მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნებსით შეცოდებანი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
ნებსით შეცოდებანი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)26-04-2015, 00:01 |
ნებსით შეცოდებების მიმართ უდიდესი ყურადღება გვმართებს, რა-დგანაც ჩვენი ნება არის სწორედ ის, რასაც ღმერთი შეხედავს. (ჩვენი განსჯისას). უნებურად აღსრულებული ცოდვები ნაკლებად მძიმეა. ზოგიერთ ცოდვას შემამსუბუქებელი გარემოებებიც ახლავს, მიუხე-დავად იმისა, რომ ის მაინც ცოდვად ითვლება. გარდა ამისა: თუ უნებურად შევცოდავთ, ღმერთი ყველაფერს ისე მოაწყობს, რომ ჩვენივე შეცდომა სასიკეთოდ წაგვადგება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სიკეთისთვის ცოდვის ქმნა აუცილებელი იყო; უბრალოდ, ღმერთი ჩვენს შეცდომას სასიკეთოდ იყენებს, რადგანაც ცოდვა უნებურად აღვასრულეთ. მაგრამ, თუ ცნობიერად ჩადენილ ცოდვას ვნანობთ, ჩვენ თავადვე გვმართებს ლოცვა იმისათვის, რომ ამ ცოდვას შედეგად რაიმენაირი ბოროტება არ მოყვეს. – წმიდაო მამაო, როგორ გადარჩება ის ბერი, რომლის შესახებაც „ევ-ერგეტინოსშია" მოთხრობილი?! ის ათი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ცოდვაში ვარდებოდა, მაგრამ ყოველდღე ინანიებდა მას. – ხსენებული ბერი რამდენიმე ცოდვას იყო დამონებული, ანუ – შე-პყრობილი ამ ცოდვის მიერ. მას ცუდის ჩადენა არ უნდოდა, მაგრამ შეწევნას ვერ იღებდა, მას ბოროტებისკენ უბიძგებდნენ. ამიტომაც უფლება ჰქონდა საღვთო შეწევნა მიეღო. ის იბრძოდა, ცდილობდა, იგი გულწრფელი სინანულით იყო აღსავსე და ბოლოს და ბოლოს ღმერთმა აცხონა იგი. ხედავ როგორ ხდება?! შესაძლოა ადამიანს კეთილი განწყობა ჰქონდეს, მაგრამ თუ ბავშვობაში არავინ დაეხმარა და ბოროტმა იმძლავრა მასში, ფეხზე წამოდგომა გაუჭირდება. ადა-მიანი წამოდგომას ცდილობს და კვლავ ეცემა, მერე ისევ წამოდგება... ანუ ის იბრძვის. ღმერთი ასეთ ადამიანს არ დატოვებს. ეს საბრალო ხომ მცდელობას არ აკლებს, ღვთისაგან შემწეობას ითხოვს და ცოდვას ბოროტის განუზრახველად აღასრულებს. მაგალითად, ადამიანი გზაზე გამოდის ისე, რომ ცოდვის ქმნა განზრახული არა აქვს, მაგრამ ამ გზაზე საცდური ხვდება და ის ცოდვაში ვარდება. ამის შემდეგ ის ინანიებს, ცდილობს ცოდვისგან დაიხსნას თავი, მაგრამ მას ზურგს უკან კვლავ ხაფანგს უგებენ. ისიც საბრალო მასში ებმება და უკვე განწყობილი ამ ბოროტებისადმი კვლავ ეცემა და კვლავ ინანიებს. ასეთ ადამიანს ბრალის შემამსუბუქებელი გარემოება აქვს, მას ხომ რაიმე ცუდის აღსრულება არ სურს, მაგრამ ცოდვა იტაცებს და მერე ნანობს ხოლმე. მაგრამ თუ ვინმე იტყვის: „მიზნის მისაღწევად უსა-მართლობის ჩადენაა საჭირო, ხოლო კიდე უფრო მეტს რომ მივაღწიო, უმეტესი მზაკვრობა მჭირდება" – ან ამის მსგავს რაიმეს მოიმიზეზებს, მაშინ მისი ცოდვა წინასწარგანზრახულია, მან იცის რასაც აკეთებს. ანუ ასეთი ადამიანი ცოდვას წინასწარ განიზრახავს და ეშმაკთან ერთად ამა თუ იმ ცოდვის აღსასრულებელ პროგრამას ადგენს. ეს კი უკვე მეტისმეტად საძრახისი რამ არის, რადგანაც ცოდვა წინასწარ არის მოფიქრებული და განზრახული. ასეთი ადამიანი განსაცდელში კი არ ვარდება, არამედ ცოდვის აღსრულებას თვით მაცდურთან ერთად განიზრახავს. ის საღმრთო შეწევნას ვერასოდეს მიიღებს, რა-დგანაც ამას არ იმსახურებს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ადამიანები მოუნანიებელნი კვდებიან. ან თუნდაც ისინი, ვინც სინანულს სიბერეში გადადებენ ხოლმე, რად არიან დარწმუნებულნი, რომ სინანულს მოასწრებენ და სიკვდილი ადროვებს მათ?! მახსენდება ერთი მოიჯარე, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ამბობდა ხოლმე – „როდესაც დავბერ-დები, იერუსალიმში წავალ, იორდანე – მდინარეზე განვიბანები და ყველა ჩემი ცოდვა აღიხოცება". და ის ძველებურ ცხოვრებას განაგრ-ძობდა, ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ცოდვის აღსრულება აღარ შეე-ძლო, – ძლივსღა დადიოდა და იერუსალიმში გამგზავრება გადაწყ-ვიტა. მაშინ ერთ–ერთ თავის ოსტატს მიმართა: "მომისმინე, იერუსა-ლიმში წასვლა და იორდანე – მდინარეში განბანვა მინდა". მან კი მიუგო: "ეხ ბატონო, თუ წმიდა ხარ შეძლებ, თუ არა და – ვერ მოა-ხერხებ". როგორც უწინასწარმეტყველეს, სწორედ ისე აუხდა. როგორც კი ამ კაცმა ათონს მიაღწია, რათა იქ აუცილებელი საბუთები გაეფო-რმებინა, გარდაიცვალა კიდეც. ვიღაც ადამიანებმა მთელი მისი ფული აიღეს, დამკრძალავ ბიუროში მიიტანეს და იქიდან კუბოთი უკან – თავის ქალაქში დააბრუნეს.
წმიდა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |