მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მ. ა. მენი - ძველი აღთქმის კომენტატორი)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მ. ა. მენი - ძველი აღთქმის კომენტატორი)14-04-2015, 20:13 |
მამა ა. მენის ბიბლიური კომენტარები საკმაოდ პოპულარულია თან-ამედროვე ლიბერალებში. მისი მსოფლხედვისა და ღვთისმეტყველე-ბის საწყისი პრინციპი მეტად აშფოთებთ მართლმადიდებელ ქრის-ტიანებს. მ. ა. მენის აზრით, ბიბლია, პირველ ყოვლისა, „ადამიანური სიტყვაა", წარსულის ჩვეულებრივი ისტორიულ-ლიტერატურული ძე-გლია, ისეთივე, როგორიც ვთქვათ, დანტეს „ღვთაებრივი კომედიაა". შესაბამისად, მამა ალექსანდრე ბიბლიის შესწავლის პროცესში გადა-მწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ცოდნას: ფილოლოგიას, ისტორიასა და არქეოლოგიას. ამ მეცნიერებათა სრულ კომპლექსს, რომელსაც ა. მენი მიმართავს წმიდა წერილის შესწავლისათვის, პრო-ტესტანტიზმისგან ნასესხები „ბიბლიის კრიტიკა" ეწოდება. მისი გან-საზღვრებით, ესაა „მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბიბლიას, ვით ლიტერატურულ ნაწარმოებს".1 (M. 486-487). უკვე ამ საწყის პრინციპში ა. მენი ძლიერ შორდება ეკლესიის პოზი-ციას. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ბიბლია ღვთის სიტყვაა ანუ სამყაროში ერთადერთი წიგნია, რომლის ავტორი არის თვით ღმერთი. ცხადია, ბიბლიის ყველა წიგნს ადამიანის სახით ჰყავს თავისი ავტორი. წინასწარმეტყველები ან მოციქულები, მათი მნიშვნელობა შემოიფ-არგლება იმით, რომ ადამიანისთვის გასაგებად გამოთქვეს ღვთაებ-რივი გამოცხადების შინაარსი. ეს ავტორები ინარჩუნებენ თავისუ-ფლებას ღვთივშთაგონებული აზრის გამოხატვისას. მათ არ ერთმევათ თავიანთი ადამიანური ცოდნა, მაგრამ ბიბლიაში „ადამიანური მხარე" ღვთაებრივ შინაარსს ემორჩილება. წმ. პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ წმიდა წერილი სწორედაც ღვთის სიტყვაა და არა ად-ამიანისა (1 თეს. 2. 13). ბიბლიის იდეური შინაარსი ეკუთვნის ღმერთს, ხოლო აზრის გამოხატვის საშუალება ადამიანს. სწორედ ამაში მდგო-მარეობს ბიბლიის ღვთივსულიერი პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ბიბლიის ნებისმიერი კვლევი-სას ადამიანური ფაქტორი უნდა ემორჩილებოდეს ღვთაებრივს. მარ-თლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში არსებობს ბიბლიის განმარტე-ბის სააზროვნო კულტურა. მისი ძირითადი პრინციპის თანახმად, წმიდა წერილი მხოლოდ წმ. გადმოცემისა და წმიდა მამების სწავლ-ების მიხედვით უნდა განიმარტოს (VI მსოფლიო კრების 19 კანონი). ეს არ არის რაიმე „შეზღუდულობის", „დესპოტიზმის", ან მოშურნეობი-თი სიგიჟის გამოხატულება. ეს წმიდა წერილის ღვთივსულიერი პრინციპის ბუნებრივი შედეგია. სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით შეადგინა წმიდა წიგნი (ბიბლია). სულიწმი-დამ წმ. მამათა მეშვეობით განმარტა ის. ამრიგად, ბიბლიის ნებისმიერი კვლევა, რომელიც არ არის აღიარე-ბული ეკლესიის მიერ, უსაფუძვლო და მიუღებელი, პირდაპირ ვთქვათ, ბიბლიის ჭეშმარიტი ავტორის - სულიწმიდის გამოცხადებას მოკლებულია, რაც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მკვიდრ-ობს. სწორედ ამგვარი აზროვნების კულტურა არ იგრძნობა მ. ა. მენის ნაშ-რომებში. ვის არ მოუხმობს ავტორი ბიბლიის ტექსტების განმარტებას. წმიდა მამების: იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნოსელის გვერდით აშ-კარად ერეტიკოსებიცაა მოხმობილი - თეოდორე მოფსუეტელი, პელა-გი, ფილოსოფოსები, მრავალ საღვთისმეტყველო საკითხში რომ ცდე-ბოდნენ: პროტ. ს. ბულგაკოვი, ნ. ბერდიაევი და სხვ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ავტორის ფართო ერუდიციაზე მეტყველებს, მაგრამ საგან-გაშო ამ მიდგომაში გახლავთ ის, რომ ბიბლიის განმარტებისას მ. ა. მენი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებს ერთი და იმავე ავტორი-ტეტს, ფასს ანიჭებს. ეს კი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით აბსოლუტურად მიუღებელია.
1А. Мен. Как читать Библию: Руководство к чтению кним Ветхого Заве-та. 1981. გამომც. „Жизнь с Богом".
Прот. С. Антиминсов. „Пр. А. Мен как коментатор Священного Писания".
თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |