მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვის წყვდიადიდან გათავისუფლება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ცოდვის წყვდიადიდან გათავისუფლება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


28-04-2015, 00:01

ცოდვის წყვდიადიდან გათავისუფლება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

   – წმიდაო მამაო, თუკი წმიდა ნათლისღების შემდეგ ადამიანი საკუ-თარ თავს (ცოდვებით) დატვირთავს, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა?

  – ეს მის ცოდვებზეა დამოკიდებული. ერთნი თავიდან ბოლომდე დაისვრებიან ხოლმე, ზოგიერთს მხოლოდ მცირედი მიესხურება, ვი-ღაცას მხოლოდ ერთი ჭუჭყიანი ლაქა მოუჩანს, ზოგიერთს კი–ორი.

   – რომელი ცოდვები სვრის სულს ყველაზე მეტად, – მომაკვდინებ-ელი?

   – რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ მომაკვდინებელი ცოდვები ბი-ლწავენ წმიდა ნათლისღებით მინიჭებულს, და მაშინ საღვთო მადლი განეშორება ქრისტიანს, თუმცა საბოლოოდ კი არ ტოვებს მას, ასევე, როგორც არ ტოვებს მფარველი ანგელოზი. გახსოვთ რა უთხრა ეშმაკმა კერპის ქურუმს, რომლის ქალიშვილზეც დაქორწინება სურდა ერთ ბერს?! „ნუ იჩქარებთ, ამ ბერმა დატოვა ღმერთი, მაგრამ ღმერთს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია იგი".

   – წმიდაო მამაო, შესაძლებელია ცოდვის წყვდიადში  ცხოვრობდე და ამას ვერ ამჩნევდე?

   – არა, გრძნობით კი გრძნობენ, მაგრამ ადამიანები გულგრილნი არ-იან. იმისათვის, რომ ვინმეს ქრისტეს ნათელი მიუახლოვდეს, იგი ჯერ ცოდვის წყვდიადიდან უნდა გამოვიდეს. წარმოიდგინეთ, რომ ად-ამიანი ბნელ სარდაფში აღმოჩნდა და დაუდევრობით ზურგს უკან კარი მიიჯახუნა, როდესაც ის შენიშნავს, რომ რომელიღაც დირედან სარდაფში მზის შუქი შემოდის, იმ შუქს გაჰყვება, კარს იპოვის და გარეთ გავა. ასეთსავე მდგომარეობაშია ცოდვის წყვდიადში მყოფი ადამიანი: იმ წუთიდან, როდესაც ის სიკეთეს აუცილებლად შეიცნობს და მასში კეთილი შფოთი დამკვიდრდება, ის მთელ ძალისხმევას იქეთ მიმართავს, რომ ამ წყვდიადიდან გამოვიდეს. როდესაც იტყვის: „რა-საც ვაკეთებ, არასწორია, მე გზას ავცდი," ადამიანი სიმდაბლეს იძენს, მასთან საღვთო მადლი მიდის და შემდეგ ის უკვე სწორედ იწყებს ცხოვრებას. მაგრამ, თუკი ადამიანის არსებაში კეთილი შფოთი არ შევიდა, მისთვის გამოსწორება ადვილი არ იქნება. მაგალითად: ვიღაც დახურულ შენობაში ზის და თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ასეთ ადამიანს შენ ეტყვი: "ადექი, კარი გააღე, სუფთა ჰაერზე გადი და გონს მოხვალ", ის კი პასუხს დაიწყებს: "სუფთა ჰაერზე გასვლა არ შემი-ძლია, მაგრამ მითხარი რატომ ვარ გამოკეტილი ოთხ კედელში და სუნთქვა არ შემიძლია? რატომ არ არის აქ სუფთა ჰაერი, რატომ და-მტოვა აქ ღმერთმა მე, მაშინ როდესაც სხვები თავისუფლებით ტკბე-ბიან?" განა ასეთი ადამიანისთვის დახმარება შესაძლებელია? იცით რამდენი ადამიანი იტანჯება, რადგანაც ყურს არ უგდებენ იმას, ვისაც მისთვის სულიერი დახმარების გაწევა შეუძლია?!

   ცოდვის მიერ ადამიანი მიწიერ სამოთხეს მიწიერ ჯოჯოხეთად აქც-ევს. თუ სული სასიკვდილო ცოდვებითაა სავსე, ადამიანი დემონურ მდგომარეობას განიცდის: ჯიუტობს, იტანჯება, სიმშვიდე დაკარგუ-ლი აქვს, და პირიქით: მშვიდია ის ვინც ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს, გონებას საღვთო ზრახვებისკენ წარმართავს და გამუდმე-ბით კეთილი ზრახვები აქვს. ასეთი კი მიწიერ სამოთხეში ცხოვრობს, მასში იგრძნობა რაღაც სხვა რამ, რაც უცხოა მისთვის, ვინც უღმე-რთოდ ცხოვრობს. ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ. სწორედ ეს არის საღმრთო მადლი, რომელიც გააცხადებს ადამიანს, თუნდაც მას თავის გამოჩენა არ სურდეს.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება