პირველადი მონათხრობი, ისტორიები „მოც-ული იქნა" სხვადასხვა მითებით. თავისი კომენტარების ამოცანასაც სწორედ იმაში ხედავს, რომ გამოიკვლიოს ბიბლიის „ისტორიული საფუძვლები" და გამოყოს მისგან „ფანტაზიური" ელემენტები. რა დაემართება ბიბლიის ისტორიას ამგვარი „გამოყოფის" შედეგად, მ. ა. მენის „მეცნიერული კომენტარების" მცირე ფრაგმენტითაც ნათლად წარმოჩნდება. მისი განმარტების თანახმად, შესაქმეთა წიგნის პირვე-ლი თერთმეტი თავი მხოლოდ ლეგენდაა, ძველი ბაბილონური მით-ოლოგიაა. გამოდის, რომ ადამი და ევა არა კონკრეტული პიროვ-ნებები, არამედ კრებითი სახეებია. საერთოდ, მ. ა. მენის აზრით, ბი-ბლიის უტყუარი ისტორია მხოლოდ აბრაამიდან იწყება. აქაც ხედავს იგი ლეგენდების ნაზავს. მაგალითად, სამი პატრიარქის - აბრაამის, ისააკისა და იაკობის ისტორიაში მესოპოტამიიდან პალესტინაში მი-გრაციის მხოლოდ ორ ისტორიას აღიარებს. ამგვარი „განმარტების" თანახმად, ისააკი საერთოდ არ ყოფილა ისტორიული პიროვნება.

  ბიბლიურ სასწაულებში მ. ა. მენი ზებუნებრივს ვერაფერს ამჩნევს. ეგვიპტური სასჯელები მისთვის მხოლოდ სტიქიური უბედურებებია, ზეციური მანანა - აბსოლუტურად ამქვეყნიური მოვლენაა, წითელ ზღვაზე სასწაულებრივი გადასვლა რისკიანი მოგზაურობაა ჭაობზე და ა.შ. საერთოდ, ყოველივე, რაც ბიბლიურ სასწაულებს უკავშირდება მ. ა. მენის აზრით, მხოლოდ „ძველი პოეტური ტრადიციის" მოზღვვე-ბაა, ა. ალექსანდრე კი ცდილობს მის გაბათილებას.

   ბიბლიის მსგავსი განმარტება გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ ზეგა-ვლენისა, რაც, ეტყობა, მოახდინა ავტორზე დასავლურმა „ბიბლიურმა კრიტიკამ". მას, ჩვენდა სამწუხაროდ, მენი ერთადერთ მტკიცებულე-ბად აღიარებს.

 

 

 

 

 


 

 

1М. А. Мен. Сын человеческий. 1990. журн. (Московский комсомолец)

2Св. И. Кронштадский. Моя жизнь во Христе. Т2. გვ. 102.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Пр. С. Антиминсов. „Пр. А. Мен как коментатор священного Писания". 

 

თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 



უკან დაბრუნება