მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ღვთის მართლმსაჯულება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ღვთის მართლმსაჯულება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


19-04-2015, 00:01

 

 

   – წმიდაო მამაო, რა არის საღვთო მართლმსაჯულება?

   – საღვთო მართლმსაჯულება ეს მრავლისმოთმინებაა, რომელიც საკ-უთარ თავში სიმდაბლესა და სიყვარულს შეიცავს; ღმერთი უაღრესად კეთილია, მაგრამ ამავე დროს ის მეტად თანამგრძნობელია და მისი თანამგრძნობლობა მის სამართლიანობას აჭარბებს. შენთვის გასაგები რომ გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიტან: თუკი ადამიანს არასოდეს მისცემია კეთილი შესაძლებლობა, რომ ღვთის შესახებ რამე სმენოდა, ღმერთი მას ამ მდგომარეობის მიხედვით კი არ განსჯის, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იმყოფება, არამედ, იმის მიხედვით, რა მდგო-მარეობაშიც იქნებოდა, ღმერთის შესახებ რომ სცოდნოდა. სხვაგვარად, ხომ ღმერთი სამართლიანი ვერ იქნება. საღვთო სამართალს თავისი მათემატიკური კანონები აქვს. ზოგჯერ ერთს პლუს ერთი ორს ნი-შნავს, ზოგჯერ კი ორ მილიონს.

   – წმიდაო მამაო, რანაირად აღესრულება საღვთო სამართალი იმ ად-ამიანზე, ვინც ცოდვა ჩაიდინა?

   – ადამიანური სამართალი ამბობს: „ცოდვა ჩაიდინე და უნდა დაის-აჯო!" ხოლო საღვთო სამართალი იტყვის: „აღიარე შენი შეცდომა და ინანიებ? მაშ შენდობას მიიღებ." განა ასე არ ხდება: როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ იგი გულწრფელად მოინანიებს და აღიარებს ჩადენილს, თუნდაც მასზედ მცირედი ეჭვიც კი არავის ჰქონდეს, თვით ადამიანური სამართალი ასეთი კაცის მიმართ უაღ-რესად შემწყნარებელია ხოლმე. და თუ შემცოდე შემწყნარებლობით განისჯება კაცთაგან, რამდენად დიდი იქნება მისდამი შემწყნარ-ებლობა ღვთისა, რომელიც მართალი და თანამგრძნობელი მსაჯულია.

   ყველა ჩვენგანი ღვთის ხელშია, ის გვიყურებს ჩვენ და ყველაფერს დანამდვილებით ხედავს, მისთვის ყოველი კაცის გული გახსნილია. ის ჩვემდამი უსამართლო არ იქნება. რამდენადაც არსებობს ღვთის სამართლიანობა, საღვთო მისაგებელი და რაც ყველაზე მნიშვნე-ლოვანია, რამდენადაც ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, არც ერთი სიკეთე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ტყუილუბრალოდ არ ჩაივლის. ამიტომ, იგი, ვინც ადამიანებისადმი სამართლიან დამოკიდებულებას ესწრაფვის, სრულიად უვარგისი, განუვითარებელი ადამიანია.

   შევნიშნე, რომ თუ ის ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლი რომ გა-ხდა, მომხდარს ისე შეხვდება, როგორც ამას საღვთო სამართალი მო-ითხოვს, მას ღმერთი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში გაამართლებს. მახ-სოვს, ომის შემდეგ, ორდენების გადმოსაცემად ჩვენთან მოვიდა გე-ნერალი. იმ დღეს მე არ ვიყავი, როდესაც გენერალმა ჩემი გვარი ამ-ოიკითხა, რიგიდან გამოვიდა ერთი ჩემი თანამშრომელი – წარმო-შობით ფარასიდან და ჩემი კუთვნილი ჯილდო მან მიიღო. სხვა ჯა-რისკაცებმა არაფერი თქვეს, იმიტომ, რომ მაშინ ჯარში ასეთ ტყუი-ლისთვის ციხეში სვამდნენ. როდესაც გენერალი წავიდა, ეს ჯარისკაცი დაიმალა, რადგანაც ეშინოდა, რომ დანარჩენები სიკვდილამდე სცე-მდნენ. მას შემდეგ, რაც ნაწილში დავბრუნდი, ჩემთან მოსვლასაც გაურბოდა, დიდხანს მიარა გარშემო და ბოლოს მითხრა: – მაპატიე, მე ასე და ასე მოვიქეციო.  – „ძალიან კარგად მოქცეულხარ, მე რაში მჭი-რდებოდა ეს ორდენი"? – ვუპასუხე მე. შემდეგ ის ამ ორდენს აღლუ-მებზე იკეთებდა. ხოლო ორმოცი წლის შემდეგ აქ – მონასტერში თესალონიკის პირველი არმიის ხელმძღვანელი მოვიდა და მომიტანა ჯილდო – ალექსანდრე მაკედონელის ორდენი. ამის დანახვაზე ღი-მილი ვერ შევიკავე. დიახ, ორმოცი წლის შემდეგ! და მე გამაოცა იმ ამბავმა, რომ მარშალი სწორედ თესალონიკიდან მოვიდა, ანუ იმ მხრიდან, საიდანაც ის ჯარისკაცი იყო, ჩემი ჯილდო რომ მიითვისა. ხედავთ, როგორ ხდება?! თუ იმას ვესწრაფით, რომ სამართლიანად მო-გვექცნენ, ვკარგავთ იმას, რასაც აქ უნდა ვასწრაფვოდეთ და იმასაც, რასაც ქრისტე, ამქვეყნიური უსამართლობის დათმენის სანაცვლოდ, იმ ქვეყნად გვიმზადებს. ანუ სრულიად უსარგებლო რამის გამო, ვკარგავთ მთავარს, მარადიულს. რადგანაც ასეა თუ ისე, ყოველივე ამქვეყნიური ხომ არარაობაა, მაშ რიღასთვის გვჭირდება ყოველივე ეს?!  

 

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 

 



უკან დაბრუნება