მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


21-04-2015, 00:05

გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

  – წმიდაო მამაო, ქრისტეს ნებისმიერი ადამიანის გულში შეუძლია დამკვიდრდეს?

   – ქრისტეს შეუძლია დამკვიდრდეს, მაგრამ აი, ადამიანებს კი არ შე-უძლიათ მისი მიღება, იმიტომ, რომ გამოსწორებას არ ცდილობენ. ქრისტე რომ შემოვიდეს, ამისათვის საჭიროა განიწმინდოს ჩვენი გუ-ლები. „გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო..."

   – წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ველური მხეცები არ ერჩიან წმიდ-ანებს?

   – როდესაც ადამიანი მშვიდობისმოყვარე ხდება, მხეცებიც მშვიდო-ბისმოყვარენი ხდებიან და კაცს საკუთარ მბრძანებლად სცნობენ. ცოდვით დაცემამდე, სამოთხეში, ველური მხეცები ადამსა და ევას ღვთისმოსაობით ულოკავდნენ ხელებს, ხოლო ცოდვით დაცემის შე-მდეგ კი თავს ესხმოდნენ მათ. როდესაც ადამიანი ცოდვით დაცე-მამდელ მდგომარეობას უბრუნდება, მხეცები კვლავ თავის პატრონად აღიარებენ მას.  თუმცა დღეს მხეცზე, თვით გველზე უარესი ადამია-ნები გვხვდებიან. ისინი ანგარების მიზნით იყენებენ უპატრონო ბავშვებს, მათგან ფულს შოულობენ, ხოლო როდესაც ნახავენ, რომ მათ თავზე შავი ღრუბელი გროვდება, იძახებენ პოლიციას, ყველაფერს მცირეწლოვანებს გადააბრალებენ და ძნელადაღსაზრდელთა სახლში აბარებენ მათ.

   ამიტომაა, რომ 147–ე ფსალმუნს, რომელსაც ღირსი არსენი კაპადო-კიელი კითხულობდა ველურ მხეცთა მოსამშვიდებლად, მე ამის-ათვის ვკითხულობ ხოლმე, რომ ადამიანები დამშვიდდნენ და ბო-როტება არ მოაწიონ ადამიანებს, და არა ცხოველებს.

   – წმიდაო მამაო, რანაირად უბრუნდება ადამიანი ცოდვით დაცემა-მდელ მდგომარეობას?
   – გული უნდა გაიწმინდოს. სულიერი სისპეტაკე უნდა მოიხვეჭოს, – ანუ, გულწრფელობა, პატიოსნება უანგარობა, სიმდაბლე, სიკეთე, უბ-ოროტება, თავგანწირვა. ამგვარად ადამიანი ღმერთთან ნათესაობას მოიპოვებს და მასში საღვთო მადლი დაისადგურებს. თუ ადამიანს ხორციელი სიწმიდე აქვს, მაგრამ სულიერ სიწმიდეს არ ფლობს, ღმერთი არ სუფევს მასში. იმიტომ, რომ ამ კაცში მზაკვრობა, ამპარ-ტავნება, ბოროტება და სხვა მსგავსი ვნებები ცხოვრობს, მისი ცხო-ვრება არის ერთიანი გადაბმული სიცრუე. თქვენი მოღვაწეობა სწო-რედ იქედან უნდა იწყებოდეს, რომ სულიერი სიწმიდის მოხვეჭას ცდილობდეთ.

   – წმიდა მამაო, განა შესაძლებელია, რომ ერთი დარტყმით რომელიმე ცუდი ჩვევა მოვკვეთოთ?
  – პირველ რიგში, ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვევა მისთვის მავნეა. როდესაც ამას შეიგნებს, ბრძოლა უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ ამ ჩვევისაგან განთავისუფლდეს. იმისათვის, რომ მავნე ჩვევა ერთი დარტყმით მივიკვეთოთ, დიდი ნებისყოფაა საჭირო. თოკი, რომელიც ხის ხაროში ხშირი ხახუნისაგან ერთიანად გადახეხილია, აღარც მარჯვნივ სხლტება და აღარც – მარცხნივ. ასევე ნებისმიერი ჩვეულება, რომელიც გამუდმებით გულს ეხახუნება, მერე გულიდან ძნელად გამოდის. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ეს ჩვევები არ შევიძინოთ, რამდენადაც მათგან გათავისუფლებისათვის მეტისმეტად დიდი სიმდაბლე და ნებისყოფაა საჭირო. როგორც მამა ტიხონი იტყვის: „კეთილი ჩვევა შვილო, ეს იგივე სათნოებაა, ხოლო ცუდი ჩვეულება–ვნება."

   – მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თუ-კი ადამიანი მოღვაწეობისას მაინც ბორძიკობს და არ იცვლება, ამის მიზეზი მისი ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული და ანგარებაა. ასეთ ადამიანს სიმდაბლე და სიყვარული არ ჰყოფნის და ეს ხელს უშლის საღვთო მადლის მოქმედებას მასში. თვით ადამიანი არ აძ-ლევს ღმერთს მისი დახმარების ნებას. მაგალითად, თუ ღმერთი კაცს რომელიმე ვნებას დააძლევინებს, ეს კაცი ამას საკუთარ თავს მიაწერს და ამპარტავნებაში ვარდება, რადგანაც ჰგონია, რომ ამას თავისით, საღვთო შეწევნის გარეშე მიაღწია.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება