მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიკეთე ქრისტეს სიყვარულით უნდა ვაკეთოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
სიკეთე ქრისტეს სიყვარულით უნდა ვაკეთოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)6-05-2015, 08:47 |
– წმიდაო მამაო, როდესაც მომავალ მძიმე წლებზე ვფიქრობ, შიში მიპყრობს. – რისი გეშინია? იქნებ ჯოჯოხეთში მოხვედრა და ეშმაკთან ერთად ტანჯვა გაშინებს? გაგიგებდი, ასე რომ გეთქვა „ქრისტე ჩემო, დამე-ხმარე, რომ სამოთხის ღირსი გავხდე, რათა ტკივილი არ მოგაყენო, შენთვის ხომ მეტისმეტად მძიმე იქნება იმის ხილვა, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩემთვის გააკეთე, მე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდე?!" მაგრამ იმის სურვილი, რომ სამოთხეში მოხვდე მხოლოდ იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო კარგად, ღვთისმოსაობა არ იგრძნობა. ამას იმისათვის არ ვამბობ, რომ ჩვენ მოვდუნდეთ, უსასოოდ ვიცხოვროთ და ჯოჯოხეთი დავიმსახუროთ. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ადამიანის არსებაში ჩნდება მისწრაფება: „სიკეთეს გავაკეთებ, რომ სამოთხის გარეთ არ დავრჩე". მაგრამ თუ ღვთისმოსაობა გაქვს, ასე ვიფიქრებთ: "რამდენი უბედური ადამიანია ირგვლივ, რომელთაც ცხოვრებაში მცირეოდენი ჭეშმარიტი სიხარულიც კი არ განუცდიათ და ჯოჯო-ხეთში უნდა იტანჯონ, მე კი საკუთარ თავზე ვიფიქრო"?! გულახ-დილად გეტყვით: მე ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, ჯოჯოხეთში მოვხ-ვდები თუ სამოთხეში, საკუთარი თავი უკვე გვერდზე გადავდე. სამოთხეში მოხვედრაზე ფიქრი განა იმიტომ არ მაწუხებს, რომ ქრისტესთან ყოფნა არ მინდა, არა! მაგრამ მე მიზნად არ ვისახავ, სიკეთე იმისათვის ვაკეთო, რომ მერე ამის საფასურად სამოთხე შევისყიდო. მე ვამბობ: „შენ რომც უარმყო მე, ქრისტე ჩემო, არ მეწ-ყინება, მე ხომ სამოთხის ღირსი არა ვარ". დღეს ჩვენი ცხოვრება უსიხარულო და მძიმეა, იმიტომ, რომ ღვთი-სმოსაობა და გმირობა შემცირდა. თვით სულიერი ადამიანებიც კი მეწვრილმანე ვაჭრებივით ცხოვრობენ და იქამდე მდაბლდებიან, რომ მოჩვენებითი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ, რომ ცხოვრებას ყოველგვარი სიამოვნება გამოგლიჯონ, ვიდრე ყოვ-ელივე ეს ცოდვაში არ გადაიზრდება. „ეს უკვე არის ცოდვა, თუ ჯერაც არ არის ცოდვა? – გამოითვლიან ისეთი ადამიანები, – არა, ეს ჯერ კიდევ არაა ცოდვა, ასე რომ, შემიძლია მისით დატკბობა." მაგალითად მარხვისადმი მათ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: „აჰა, ხვალ პარას-კევია, ასე რომ შემიძლია ღამის თორმეტ საათამდე ხორცი ვჭამო, მოიტა ვჭამოთ, თორმეტის შემდეგ აღარ შეიძლება, უკვე მეორე დღე იწყება და ცოდვას ჩავიდენთ". ანუ ასეთ ადამიანებს სურთ მიწიერი ცხოვრებითაც დატკბნენ და არც სამოთხეს მოაკლდნენ. სწორედ ასევე მეწვრილმანე ვაჭრებივით ეკიდებიან ისინი ცოდვისა და ჯოჯოხეთის სატანჯველის საკითხს. თუმცა ღვთისმოსაობით რომ განსჯიდნენ, მაშინ საკუთარ თავს ამას ეტყოდნენ: „ქრისტემ ჯვარცმა და ამდენი ტანჯვა დაითმინა ჩემთვის! როგორ უნდა გავბედო და ჩემი ცოდვილი ქმედებებით კვლავ ვტანჯო იგი?! მე ჯოჯოხეთის სატანჯველი არ მსურს – არა რაიმე სხვა მიზეზით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ძალმიძს ავიტანო ტანჯვა ქრისტესი, რომელიც ჯოჯოხეთში მნახავს." სიკეთეს იმ ანგარიშით ნუ გავაკეთებთ, რომ სამაგიეროს მოგვიზღ-ამენ, არამედ ქრისტეს სიყვარულით ვიღვაწოთ. ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ სუფთა იყოს და ქრისტესათვის კეთდებოდეს. ყურადღებით ვიყოთ, რომ ჩვენს საქციელში ადამიანური საწყისი, გამორჩენა და მრუდე სიტყვა არ იფარებოდეს, გვახსოვდეს, რომ ქრისტე გვხედავს, თვალყურს გვადევნებს და ვეცადოთ, რომ არ ვაწყენინოთ მას. სხვა-გვარად ჩვენი სიყვარული და ჩვენი რწმენა ერთიანად დაინგრევა. თუ ყველაფერს, რასაც სულიერი ცხოვრებისათვის ვაკეთებთ – მარ-ხვას, მოღვაწეობას, მღვიძარებას და ამისთანებს ყურადღებით დავაკ-ვირდებით, აღმოჩნდება, რომ (ყველა ამ საშუალებით) განმტკიცდება ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც. ვიღაც მოღვაწეობისას მაგარ საწო-ლზე იძინებს, ექიმებიც ამას გვირჩევენ: „მაგარზე იძინე იმიტომ, რომ რბილზე მავნებელია". ვიღაც მეტანიებს ასრულებს? კუნთების გასა-მაგრებლად ბევრი ფიზკულტურითაა დაკავებული. ვიღაცას ცოტა სძინავს? ბევრი ძილი ხომ ათაყვანებს ადამიანს. განა არ იტყვით ხოლმე – „ეს კაცი ძილისგუდაა, ის კი ფხიზელია და მთქნარება არ უყვარს". ანუ – სულიერი ვარჯიშები, რომელსაც ადამიანი ასრულებს, მის ჯანმრთელობასაც რგებს. ამასთან თავშეკავებას მისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. განა ვინც სამეცნიერო კვლევითა და მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, არ ცდილობს რომ გონება არ დაებინდ-ოს და ყოველთვის საღად აზროვნებდეს?! რა თქმა უნდა, ჩვენი მო-ნაზვნური თავშეკავების მიზანი ეს არ არის; არამედ მხოლოდ ეს ერთი შედეგი სულიერი ვარჯიშისა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, არის ის სიკეთე, ერის ადამიანები რომ ესწრაფვიან. ჩვენ აღვასრულებთ სუ-ლიერ ღვაწლს და მისი საშუალებით ხორციელ ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებთ.
წმიდა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |