მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი
კითხვებზე პასუხი3-04-2015, 20:23 |
ნანას შეკითხვა: სახარებაში უფალი ბრძანებს: „რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის მან პოოს იგი" (მათე 10; 39), რა იგულისხმება სიტყვები „წარიწყმიდოს სული"? პასუხი: ამ სიტყვებში მაცხოვარი გულისხმობს, რომ ყოველმა ქრის-ტიანმა საკუთარი თავის უარყოფის გზით უნდა იაროს ჭეშმარი-ტებაში. ყოველივე მასზე დაშვებული განსაცდელი და მწუხარება თვით სიკვდილის ფასადაც რომ უწევდეს ჭეშმარიტების დაცვა, ღი-რსეულად უნდა იტვირთოს. მაშინ ასეთი ადამიანი აცხონებს თავის სულს.
*** ლაზარეს შეკითხვა: სახარებისეული სწავლებით, უნდა გავამრავ-ლოთ უფლისაგან ნაბოძები ტალანტი (ნიჭი), თუ ვერ ვაცნობიერებთ რა ნიჭს ვფლობთ უფლისაგან, როგორ უნდა გავამრავლოთ იგი? პასუხი: ტალანტი არის ღვთისაგან მონიჭებული ესა თუ ის სათ-ნოება. ყველა ადამიანს (მეტნაკლებად) შეუძლია სიკეთის კეთება, ლო-ცვა, მარხვა, თავდადება და ა.შ. როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გეძლევა შანსი სათნოების აღსრულებისა: მოწყალების გაცემისა, ლოც-ვისა, თავმდაბლობისა თუ სხვა..., აღასრულე ის და ამით გაამრავლებ ტალანტს.
*** იოსების შეკითხვა: რას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები: „რა-მეთუ წარმართთა რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თვისისათვის შჯულ არიან" (რომაელთა მიმართ 2; 14). პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ წარმართები არა მართლმადიდებლ-ური კანონების მიხედვით განისჯებიან, რომლითაც არ ცხოვრობდნენ, არამედ თავისი სინდისის მიხედვით. ე.ი. ღმერთი მათ ჭეშმარიტების არცოდნის გამო სინდისის მიხედვით გაკეთებული კეთილი საქმეები. აქ არ არის საუბარი მათ ცხონებაზე, მაგრამ იქაც (ჯოჯოხეთსიც) არ-სებობს იერარქია, ანუ ვინც უფრო ზნეობრივად ცხოვრობდა, ნაკლ-ებად დაისჯება. უკან დაბრუნება |