მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გამოვცადოთ საკუთარი სინდისი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

გამოვცადოთ საკუთარი სინდისი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


3-05-2015, 00:03

გამოვცადოთ საკუთარი სინდისი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

  სახიერმა ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს მიანიჭა სინდისი – პირველი საღვთო სჯული. ღმერთმა სინდისი ადამიანების გულებში ღრმა ხაზებით ამოკვეთა. და მას შემდეგ თითოეული ადამიანი მე-მკვიდრეობით იღებს მას. თუკი ადამიანი რაიმეს არასწორად აკეთ-ებს, მაშინ სინდისი, რომელიც მის არსებაში მუშაობს, ამხელს და სინანულისკენ უბიძგებს. მაგრამ აუცილებელია, რომ სულიერი მოღ-ვაწეობა სწორედ წარიმართოს, და გამუდმებით იცდებოდეს სინდი-სი, რათა მისი ხმის გაგონება, მისი მოსმენა ყოველთვის შეიძლე-ბოდეს. თუ საკუთარ სინდისს არ აღზრდის, ადამიანს არც სულიერი წიგნების კითხვა არგებს რამეს და არც წმიდა მამათა რჩევები. თუ საკუთარ სინდისს არ გამოცდის, ის ვერც საღვთო მცნებების დაცვას შესძლებს.

   – წმიდაო მამაო, განა შეიძლება, რომ სრულიად ვერ ხედავდე საკ-უთარ სულიერ მდგომარეობას და ვერ ამჩნევდე, რომ გზას ასცდი?

   – თუკი ადამიანი სინდისის ხმას არ მისდევს და არ განწმენდს მას, მისი სინდისი ლექის ფენით იფარება და უგრძნობი ხდება. ის სცო-დავს და თავს ისე გრძნობს, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს აკ-ეთებს.

   – წმიდაო მამაო, თუ შეიძლება გვითხარით, როგორ უნდა ვზრუ-ნავდეთ სინდისის გამოსაცდელად?

  – იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად მივდევთ თუ არა საკუთარი სინდისის ხმას, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ თავს და ყველაფერს ვეუბნებოდეთ სულიერ მოძღვარს. ხომ შეიძლება, სა-კუთარი სინდისის დათრგუნვის შედეგად ვთვლიდეთ, რომ ყველაფ-ერი წესრიგში გვაქვს, ანდა შესაძლოა, დამახინჯებული სინდისიდან გამომდინარე, ადამიანი საკუთარ დანაშაულს ქველმოქმედებად მიიჩ-ნევდეს. ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტის-მეტად მგრძნობიარე აქვს.

   – წმიდაო მამაო, მე შინაგანად განვიკითხავ სხვებს და ამით საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ. იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ უგრძნობლად გადავიქეცი?

   – დიდი ყურადღებაა საჭირო. როდესაც ადამიანი პირველად სცოდ-ავს, მას შინაგანად რაღაც ამხელს და ის ამას განიცდის. როდესაც ამ ცოდვას გაიმეორებს, ნაკლებად ამხელს სინდისი, ხოლო თუ ის უყ-ურადღებოა და ცოდვის ქმნას განაგრძობს, მისი სინდისი ქვავდება. მაგალითად, თუ ვინმეს რაიმე დანაშაულისთვის შენიშვნას აძლევ, იგი იმისათვის, რომ სინდისის ქეჯვნა არ იგრძნოს და არ შეშფოთდეს, საუბრის თემას ცვლის, სწორედ ისე, როგორც ინდუსები ნირვანაში იძირებიან. ერთმა ყმაწვილმა ჰიმალაის მთებში ხუთი იტალიელი ალპინისტი მოკლა, მიწაში დაფლა და ცნობიერების მოსაკრებად ვა-რჯიში დაიწყო. ის მიწაზე დაჯდა და ორი საათის განმავლობაში იმეორებდა – „ხე–ხე–ხე", რათა „სულიერი ვაკუუმიდან" გამოსულიყო, მომხდარი დაევიწყებინა და გონება არ შეშფოთებოდა. დავუშვათ, მე რომელიმე დას ჩადენილი თვითნებობის გამო ვსაყვედურობ. თუკი ეს და სულიერად სწორედ არ იღწვის და გამოსწორებას არ ცდილობს, ჩემი ზრუნვის სამაგიეროდ მას შეუძლია თქვას – „დღეს საღამოს მწუხრის ზარს ადრე დავრეკავ"! – მხოლოდ იმისთვის, რომ საუბრის თემა შეცვალოს. მერე კი ეშმაკი დაახვევს თავბრუს და ეუბნენა – „ნუ შეშფოთდები, ეს ხომ იმისთვის უთხარი, რომ ის არ განერვიულე-ბულიყო". ეშმაკი პოულობს მის გასამართლებელს და იმის მაგიერ, რომ აღიაროს: "ეს იმისთვის გავაკეთე, რომ სინდისის ხმა ჩამეხშო", ის თავს იმართლებს და ამბობს – „ეს მე იმისთვის გავაკეთე, რომ ბერი არ განერვიულებულიყო". ხედავ რას აკეთებს ეშმაკი?! დახვეწილი სამუ-შაოა! ის მანქანის სახელურს სხვა სიჩქარეზე გადართავს, რომ ჩვენ საკუთარი დანაშაული ვერ დავინახოთ.

   – წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანი თავის უმნიშვნელო შეცდომებს ამჩნევდეს, მაგრამ უხეშ შეცდომებს ვერ ხედავდეს?

   – როგორ არ შეიძლება! ნაცნობი მღვდელი ერთი შემთხვევის შესახებ გვიამბობდა: ერთი ქალი, რომელიც მასთან აღსარებაზე მივიდა, უნუ-გეშოდ მოთქვამდა, ტიროდა და ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: „მე მისი მოკვლა არ მინდოდა" – „მომისმინე – ამშვიდებდა მღვდელი, – თუკი სინანული გაქვს, ღმერთი ცოდვას შეგინდობს, მან ხომ მონანულ დავითს შეუნდო!" – „ხო, ხო, მაგრამ ეს მე არ მინდოდა!" – იმეორებდა იგი. – „როგორ მოკალი?" ფრთხილად ჰკითხა მღვდელმა. – „აი, ასე: მტვერს ვწმენდდი, უნებურად ჩვარი მოვიქნიე და მოვკალი, არ მინდოდა ამ ბუზის მოკვლა!" და ამ ყველაფერთან ერთად ეს პიროვნება ღალატობდა ქმარს, მან მიატოვა შვილები, დაანგრია ოჯახი და კაცმა არ იცის, სად ცხოვრობდა. მაგრამ ყოველივე იმაზე, როგორც სრულიად უმნიშვნელო რამეზე, ისე ყვებოდა. – „ამ ყველაფრისთვის ეპიტემიას იმსახურებთ"! – უთხრა მას მღვდელმა, როდესაც მისი "გმირობების" შესახებ შეიტყო. – „და რატომ ვიმსახურებ ეპიტემიას ამ ყველაფრისთვის?" – იკითხა მან. აბა მითხარი, ასეთი ადამიანის შე-ცვლა შესაძლებელია?!

 

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი  



უკან დაბრუნება